eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და რეკლამის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად კვლევის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი. კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ ბიზნეს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდინგის, რეკლამის მიმართულებით კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვან/მენეჯერულ თანამდებობაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქციული ლექციები
  • პრაქტიკული დავალებები
  • როლური თამაშები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • თემების დაწერა
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრეზენტაციისწარდგენა
  • დისკუსიები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია-სემინარები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიზუალური ლექციები
  • დებატები
  • გუნდური მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის სტრატეგიული გეგმების განსაზღვრის და შემუშავების, ასევე, ე.წ. ქოფირაითინგის თავისებურებების ცოდნა;
    • სოციოლოგიური კვლევის მეთოდების (მათ შორის ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუსჯგუფები, კონტენტ ანალიზი) სიღრმისეული ცოდნა;
    • ბრენდის სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის, ასევე, 4 - განზომილებიანი ბრენდინგის ღრმა და სისტემური ცოდნა
    • მასმედიის განვითარებისა და დაღმასვლის ციკლების, პროპაგანდის ეპოქაში მედია თეორიის აღმოცენების თავისებურებების ღრმა და სისტემური ცოდნა, ასევე, ლასველის პროპაგანდისტული თეორიის, ვალტერ ლიპმანის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თეორიის, მასობრივი კომუნიკაციების თეორიების 4 ერის ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის მასობრივი საზოგადოებისა და მასობრივი კულტურის ერა, ასევე, მედია ინდუსტრიების აღმოცენების თავისებურებებისღრმა და სისტემური ცოდნა
    • საცალო და ორგანიზაციული სამომხმარებლო ქცევის, კერძოდ, პროდუქტისა და მომსახურების შეძენის სხვადასხვა სტადიის (პრობლემისგამოვლენა, ინფორმაციისმოძიებადაწყაროებისშერჩევა, მენტალურიაღრიცხვა, ალტერნატივებისშეფასებადაარჩევა, პროდუქტის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება)  ღრმა ცოდნა;
    • მედია რეიტინგების გაზომვის ძირითადი საშუალებების, მათ შორის, ნილსენის სატელევიზიო რეიტინგის, არბიტრონის რადიო რეიტინგების, ჟურნალების და გაზეთების, ინტერნეტის, გარე რეკლამის რეიტინგების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა

  • უნარი
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის და სარეკლამო სტრატეგიის და ტაქტიკის მულტიდისციპლინურ გარემოში განსაზღვრის, განხორციელების, შემუშავებული სტრატეგიის წარდგენის და ასევე, სტრატეგიების გაანალიზება-შეფასების უნარ–ჩვევები;
    • დამოუკიდებლად კვლევის წარმოების უნარი თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით;
    • ბრენდის სტრატეგიული მართვის, ბრენდის კონცეფციის, ელემენტების და საკომუნიკაციო კომპონენტის შეფასების უნარი უნარი;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • გათავისებული ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიული პასუხისმგებლობები, როგორიცაა კვლევის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერება, რეკლამის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული საქმიანობის წარმართვისას ორგანიზაციის კონკურენტებთან და მომხმარებლებთან მიმართებაში არსებული ეთიკური ნორმები
    • მუდმივი პროფესიული ზრდის მიზნით ავტონომიურად სამეცნიერო კვლევებზე მუშაობის და სხვათა მიერ განხორციელებული კვლევებისა და სამეცნიერო სტატიების დამუშავება
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-20-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 09-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 02-15-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 06-16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი რეკლამასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. პროგრამის ძირითადი საგნები შეადგენს 96 კრედიტს, პროგრამის ასარჩევი საგნებიდან კი სტუდენტმა უნდა დააგროვოს 24 კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM5130კომუნიკაციის თეორიები6 1
    MKTG5110მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    MKTG5210მომხმარებელთა ქცევა6 1
    SOCL5210სოციოლოგიური კვლევები6 1
    ADVM5215რეკლამა6 2
    COMM5111საზოგადოებასთან ურთიერთობა6 2
    ADVM5110მედია მესიჯები და მათი გამოყენების ტექნიკა6 3
    ADVM5230რეკლამის სტრატეგია6 3
    COMM5140მედია დაგეგმარება და გაყიდვები6 3
    COMM5220საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა6 3
    COMM6111ბრენდის სტრატეგიული მართვა6 3
    COMM6215სამაგისტრო ნაშრომი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და რეკლამაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    COMM6130მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია6
    COMM6155ონლაინ კომუნიკაციები6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა6
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6
    COMM5135ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია6
    COMM5210საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების კვლევა6
    COMM5230გლობალური მარკეტინგი და რეკლამა6
    COMM5235რეკლამის ფსიქოლოგია6
    COMM5240რეკლამის კვლევა6
    COMM6120კრიზისული სიტუაციების მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობაში6

    კრედიტების ჯამი:

    66









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი