eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: განათლების ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
ნატო ჩიხლაძე
თინათინ ჩიტორელიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი, მოთხოვნილი დონე B2) და სპეციალობაში (ზეპირი და წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საგანმანათლებლო სისტემის მმართველობის, ლიდერობის, პედაგოგიური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები, რათა მან შეძლოს განათლების სფეროში მართვისას გლობალური პოზიციის დაჭერა; მისცეს მას საშუალება გააცნობიეროს და გააკრიტიკოს საგანმანათლებლო სფეროს მართვის თეორიები და პრაქტიკა თანამედროვე კვლევებისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს განათლების მართვის კულტურათაშორის გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას და ასწავლის სტუდენტს მართვასთან დაკავშირებულ სამართლიან და ამავე დროს, სტრატეგიულ გზებს. პროგრამის უმნიშვნელოვანეს ასპექტს თეორიულ საკითხებთან ერთად თანამედროვე პრობლემატიკით გაჯერებული პრაქტიკული ქეისებით სწავლება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შეასრულოს განათლების საკითხებზე ან განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მართვის ფუნქციები. კურსდამთავრებულს ექნება საგანმანათლებლო საკითხების და სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, რაც მას მიმზიდველს ხდის დამსაქმებელთა ფართო სპექტრისთვის. პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, საშუალო და უმაღლესი განათლება როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე; განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო საკონსულტაციო და ტრენინგ ორგანიზაციებში, ან გააგრძელოს სწავლა შემდეგ აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურაში.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებით მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მცირე ტიპის კვლევის ჩატარება
  • პრაქტიკული სამუშაო
  • პრეზენტაცია
  • პრობლემაზე ორიენტირებული დავალება
  • პროექტები
  • როლური თამაშები
  • ქეისის ამოხსნა
  • ბიბლიოთეკაში საჭრო ლიტერატურის ელექტრონულად მოძიება
  • წერითი სამუშაოს მეთოდი
  • წიგნთან მუშაობის მეთოდი
  • ჯგუფური დავალებები
  • დებატები
  • დისკუსიები
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • შესრულებაზე ორიენტირებული დავალება
  • ლექცია-სემინარები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • სტრატეგიული დაგეგმვის, მენტორობის, განათლების სამართლისა და ფინანსირების წყაროების სისტემური და საფუძვლიანი ცოდნა;
    • განათლების გაუმჯობესების ხარისხობრივი სტანდარტებისა და სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
    • სწავლისა და სწავლების თეორიების მთავარი ცნებების, პრინციპების და ვარაუდების საფუძვლიანი ცოდნა;
    • კონფლიქტის გადაჭრის თეორიების ცოდნა და მათი ტექნიკების გაცნობიერება;
    • განათლების სფეროში ადამიანური რესურსების მართვის მთავარი ორგანიზაციული ასპექტების ღრმა ცოდნა;
    • განათლების მართვის უახლესი საკითხების და გამოწვევების გაცნობიერება;
    • მისი პროფესიული პრაქტიკის შესაბამისი კვლევის მეთოდების სპექტრის გამოყენების ცოდნა და გაცნობიერება;
    • მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუტების წინაშე არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე პერსპექტივების გაცნობიერება;
    • გააცნობიერებული საგანმანათლებლო სისტემების სტრუქტურები და მიზნები;
    • გააცნობიერებული  სწავლის პროცესის მონაწილეთა სხვადასხვა როლები;
    • ორგანიზაციების მართვაზე გავლენის მქონე რთული ძალების აღქმა და გაცნობიერება;
    • ინოვაციისა და ცვლილების გარშემო არსებული კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
    • განათლების მნიშვნელობისა და ფარგლების გაცნობიერების უნარი
    • გააცნობიერებული ინკლუზიური კლასის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელიც პასუხობს თითოეული სტუდენტის საჭიროებებს;
    • ეროვნული და გლობალური ძალების და მათი გავლენის გაცნობიერება საკუთარ ინსტიტუციაზე.
    • გუნდის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილების მიღების გაცნობიერების უნარი

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი გამოავლინოს და განავითაროს დამოუკიდებელი პროფესიული ლიდერობა და მენეჯერული ინიციატივა;
    • თანამშრომლების სწავლებისა და ლიდერობის უნარი;
    • უნარი თავდაჯერებულად და ეფექტურად მართოს მულტიდისციპლინური გუნდი, დაგეგმოს სტრატეგია და მართოს ცვლილება განათლების კონტექსტში;
    • ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფესიული ფილოსოფია ცვალებად გარემოში
    • თანამშრომლობის საფუძველზე განავითაროს და განახორციელოს საერთო ხედვა და მისია
    • უნარი მოიძიოს, გაანაწილოს, და ეფექტურად გამოიყენოს ადამიანური, ფისკალური, და ტექნოლოგიური რესურსები;
    • ისეთი გეგმის, პროგრამისა და ბიუჯეტის მომზადების უნარი, რომელიც ფინანსური კუთხით განხორციელებადია;
    • უნარი სტუდენტის პროგრესის მონიტორინგის მიზნით განავითაროს შეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემები;
    • ხარისხიანი სწავლებისა და სტუდენტთა სწავლის ზედამხედველობისა და მხარდაჭერის უნარი: 
    • პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, და კულტურული კონტექსტზე რეაგირების და გავლენის უნარი;
    • უნარი წაახალისოს ეფექტური და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება სწავლისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით;
    • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგულირებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი;
    • შექმნას ყოვლისმომცველი, მკაცრი და თანმიმდევრული კურიკულუმი და მოარგოს იგი სპეციფიკურ საგანმანათლებლო კონტექსტს
    • საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და საგანმანათლებლო პროგრამის შედეგის მონიტორინგის და შეფასების განხორციელების უნარი;
    • თეორიული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა კონტექსტის თანამედროვე საგანმანათლებლო საკითხების კვლევის განხორციელების უნარი;
    • ელექტრონული სწავლების გამოყენებისა და სასწავლო გარემოში მისი ინტეგრირების უნარი;
    • განათლების ხარისხისა და ხარისხის უზრუნველყოფის ცნებების უკეთესი განმარტების შემუშავების უნარი
    • უნარი ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუტების გაუმჯობესებას და ასახოს ეს სწავლისა და სწავლების ხარისხზე;
    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ამოცნობის, მართვისა და გადაჭრის უნარი სტუდენტებისა და თანამშრომლების საუკეთესო მიღწევების მისაღებად;
    • მიზნების დასახვის, ორგანიზაციული ეფექტურობის შეფასებისა და ორგანიზაციული სწავლის წახალისებისთვის აუცილებელი მონაცემების გამოყენების უნარი;
    • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის ნაკლებად შეზღუდული გარემოს შექმნის უნარი;
    • ინკლუზიური პრაქტიკის წახალისებისთვის  არსებული  რესურსის გამოყენების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • კომპლექსური და, ხანდახან არასრული ინფორმაციის, კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების გაკეთების უნარი;
    • პოლიტიკაში საგანმანათლებლო ცნებების, თეორიებისა და საკითხების სისტემატურად ანალიზის უნარი;
    • მოსწავლეთა მრავალფეროვნების ამოცნობისა და სწავლების პროცესის კომპლექსურობის გაანალიზების უნარი;
    • საგანამანათლებლო გარემოს შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
    • განვითარებადი ტენდენციებისა და ინიციატივების შეფასების, ანალიზისა და მოლოდინის უნარი მართვის სტრატეგიების შესაბამისად ადაპტირების მიზნით;
    • უნარი შეაფასოს  საკუთარი გამოცდილება თორიული პერსპექტივების ჭრილში სამუშაო გარემოს კრიტიკულად გაანალიზების მიზნით;
    • საგანმანათლებლო გეგმის ფინანსური შედეგის (ფასი, დანახარჯი, ბიუჯეტი) და მათი განხორციელების გზების შეფასების უნარი;
    • უნარი განჭვრიტოს ახალი საგნამანათლებლო საჭიროებები და მოთხოვნები;
    • განათლების სფეროს ცნებებისა და თეორიების კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • გარემოს თანამედროვე და მომავალი გამოწვევების საპასუხოდ ლიდერების მიერ ადამიანური შესაძლებლობების შექმნის გზების კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • უნარი რეაგირება მოახდინოს და შეაფასოს საკუთარი მიღწევები;
    • გადაწყვეტილების მიღების პოტენციური სამართლებრივი და მორალური შედეგების გათვალისწინებისა და შეფასების უნარი;
    • საკუთარ კულტურულ კონტექსტში მართვის თეორიების შესაბამისობის განსაზღვრის უნარი;
    • ორგანიზაციული კულტურის შეცვლისა და გაუმჯობესების სტრატეგიების შეფასების უნარი
    • საგანმანათლებლო სივრცეში ადამიანური რესურსების მართვის შეცვლილი როლის, ფუნქციებისა და აქტივობების შეფასების უნარი;
    • მოსწავლის მიღწევებისა და სწავლის შედეგების შეფასების უნარი;
    • იმ კონკურენტი პოლიტიკური და სოციალური ძალების იდენტიფიცირების უნარი, რომლებიც ახდენენ საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე
    • კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე განათლების პოლიტიკის კონტექსტთან დაკავშირებულ საკითხებზე აგუმენტების წარმოჩენის უნარი;
    • საგანმანათლებლო სფეროს მართვასთან დაკავშირებული კომპლექსური იდეების, ცნებებისა და მოდელების შეფასების უნარი;
    • კონფლიქტური სიტუაციების და მათი მოლოდინის შეფასების,  მათი გადაწყვეტის და თავიდან აცილების ინოვაციური გზების ძიების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • კომპლექსური საგანმანათლებლო მართვის საკითხების კვლევის, მათზე მყარი შემოქმედებითი დასკვნების გაკეთების და შედეგების კომუნიკაციის უნარი;
    • განათლების მართვის მნიშვნელოვან რეფორმებზე წერილობით და ზეპირად ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    • ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან მშობლიურ და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
    • კვლევის ტექნიკებისა და აკადემიური სტანდარტების გამოყენებით ჩატარებული საკუთარი კვლევის წარდგენის უნარი;
    • კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტის და ხელსაყრელი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით წარმატებით კომუნიკაციის უნარი;
    • დაინტერესებულ მხარეებთან და ზოგადად საზოგადოებასთან საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური საქმიანობის შესახებ გასაგებად და ლაკონურად კომუნიკაციის უნარი;
    • კურიკულუმის განვითარების პროცესის კრიტიკული საკითხების, პრობლემების და ტენდენციების ირგვლივ კომუნიკაციის უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უმაღლესი განათლების შემდგომ, კერძოდ, სადოქტორო საფეხურზე საკუთარი სწავლის დაგეგმვის უნარი;
    • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    • თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმის დასახვის უნარი;
    • საკუთარი სასურველი სწავლის სტილის გაანალიზების უნარი;
    • არსებულ ან ახალ სამუშაო გარემოსთან შესაბამისობის მიზნით საკუთარი საჭიროებების განსაზღვრისა და ახალი უნარების შეძენისთვის მომავალი სწავლის დაგეგმვის უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოების მრავალფეროვანი კულტურული, სოციალური და ინტელექტუალური რესურსის გაცნობიერების, დაფასებისა და გამოყენების ხელშეწყობა
    • დემოკრატიის, სამართლიანობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების დაცვა
    • საკუთარ და სხვათა ღირებულებათა სისტემაზე რეაგირების უნარი
    • განათლებასთან დაკავშირებული ახალი ღირებულებების დამკვიდრების პროცესში მონაწილეობა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-23-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: პროგრამა შედგება 120 ECTS-სგან, საიდანაც 66 კრედიტი არის ძირითადი კურსები, ხოლო 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი. დარჩენილი 24 ECTS-ის დაგროვება შესაძლებელია პროგრამის არჩევითი ან სხვა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების კურსების გავლით (წინაპირობების დაცვით).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: პროგრამა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს. მისი დაძლევა შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 6 კრედიტის მოცულობის 11 ძირითად და 4 არჩევით კურსს. სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაო სემესტრი კვლევითია. სრული დატვირთვის, ორწლიანი პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტი ასრულებს სასწავლო კომპონენტებს სამ სემესტრში, თითოეულში 5 კურსის გავლით და კვლევით კომპონენტის შემცველ დისერტაციას მეოთხე სემესტრში. ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სასწავლო კომპონენტის განაწილება 2.5 წელიწადზე, თითეულ სემესტრში მინიმუმ 3 კურსის გავლით. სასწავლო კომპონენტს მთელი სემესტრის ხანგრძლივობის კვლევითი კომპონენტი მოჰყვება. ჩვეულებრივ, თითოეული კურსი მოითხოვს სტუდენტისგან ყოველკვირეულად ლექციებზე დასწრებას: ერთი შეხვედრა თითოეულ საგანში ყოველკვირა. თითოეული ლექცია ორი 60-წუთიანი შეხვედრისგან შედგება. ზოგიერთი კურსი შესაძლებელია ინტენსიური წესით იყოს შეთავაზებული: ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში. დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ/კოლაბორაციულ დონეზე მისასალმებელია. ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციაში და პირიქით ტრანსფერი მიიღწევა სწავლის პროცესში საგანმანათლებლო სივრცის რეალიებისა და პრაქტიკული პრობლემების განხილვით და გამოსავლის ძიებით. დამატებით, სემესტრში მინიმუმ ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დღეს, განხორციელდება ვიზიტი ერთ-ერთ დაწესებულებაში, იქნება ეს სამინისტრო, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა. ვიზიტის მიზანია, სტუდენტები გაეცნონ თითოეული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების განათლების მენეჯმენტის პრაქტიკულ განხორციელებას. ვიზიტის შემდგომ დაგეგმილ სემინარზე, სტუდენტები შემოგვთავაზებენ თავიანთ ხედვას მასპინძელ დაწესებულებაში არსებულ მართვის ხარვეზებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. სემინარის მოხსენებები აგებული იქნება შესაბამის სემესტრში სპეციალობის ძირითად საგნებში შესწავლილ მოდელებზე. ჯგუფი მცირე რაოდენობის სტუდენტებს მოიცავს, რაც საშუალებას აძლევს პროფესორებს მეტი დრო დაუთმონ მათთან ინდივიდუალურ მუშაობას. დამატებით, კონსულტაციების მეშვეობით უზრუნველყოფილია აკადემიური მხარდაჭერა. რეგულარული ლექციების გარდა, შესაძლებელია მოწვეული მკვლევრების მოკლე პრეზენტაციებზე ან სემინარებზე დასწრება. სტუდენტებს ვურჩევთ დაესწრონ აკადემიური პერსონალის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრას. ასევე, მიზანშეწონილია სტუდენტებმა ჩაატარონ პრეზენტაციები საკუთარი ჯგუფისთვის. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს საქართველოს უნივერსიტეტში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EDUC5111Eგანათლების ლიდერობა და მართვა6 1
    EDUC5112Eგანათლების პოლიტიკა და გლობალიზაცია6 1
    EDUC5113Eკვლევის მეთოდები და დიზაინი6 1
    EDUC5114Eგანათლების სამართლებრივი ასპექტები6 1
    EDUC5115Eინკლუზიური განათლება6 1
    EDUC5211Eადამიანური რესურსების მართვა განათლებაში6 2
    EDUC5212Eსწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები6 2
    EDUC5213Eკურიკულუმის განვითარება6 2
    EDUC6111Eგანათლების დაფინანსება6 3
    EDUC6112Eკონფლიქტის მართვა განათლებაში6 3
    EDUC6113Eხარისხის უზრუნველყოფა6 3
    EDUC6211Eსამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EDUC5221Eაკადემიური წერა და კვლევა6
    EDUC5215Eგანათლების ფილოსოფია6
    EDUC5216Eგანათლების სოციოლოგია6
    EDUC5217Eკლასის მართვა6
    EDUC5218Eშედარებითი და საერთაშორისო განათლება6
    EDUC5219Eინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში6
    EDUC5220Eპრაქტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    42









    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი