პროგრამა: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და რეკლამის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად კვლევის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი. კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ ბიზნეს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდინგის, რეკლამის მიმართულებით კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვან/მენეჯერულ თანამდებობაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქციული ლექციები
  • პრაქტიკული დავალებები
  • როლური თამაშები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • თემების დაწერა
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრეზენტაციისწარდგენა
  • დისკუსიები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია-სემინარები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიზუალური ლექციები
  • დებატები
  • გუნდური მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის სტრატეგიული გეგმების განსაზღვრის და შემუშავების თავისებურებების ცოდნა;
    • სოციოლოგიური კვლევის მეთოდების (მათ შორის ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუსჯგუფები, კონტენტ ანალიზი) სიღრმისეული ცოდნა;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის ძირითადი ტაქტიკური მიდგომების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • თანამედროვე მარკეტინგული მიდგომებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა;
    • გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის მნიშვნელობა, რაც დაეხმარებათ ორგანიზაციის, თუ ქვეყნის დონეზე არსებული პროფესიული პრობლემების გადაწყვეტაში;
    • 4 - განზომილებიანი ბრენდინგის ღრმა და სისტემური ცოდნა
    • გაცნობიერებული ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების როლი კომპანიებში, რაც კომპანიაში მარკეტინგულ, ბრენდის, პრომოუშენის ცალკეული პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვის თავისებურებების, აუდიტორიისა და ბაზრის სეგმენტაციის და პოზიციონირების, ქცევითი, დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული, გეოდემოგრაფიული სეგმენტაციის საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიისთვის კომპონენტების განსაზღვრის შესაძლებლობებისა და თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის ტრადიციული რეკლამა, ტრადიციული პრომოუშენი, არატრადიციული მედია, სპონსორობა, მოვლენათა მარკეტინგი, პროდუქტის განთავსება, შეფუთვა, სავაჭრო გამოფენება, პერსონალური გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, BUZZ მარკეტინგი
    • მესიჯების განსაზღვრის თავისებურებები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის, მათ შორის, კრეატიული ბრიფის მომზადების თავისებურებები
    • მასობრივი კომუნიკაციების თეორიების 4 ერის ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის მასობრივი საზოგადოებისა და მასობრივი კულტურის ერა, ასევე, მედია ინდუსტრიების აღმოცენების თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • მასმედიის განვითარებისა და დაღმასვლის ციკლების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • პროპაგანდის ეპოქაში მედია თეორიის აღმოცენების თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა, ასევე, ლასველის პროპაგანდისტული თეორიის, ვალტერ ლიპმანის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თეორიის ღრმა და სისტემური ცოდნა
    • საცალო და ორგანიზაციული მყიდველობითი ქცევის ღრმა ცოდნა;
    • მედია მესიჯების განსაზღვრის თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • პროდუქტისადასერვისისშეძენისსხვადასხვასტადიების (პრობლემისგამოვლენა, ინფორმაციისმოძიებადაწყაროებისშერჩევა, მენტალურიაღრიცხვა, ალტერნატივებისშეფასებადაარჩევა, პროდუქტისშესყიდვისშესახებგადაწყვეტილებისმიღება) სიღრმისეულიცოდნა
    • სიღრმისეულადგაცნობიერებულიმომხმარებელთამოტივაციისმნიშვნელობაცალკეულიმარკეტინგულიპრობლემებისგადაწყვეტისმიზნით
    • სარეკლამო კამპანიებში ფერის, ვიზუალის, ტოპოგრაფიისა, დიზაინისპროცესის თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • ღრმა და სისტემური ცოდნა საზოგადოებასთან ურთიერთობის არსის შესახებ
    • ღრმა და სისტემური ცოდნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების დინამიკის შესახებ
    • სტრატეგიული დაგეგმარების თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • მედია დაგეგმარების თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    • გაცნობიერებული მედიის, რეკლამისა და მომხმარებლებს შორის ურთიერთკავშირი, რაც მედია დაგეგმარების ცალკეული პრობლემების გადაჭრის საშუალებას მისცემს
    • მედია რეიტინგების გაზომვის ძირითადი საშუალებების, მათ შორის, ნილსენის სატელევიზიო რეიტინგის, არბიტრონის რადიო რეიტინგების, ჟურნალების და გაზეთების, ინტერნეტის, გარე რეკლამის რეიტინგების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და სარეკლამო სტრატეგიის და ტაქტიკის მულტიდისციპლინურ გარემოში განსაზღვრისა და განხორციელების უნარ–ჩვევები;
    • დამოუკიდებლად კვლევის წარმოების უნარი თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის კუთხით ინოვაციური, შემოქმედებითი და ორიგინალური მიდგომების შემუშავების და განხორციელების უნარი;
    • მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან თანმიმდევრულად გაუთვალისწინებელი გარემოს გათვალისწინებით სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის უნარი;
    • სტრატეგიული მესიჯის ჩამოყალიბების, განვითარების და გავრცელების უნარი;
    • კლიენტზე ორიენტირებული სარეკლამო პროდუქტების შექმნისუნარი;
    • სტრატეგიული და ტაქტიკური კამპანიების შემუშავების და განხორციელების უნარი;
    • ბრენდის სტრატეგიული მართვის უნარი;
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის დამოუკიდებლად შემუშავებისა და განხორციელების უნარი
    • ბაზრის დამოუკიდებლად კვლევის უნარი
    • ბრენდის კაპიტალის შექმნისა და მართვის უნარი;
    • ცვალებად და მულტიდისციპლინურ გარემოში მომხმარებელზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად ახალი და ორიგინალური გზების ძიების უნარი
    • კვლევითი ინსტრუმენტების (კითხვარი, გზამკვლევი) შემუშავების უნარი
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმისთვის ბიუჯეტის დამოუკიდებლად შემუშავების უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და სარეკლამო კამპანიის სწორი მენეჯმენტის განხორციელების მიზნით მისი ფუნქციების კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • სოციოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით სარეკლამო ბაზრის კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის უნარი
    • სარეკლამო ან საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის პროცესებთან მიმართებაში რთულ და არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არგუმენტირებული დასკვნის მიღების და ამ გადაწყვეტილების შეფასებისუნარი;
    • ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.
    • მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
    • მომხმარებლებსა და მათ გადაწყვეტილებებზე სამომხმარებლო გარემოს გავლენის შესახებ მოძიებული უახლესი ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი
    • ბრენდის აუდიტის უნარი
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიისთვის საჭირო კომპონენტების, მათ შორის ტრადიციული რეკლამა, ტრადიციული პრომოუშენი, არატრადიციული მედია, სპონსორობა, მოვლენათა მარკეტინგი, პროდუქტის განთავსება, კრიტიკული შეფასების, ინოვაციური სინთეზისა და განსაზღვრის უნარი
    • ეფექტური ინტეგრირებული კომუნიკაციების ბარიერების, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შესაძლებლობების კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული საზოგადოებისთვის, კერძოდ ჟურნალისტური მედიისთვის წერითი კომუნიკაციის უნარი, ისეთი დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის ნიუს რელიზები, ბიოგრაფიული ნარატივები .

     

    • პროფესიული საზოგადოებისთვის, კერძოდ ორგანიზაციული მედიისთვის წერითი კომუნიკაციის უნარი, ფლაერების, ბროშურების, ნიუსლეთერების გამოყენებით
    • კრეატიული ბრიფის წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე პროფესიულ საზოგადოებასთან, მათ შორის დიზაინერებთან, სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებთან
    • ბეჭდური, რადიო, სატელევიზიო მედიისთვის მედია მესიჯების ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვის თავისებურებების შესახებ კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან
    • მასმედიის განვითარებისა და დაღმასვლის, მასობრივი კომუნიკაციის ნორმატიული თეორიების ციკლების, შეზღუდული-ეფექტების,ინფორმაციისა და გავლენის ორ ეტაპობრივი მოდელის თეორიის, ლაზარფელდის მოდელის  შესახებ კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ წრეებთან
    • მომხმარებელთა პრეფერენციების კვლევის შედეგებისა და დასკვნების კომუნიკაციის უნარი პროფესიულ და აკადემიურ წრეებთან აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;
    • რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე განხორციელებული კვლევის შედეგების კომუნიკაციის უნარი პროფესიულ და აკადემიურ წრეებთან აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სამეცნიერო -პროფესიული ლიტერატურის და წყაროების გამოყენებით, დამოუკიდებლად სწავლის და განვითარების უნარი;
    • საჭიროებიდან გამომდინარე სადოქტორო საფეხურზე სწავლის დაგეგმვის უნარი;
    • მარკეტინგული კვლევის გასანხორციელებლად საკუთარის წავლის პროცესის სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი;
    • მარკეტინგის მენეჯმენტის ძირითადი ასპექტების გამოყოფის და სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებისა და დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
    • რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებისა და დამატებით აქტუალური საკითხების დამოუკიდებლად დამუშავების უნარი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური მასალების გამოყენებით
    • სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • გათავისებული რეკლამის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული საქმიანობის წარმართვისას ორგანიზაციის კონკურენტებთან და მომხმარებლებთან მიმართებაში არსებული ეთიკური, ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის საჭიროება და აუცილებლობა

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-20-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 09-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 02-15-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი რეკლამასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. პროგრამის ძირითადი საგნები შეადგენს 96 კრედიტს, პროგრამის ასარჩევი საგნებიდან კი სტუდენტმა უნდა დააგროვოს 24 კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM5130კომუნიკაციის თეორიები6 1
    MKTG5110მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    MKTG5210მომხმარებელთა ქცევა6 1
    SOCL5210სოციოლოგიური კვლევები6 1
    ADVM5215რეკლამა6 2
    COMM5111საზოგადოებასთან ურთიერთობა6 2
    ADVM5110მედია მესიჯები და მათი გამოყენების ტექნიკა6 3
    ADVM5230რეკლამის სტრატეგია6 3
    COMM5140მედია დაგეგმარება და გაყიდვები6 3
    COMM5220საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა6 3
    COMM6111ბრენდის სტრატეგიული მართვა6 3
    COMM6215სამაგისტრო ნაშრომი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და რეკლამაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდისაგანიკრედიტი
    COMM6130მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია6
    COMM6155ონლაინ კომუნიკაციები6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა6
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6
    COMM5135ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია6
    COMM5210საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების კვლევა6
    COMM5230გლობალური მარკეტინგი და რეკლამა6
    COMM5235რეკლამის ფსიქოლოგია6
    COMM5240რეკლამის კვლევა6
    COMM6120კრიზისული სიტუაციების მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობაში6

    კრედიტების ჯამი:

    66









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი