პროგრამა: | განათლების ადმინისტრირება |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | შალვა დუნდუა თინათინ ჩიტორელიძე ნატო ჩიხლაძე |
სწავლების ენა: | ინგლისური |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | განათლების ადმინისტრირების მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი, მოთხოვნილი დონე B2) და სპეციალობაში (ზეპირი და წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საგანმანათლებლო სისტემის მმართველობის, ლიდერობის, პედაგოგიური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ცოდნა და პროფესიული უნარები, რათა მან შეძლოს განათლების სფეროში მართვისას გლობალური პოზიციის დაჭერა; მისცეს მას საშუალება გააცნობიეროს და გააკრიტიკოს საგანმანათლებლო სფეროს მართვის თეორიები და პრაქტიკა თანამედროვე კვლევებისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს განათლების მართვის კულტურათაშორის გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას და ასწავლის სტუდენტს მართვასთან დაკავშირებულ სამართლიან და ამავე დროს, სტრატეგიულ გზებს. პროგრამის უმნიშვნელოვანეს ასპექტს თეორიულ საკითხებთან ერთად თანამედროვე პრობლემატიკით გაჯერებული პრაქტიკული ქეისებით სწავლება წარმოადგენს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შეასრულოს განათლების საკითხებზე ან განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მართვის ფუნქციები. კურსდამთავრებულს ექნება საგანმანათლებლო საკითხების და სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა, რაც მას მიმზიდველს ხდის დამსაქმებელთა ფართო სპექტრისთვის. პროგრამა ამზადებს მომავალ ლიდერს, რომელსაც შეეძლება მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, საშუალო და უმაღლესი განათლება როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე; განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო საკონსულტაციო და ტრენინგ ორგანიზაციებში, ან გააგრძელოს სწავლა შემდეგ აკადემიურ საფეხურზე, დოქტორანტურაში. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული საფუძვლიანად იცნობს: სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის მართვის, განათლების სამართლისა და ფინანსირების არსებით საკითხებს; სიღრმისეულად იცის: კურიკულუმის შექმნისა და განვითარების საკვანძო საკითხები, მოსწავლეზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული სწავლების მეთოდოლოგიის, კლასის მართვისა და ინკლუზიური განათლების არსებით მოთხოვნათა გათვალისწინებით; უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია: საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ანალიზის საფუძველზე, ოპტიმალური ორგანიზაციული პოლიტიკისა და ცველილებათა სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი ადამიანური, ფისკალური, და ტექნოლოგიური რესურსების მოიძიება, გაანაწილება, და ეფექტურად გამოიყენება; საკუთარი კვლევისა და სისტემური ცოდნის საფუძველზე, რთული ორგანიზაციული პროცესების მართვა, პროფესიული ლიდერობისა და მენეჯერული ინიციატივის გამოვლენა ორგანიზაციული განვითარების ისეთ თანამედროვე გამოწვევებთან მიმიართებაში, როგორიც არის ახალი საგნამანათლებლო საჭიროებებისა და მოთხოვნების განჭვრეტა; გადაწყვეტილების მიღების პოტენციური სამართლებრივი და მორალური შედეგების გათვალისწინებითა და შეფასებით, ორგანიზაციული კულტურის შეცვლისა და გაუმჯობესების სტრატეგიების შეფასება, საგანმანათლებლო სივრცეში ადამიანური რესურსების მართვის შეცვლილი როლის, ფუნქციებისა და აქტივობების შეფასება; სწავლებისა და მართვის ელექტრონული სისტემების ადაპრტირება და სხვა. სწავლა-სწავლების პროცესების დაგეგმვა და მართვა - ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული კურიკულუმის შექმნა და მისი მორგება სპეციფიკურ საგანმანათლებლო კონტექსტსზე, საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და საგანმანათლებლო პროგრამის შედეგის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება, ხარისხიანი სწავლებისა და სტუდენტთა სწავლის ზედამხედველობა და მხარდაჭერა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის ნაკლებად შეზღუდული გარემოს შექმნა და ინკლუზიური პრაქტიკის წახალისებისთვის არსებული რესურსის გამოყენება; კონფლიქტური სიტუაციებისა და მოლოდინის შეფასება ორგანიზაციული საქმიანობის პროცესში, მათი გადაწყვეტისა და პრევენციის ინოვაციური გზების ძიება. იმ პოლიტიკური და სოციალური ძალების იდენტიფიცირება, რომლებიც ახდენენ საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე; სხვადასხვა შინაარსისა და კონტექსტის საგანმანათლებლო მართვის საკითხების კვლევა თანამედროვე სასწავლო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში; კომპლექსური და, ხშირად არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება და შედეგების გაზიარება; განათლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს შეუძლია: საკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასება და მცირე, მაგრამ მყარი ცვლილებების სისტემატური შეტანა პროფესიული განვითარების მიზნით; |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 02-23-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 06-16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | პროგრამა შედგება 120 ECTS-სგან, საიდანაც 66 კრედიტი არის ძირითადი კურსები, ხოლო 30 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომი. დარჩენილი 24 ECTS-ის დაგროვება შესაძლებელია პროგრამის არჩევითი ან სხვა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების კურსების გავლით (წინაპირობების დაცვით). |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს. მისი დაძლევა შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 6 კრედიტის მოცულობის 11 ძირითად და 4 არჩევით კურსს. სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაო სემესტრი კვლევითია. სრული დატვირთვის, ორწლიანი პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტი ასრულებს სასწავლო კომპონენტებს სამ სემესტრში, თითოეულში 5 კურსის გავლით და კვლევით კომპონენტის შემცველ დისერტაციას მეოთხე სემესტრში. ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სასწავლო კომპონენტის განაწილება 2.5 წელიწადზე, თითეულ სემესტრში მინიმუმ 3 კურსის გავლით. სასწავლო კომპონენტს მთელი სემესტრის ხანგრძლივობის კვლევითი კომპონენტი მოჰყვება. ჩვეულებრივ, თითოეული კურსი მოითხოვს სტუდენტისგან ყოველკვირეულად ლექციებზე დასწრებას: ერთი შეხვედრა თითოეულ საგანში ყოველკვირა. თითოეული ლექცია ორი 60-წუთიანი შეხვედრისგან შედგება. ზოგიერთი კურსი შესაძლებელია ინტენსიური წესით იყოს შეთავაზებული: ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში. დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ/კოლაბორაციულ დონეზე მისასალმებელია. ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციაში და პირიქით ტრანსფერი მიიღწევა სწავლის პროცესში საგანმანათლებლო სივრცის რეალიებისა და პრაქტიკული პრობლემების განხილვით და გამოსავლის ძიებით. დამატებით, სემესტრში მინიმუმ ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დღეს, განხორციელდება ვიზიტი ერთ-ერთ დაწესებულებაში, იქნება ეს სამინისტრო, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა. ვიზიტის მიზანია, სტუდენტები გაეცნონ თითოეული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების განათლების მენეჯმენტის პრაქტიკულ განხორციელებას. ვიზიტის შემდგომ დაგეგმილ სემინარზე, სტუდენტები შემოგვთავაზებენ თავიანთ ხედვას მასპინძელ დაწესებულებაში არსებულ მართვის ხარვეზებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. სემინარის მოხსენებები აგებული იქნება შესაბამის სემესტრში სპეციალობის ძირითად საგნებში შესწავლილ მოდელებზე. ჯგუფი მცირე რაოდენობის სტუდენტებს მოიცავს, რაც საშუალებას აძლევს პროფესორებს მეტი დრო დაუთმონ მათთან ინდივიდუალურ მუშაობას. დამატებით, კონსულტაციების მეშვეობით უზრუნველყოფილია აკადემიური მხარდაჭერა. რეგულარული ლექციების გარდა, შესაძლებელია მოწვეული მკვლევრების მოკლე პრეზენტაციებზე ან სემინარებზე დასწრება. სტუდენტებს ვურჩევთ დაესწრონ აკადემიური პერსონალის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრას. ასევე, მიზანშეწონილია სტუდენტებმა ჩაატარონ პრეზენტაციები საკუთარი ჯგუფისთვის. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს საქართველოს უნივერსიტეტში. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
EDUC5111E | განათლების ლიდერობა და მართვა | 6 | 1 |
EDUC5112E | განათლების პოლიტიკა და გლობალიზაცია | 6 | 1 |
EDUC5113E | კვლევის მეთოდები და დიზაინი | 6 | 1 |
EDUC5114E | განათლების სამართლებრივი ასპექტები | 6 | 1 |
EDUC5115E | ინკლუზიური განათლება | 6 | 1 |
EDUC5211E | ადამიანური რესურსების მართვა განათლებაში | 6 | 2 |
EDUC5212E | სწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები | 6 | 2 |
EDUC5213E | კურიკულუმის განვითარება | 6 | 2 |
EDUC6111E | განათლების დაფინანსება | 6 | 3 |
EDUC6112E | კონფლიქტის მართვა განათლებაში | 6 | 3 |
EDUC6113E | ხარისხის უზრუნველყოფა | 6 | 3 |
EDUC6211E | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 96 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
EDUC 5252 | ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში (ტექნოლოგიებით გამდიდრებული საგანმანათლებლო დაწესებულება) | 6 | |
EDUC5221E | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | |
EDUC5215E | განათლების ფილოსოფია | 6 | |
EDUC5216E | განათლების სოციოლოგია | 6 | |
EDUC5217E | კლასის მართვა | 6 | |
EDUC5218E | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 6 | |
EDUC5219E | ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში | 6 | |
EDUC5220E | პრაქტიკა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 48 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |