eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ტიმოთი ბარეტი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნეს სამართლის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2დონით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარებისდამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ). პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს კონკურენტული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, აღჭურვილი ღრმა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული სამართლებრივი უნარებით, დაფუძნებული ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. კურსდამთავრებულები შეძლებენ სამართლებრივი კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას, კრეატიულად აზროვნებას, და ექნებათ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრინციპებისა და თეორიების ღრმა და სისტემური ცოდნა. პროგრამა მოიცავს როგორც ქართველ, ის უცხოელ სტუდენტებს. პროგრამა მთლიანად ინგლისურ ენაზე იქნება (ყველა ლექცია და ლიტერატურა იქნება ინგლისურ ენაზე). კურსდამთავრებულებს ექნებათ სამართლებრივი ინგლისურის მაღალი დონე. პროგრამის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ საერთაშორისო ბიზნეს სამართალთან დაკავშირებულ პოზიციაზე, სადაც კანონი ითვალისწინებს მაგისტრის ხარისხს და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ არის აუცილებელი. კურსდამთავრებულებს ექნებათ სათანადო კვლევის უნარები და სესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურის დონეზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსიები
  • დებატები
  • კრიტიკული ანალიზი
  • სიახლეების ანალიზი
  • გუნდური მუშაობა
  • სიმულაციური წარმოდგენა
  • პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრა
  • სამართლებრივი შემთხვევის შესწავლა
  • ესეს წერა
  • პრეზენტაციები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ეფექტური სამართალშემოქმედების რრმა და სისტემური ცოდნა;
    • პროფესიული აკადემიური წერის მნიშვნელობის ღრმა გაცნობიერება;
    • ღრმა გაცნობიერება თუ როგორ ჩაატაროს კვლევა და დაწეროს სამართლებრივი შემთხვევის მონახაზი;
    • კორპორაციული ფორმისა და კორპორაციული მართვის სტრუქტურისა და პრინციპების ღრმა გაცნობიერება;
    • შედარებითი სანივთო სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, მისი ადგილის სამართლებრივ სისტემაში, ძირითადი სამართლებრივი სისტემების შედარება - კონტინენტური სამართალი და საერთო სამართალი;
    • შედარებითი სანივთო სამართლის სფეროს, მისი ფუნდამენტური პრინციპების და კერძო სამართლის შესახებ ძირითადი ინფორმაციის ღრმა და სისტემური გაცნობიერება;
    • შედარებით სახელშეკრულებო სამართლის ღრმა და სისტემური გაცნობიერება, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებას;
    • ტრანსაქციული ვაჭრობის მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტების ღრმა გაცნობიერება, რაც ხელს უწყობს სხვადსხვა პრობლებმის გადაჭრის გზების გენერირებას;
    • მთავარი გამოწვევების გაცნობიერება, რასაც აწყდებიან უცხოელი იურისტები საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციების პროცესში.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი შექმნას, შეასწოროს და განმარტოს სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის: სარჩელები, სამართლებრივი შემთხვევის მონახაზები/შეჯამებები, ხელშეკრულებები, აზრები და კლიენტის წერილები, ჩანაწერი, ბიზნეს მეილები და ა.შ
    • გამართული და დამაჯერებელი არგუმენტის გასავი|თარებლად უაზლესი მეოდებისა და მიგნებების გამოყენების უნარი;
    • შესაბამისი განმარტების მეთოდების გამოყენება (გრამატიკული, ლოგიკური), ტრიბუნალის იურისპრუდენციასთან დაკავშირებით მოცემული სამართლებრივი პრობლემის შეფასება, და მოცემული სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარის დემონსტრირება;
    • უნარი ჩაატაროს აქციონერთა და მენეჯერთა მოვალეობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისკომპლექსური შეფასება, აგრეთვე გააცნობიეროს თუ რა არის ამ მოვალეობათა არსი და ბუნება და შეაფასოს ნებისმიერი მენეჯერის ნებისმიერი მოქმედების შესაბამისობა ყოველდღიური კორპორაციის მენეჯმნეტის დროს და განჭვრიტოს ამ მოქმედებათა შედეგები;
    • უნარი შეაფასოს საერთაშორისო ბიზნესის ფლობისა და მუშაობის პირველადი სამართლებრივი რისკების არეები და საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციების წამოწყება;
    • უნარი ჩაატაროს კომპლექსური შეფასება საერთაშორისო საქონლის ვაჭრობის რეგულაციები და ხელშეკრულებები, და კომპლექსური სამართლებრივი საკითხები/მოვალეობები,რაც შეიძლება წამოიჭრას ასეთი ელშეკრულებებიდან;
    • უნარი ჩაატაროს შედარებით სანივთო სამართლის, სასამართლო პრაქტიკის, დოგმატური შეხედულებების სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების  კომპლექსური შეფასება და მათი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების ინტერპრეტირება;
    • საერთაშორისო საქონლის აჭრობის ტრანსაქციების სამართლის მოძიების და სხვადასხვა პრაქტიკულ შემთხვევებისთვის მისადაგების უნარი;
    • საერთაშორისო ტრანსაქციული რისკების დაცვის შესაბამისი მეთოდის მოძიება ან შექმნა.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი გაანალიზოს და განმარტოს სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტი ზუსტი დასკვნების გამოსატანად მათ არსებით მნიშვნელობასთან დაკავშირებით;
    • სამართალში მომხდარი ცვლილებების გაანალიზების უნარი, რაც აისახა სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
    • წარმოდგენილ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებული ნორმების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანის უნარი;
    • უნარი გადაწყვიტოს თუ როგორ მოახდინოს ფიდუციური ურთიერთობის დარღვევის პრევენცია და, ფიდუციური ურთიერთობის და კარგი ხელმძღვანელობის მოვალეობის დარღვევის შემთხვევაში, რა სახის პასუხისმგებლობა გამოიყენოს კორპორაციის მენეჯერებისადმი;
    • შედარებით სანივთო სამართალთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
    • შედარებით სახელშეკრულებო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი;
    • კლიენტის საჭიროებების კრიტიკულ ანალიზზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების უნარი და შესაბამისი სამართლებრივი რჩევით უზრუნველყოფა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • აკადემიურ და პროფესიულ წრეებში თავისი დასკვნებისა და არგუმენტების წარმოდგენის უნარი, ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ინგლისურ ენაზე;
    • უნარი გადმოსცეს/წარმოადგინოს წერილობითი სამართლებრივი ინფორმაცია და არგუმენტები სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენებით;
    • ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარი სამართლებრივ და ბიზნეს კონტექსტში;
    • შესაბამისი ფორმის და შინაარსის გაცნობიერება, რითიც წარმოადგენს სამართლებრივ იდეებს სხვადასხვა კონტექსტში;
    • ზეპირი სამართლებრივი არგუმენტების ტრიბუნალისთვის ეფექტურად წარმოდგენის უნარი;
    • კორპორაციის მენეჯერებისთვის სამართლებრივ დასკვნებთან ან არგუმენტებთან დაკავშირებით შესაბამისი რჩევის მიცემის უნარი;
    • უნარი ზეპირად ან წერილობით წარმოადგინოს ინფორმაცია თავიანთ სამართლებრივ დასკვნებთან და არგუმენტებთან დაკავშირებით აკადემიურ ან/და პროფესიულ წრეებში;
    • უნარი წარმოადგინოს აკადემიური დოკუმენტი მომზადებული უახლეს, მოქმედ რესურსებზე დაყრდნობით, პროფესიონალური აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით და კრიტიკული ანალიზისა და მონაცემთა დამუშავების საფუძველზე.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი დამოუკიდებლად მართოს სწავლის პროცესი თანმიმდევრულად და შეძლოს გაზარდოს თავისი ცოდნა სამართალში განხორციელებული განვითარებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების, სამეცნიერო ნაშრომების და პირველად წყაროების სწავლით;
    • უნარი დამოუკიდებლად განსაზღვროს თორიული კომპონენტები და გაზარდოს თავისი ცოდნა სამართალში განხორციელებული განვითარებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების, სამეცნიერო ნაშრომების და პირველად წყაროების სწავლით;
    • უნარი დამოუკიდებლად განსაზღვროს და დაგეგმოს მომავალი სწავლები.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: პროგრამა შეიცავს ოთხ ძირითად კურსს, სამართლებრივი კვლევის და წერის სამ სემესტრს, სამართლის კლინიკის მოთხოვნას და ერთსემესტრიანი თეზისის კომპონენტს; სავალდებულო კურსი 78 კრედიტიანია. დარჩენილი კრედიტები ასარჩევი კურსებით შეივსება. პროგრამა სრულად 120 კრედიტიანია; კურსების უმეტესობა 6 კრედიტიანია, ზოგიერთი არის 3 კრედიტიანი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ლექცია შედგება ორი ნაწილისგან, თითო - 60 წუთი. ჯგუფში 5დან 25მდე სტუდენტია.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWBUS5112სამართლებრივი კვლევა და წერა I: სამართალშემოქმედება6 1
    LAWBUS5115შედარებითი კორპორაციული სამართალი6 1
    LAWBUS5120შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი6 1
    LAWBUS5211სამართლებრივი კვლევა და წერა II: აკადემიური წერა6 2
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციები6 2
    LAWBUS6115სამართლის კლინიკა6 3
    LAWC5315Eიმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის12 3
    LAWBUS6210თეზისი30 4

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    LAWBUS5121იმიტირებული სასამართლო პროცესის გაძლიერებული სემინარი3
    LAWBUS5125საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS5135ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები6
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი6
    LAWBUS5146აშშ-ის სამართლებრივი სისტემა6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    LAWBUS5215შედარებითი სანივთო სამართალი6
    LAWBUS5225შედარებითი კორპორაციული მართვა6
    LAWBUS5230ინგლისური, ფრანგული და გერმანული შედარებითი სამართალი6
    LAWBUS5235ევროკავშირის შიდა ბაზარი6
    LAWBUS5246საზღვაო სამართალი6
    LAWBUS5259ინტელექტუალური აქტივების მართვა და ლიცენზირება6
    LAWBUS6131საერთაშორისო საბანკო სამართალი6
    LAWBUS6150აშშ-ის საერთაშორისო საგადასახადო სამართალი6
    LAWBUS6120ევროკავშირის კონკურენციის სამართალი6
    LAWBUS6126ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი6

    კრედიტების ჯამი:

    99









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი