პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი: ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს თანამედროვე, მულტიდისციპლინური თეორიული ცოდნის, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების მქონე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომლებსაც ექნებათ გააზრებული ბიზნეს საქმიანობის ეთიკური ნორმების დაცვით განხორციელების და სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს აქტივობების სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მოამზადოს დამოუკიდებელი კვლევითი და შემოქმედებითი უნარების მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება ბიზნესის მართვის თეორიებისა და პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნა და მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციური სფეროების საქმიანობების განხორციელების პრაქტიკული უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციურ განყოფილებებში და სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში მაღალი რგოლის მენეჯერების პოზიციაზე. ასევე, შექმნან და ეფექტიანად მართონ საკუთარი კომპანიები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში გადაწყვეტილების მისაღებად ეკონომიკური თეორიებისა და პრინციპების მმართველობითი ასპექტების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • მათემატიკური და სტატისტიკური მოდელების ცოდნა პროგნოზირებასთან, წარმოების დაგეგმვასთან, ოპტიმიზაციის სტრატეგიებთან დაკავშირებული ბიზნესის ადმინისტრირების პრობლემების გადასაჭრელად;
    • ორგანიზაციის და გარემოს კრიტიკული ანალიზის მეთოდების და ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობათა შეფასების მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • სტრატეგიის ფორმულერებასთან, სტრატეგიული მიზნების განვითარებასთან და რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებული მეთოდებისა და ტექნიკების სისტემური ცოდნა;
    • ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის პროცესის ოპტიმიზაციის თეორიული ასპექტების სიღრმისეული ცოდნა;
    • დანახართა კლასიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის პრობლემებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის, ბიუჯეტირების სიღრმისეული ცოდნა;
    • გაცნობიერებული ფირმის საქმიანობის შესაფასებელი ფინანსური კოეფიციენტები;
    • მარკეტინგის კონცეფციისა და მარკეტინგის სფეროს შესახებ სიღრმისეული ცოდნა, ისევე, როგორც მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზების სხვადასხვა ფილოსოფიის შესახებ;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მულტიდისციპლინურ და გაუთვალისწინებელ გარემოში ქცევის ეკონომიკური მოდელების შემუშავების უნარი კომპლექსური ბიზნეს-პრობლემების გადასაჭრელად სპეციფიკური კვლევითი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების გზით;
    • სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების, ბიზნეს გეგმის შექმნის, რესურსების ალოკაციისა და საოპერაციო გეგმის შემუშავების უნარი;
    • სტრატეგიული გეგმის დამოუკიდებლად შემუშავების უნარი რესურების განაწილებისა და ყველა ფუნქციური დეპარტამენტის აქტივობათა დაგეგმვის გათვალისწინებით
    • მარკეტინგული და სხვა სახის კვლევის დამოუკიდელად განხორციელების უნარი თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
    • კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავებისა და სტატისტიკური მახასიათებლების დადგენის უნარი;
    • სპეციფიკურ და გაუთვალისწინებელ მარკეტინგულ გარემოში კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად კრეატიული გზების მოძიების უნარი;
    • ფინანსური აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი კონკრეტული სამეურნეო ოპერაციების შესაბამისად;
    • შედეგების შესაფასებლად კოეფიციენტების გამოთვლის უნარი;
    • სპეციფიკური ბიზნეს აქტივობების შესაბამისად დანახარჯთა აღრიცხვის წარმოების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • კვლევის შედეგად მიღებული კომპლექსური და ხშირად არასრული რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • მარკეტინგული და სხვა კვლევების შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით გარემოსა და საბაზრო ძალების ანალიზის, კონკურენტების შეფასებისა და კომპანიის სიძლიერეების თუ სისუსტეების, შესაძლებლობების თუ საფრთხეების გაანალიზების უნარი;
    • ფინანსური ანგარიშების ანალიზისა და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი იდეების წერილობით ან ზეპირად სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით წარდგენის უნარი;
    • კვლევის მეთოდების, მოდელებისა და დაშვებების, შერჩევის მეთოდების უპირატესობების აღწერის უნარი;
    • კვლევითი ნაშრომის წარდგენის უნარი აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი პროფესიული ინტერესების ინდეტიფიცირების, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების, ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებათა დაგეგმვის უნარი, რომელიც საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად განსაზღვროს, რა მიმართულებით გააგრძელებს პროფესიულ განვითარებას და სტრატეგიულად დაგეგმოს სწავლის პროცესის მომდევნო ეტაპი;
    • სწავლის დამოუკიდებლად გაგრძელების უნარი პროფესიული ლიტერატურის, აკადემიური ჟურნალებისა და საგაზეთო სტატიების გამოყენებით;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გააზრებული სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს აქტივობების სოციალური პასუხისმგებლობა და მათი კონტრიბუცია დარგის განვითარებაში
    • გააზრებული ბიზნესის განხორციელების ეთიკური ნორმების დაცვით განხორციელების მნიშვნელობა ინდივიდუალური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-31-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 38-12
    პროგრამის დეტალები: ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 72 ECTS და 48 ECTS დაგროვებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ECON0511მენეჯერული ეკონომიკა6 1
    FINA0511ფინანსური აღრიცხვა6 1
    MGMT0511ოპერაციათა მენეჯმენტი6 1
    MKTG0511მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    STAT0511ბიზნეს სტატისტიკა6 1
    ACCT0521მმართველობითი აღრიცხვა6 2
    MGMT0611სტრატეგიული მენეჯმენტი6 2
    BUSN6200სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    72

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN0515ბიზნეს ეთიკა6
    BUSN0521ბიზნეს-კომუნიკაციები6
    ECON6110საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა6
    FINA0521ფინანსების მენეჯმენტი6
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციები6
    MGMT0521ორგანიზაციული ქცევა6
    MGMT0620საერთაშორისო ბიზნესი6
    ADVM5210რეკლამა6
    BUSN7779ქეისების შესწავლა6
    COMM0511საზოგადოებასთან ურთიერთობა6
    FINA0611ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ტექნიკა6
    INFO0277გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    MGMT0612ადამიანური რესურსების მართვა6
    MGMT0613პროექტის მენეჯმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    96









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი