eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ლალი ლაზარაშვილი
ანა ხურციძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის არსებობისას; • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მიცემს იხილოს ინგლისური ენის ტესტების და სპეციალობის საგამოცდო საკითხების ნიმუშები.

პროგრამის მიზანი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და გამოუმუშავდება დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო კომპეტენციები. პროგრამა ითვალისწინებს სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის მიცემას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მონაწილეობას  სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებაში. პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, კერძო, საჯარო და/ან სისხლის სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა მისცემს საშუალებას კურსდამთავრებულს გახდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ინტერაქციული მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • გუნდური მუშაობა;
  • როლური თამაშები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან
  • ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშობის მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • სიახლეთა გარჩევა.​
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • კომპლექსური ან/და ინტერდისციპლუნური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის აუცილებელი ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნა კერძო, სისხლის და/ან საჯარო სამართლის სფეროში;
    • გაცნობიერებული სასამართლო პრაქტიკაში, დოგმატიკასა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გადაჭრის გზები;
    • ნაციონალური და/ან საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკისა და პრეცენდენტების ცოდნა;
    • სამეცნიერო კვლევის ფარგლებში, აკადემიური წერის შინაარსობრივი მოთხოვნებისა და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტექნიკური სტანდარტების ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საჯარო, კერძო და/ან სისხლის სამართლებრივი პრობლემის კომპლექსურად შეფასების და პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალური გზების შემუშავების უნარი;
    • სამართლებრივი ნორმის მოძიების, ნორმის განმარტების სხვადასხვა მეთოდების (მაგ: ახსნა-განმარტებითი მეთოდი) გამოყენებისა და დასაბუთებული შეფარდების უნარი;
      განვითარებული კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებისთვის საჭირო კომპეტენცია;
    • იურიდიული დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენის უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სასამართლო პრაქტიკის და საკანონმდებლო სფეროს სიახლეების ანალიზის და შესაბამისი დასკვნის გამოტანის უნარი;
    • მეცნიერული მიდგომების განხილვა-ანალიზის, პოზიციათა  შეფასების და დასაბუთებული დასკვნის გამოტანის უნარი;
    • კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით არსებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის, განზოგადების, სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხთა გამოკვეთის და საკუთარი აზრის არგუმენტირების უნარი;
    • საკანონმდებლო  ხარვეზების, სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნების და სამეცნიერო კვლევების არასრული ან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების შეჯერებისა და მათი სრულყოფისათვის არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისთვის იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით საკუთარი სამართლებრივად არგუმენტირებული შეხედულებების გადაცემისა და მოხსენებების გაკეთების უნარი;
    • ქართულ და ინგლისურ ენაზე ინფორმაციის (სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო ცვლილებების, მეცნიერული შეხედულებების) მოძიების უნარი;
    • უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენებითა და აკადემიური წერის პატიოსნების სტანდარტების დაცვით კვლევის შედეგის აკადემიური საზოგადებისათვის წერილობით წარდგენის უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზით, პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის მეშვეობით ცოდნის გაფართოების უნარი;
    • უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების საჭიროების/უნარის დადგენისა და სადოქტორო კვლევის წარმართვისათვის საფუძვლიანი ბაზის განვითარების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სამართლებრივი ღირებულებების ანალიზის და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ღირებულებების ფორმირებაში წვლილის შეტანის უნარი;
    • გათავისებული აკადემიური პატიოსნების ღირებულებათა კატეგორია.​
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-24-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 3
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-10-2019
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 57/19
    პროგრამის დეტალები:
    • LAWC6114 სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისთვის კომპონენტის წინაპირობაა სტუდენტის მიერ მინიმუმ 36 კრედიტის გავლა;​
    • ​LAWC8080 სამაგისტრო ნაშრომი სამართალში წინაპირობაა სტუდენტის მიერ მინიმუმ 78 კრედიტის გავლა.​

    ინგლისურ ენაზე ხორციელდება პროგრამის შემდეგი კომპონენტები: LAWC5315 იმიტირებული სასამართლო პროცესი; LAWP5255 აშშ-ის სამართლებრივი სისტემა; LAWC5125 საერთაშორისო ბიზნეს სამართალი; LAWP9090 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა შედგება: 

    1. პროგრამის ძირითადი 48 კრედიტიანი სავალდებულო კომპონენტისგან, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტს მოეთხოვება აკადემიური წერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული 6 კრედიტიანი კომპონენტის ჩაბარება და სამაგისტრო ნაშრომის შესრულება, რომელიც ფასდება 30 კრედიტით; პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით სტუდენტი სავალდებულოდ გადის 12 კრედიტიან კომპონენტს - სამართლის კლინიკას. 

    2. სამაგისტრო პროგრამის შემადგენელ დანარჩენ 72 კრედიტს სტუდენტი ირჩევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWC5420აკადემიური წერა - კვლევის მეთოდები6 3
    LAWC6114სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისთვის12 3
    LAWC8080სამაგისტრო ნაშრომი სამართალში30 4

    კრედიტების ჯამი:

    48

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BLCH5118კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია6
    LAWC5125საერთაშორისო ბიზნეს სამართალი6
    LAWC5131კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის6
    LAWC5170სანივთო სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5210ზოგადი ვალდებულებითი სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5331მტკიცებითი სამართალი6
    LAWC5340შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი6
    LAWCR5120დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWCR5126მოწმის დაკითხვის მეთოდები სისხლის სამართლის პროცესში6
    LAWCR5140შედარებითი სისხლის სამართლის პროცესი6
    LAWCR5150ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWCR5330ევროპული სისხლის სამართალი და ლისაბონის ხელშეკრულება6
    LAWCR6120ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში6
    LAWCR6140სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა6
    LAWCR6160გამოძიების საფუძვლები6
    LAWP 5260შედარებითი კონსტიტუციური სამართალი6
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6
    LAWP5255აშშ-ის სამართლებრივი სისტემა6
    LAWP5310იურიდიულ პროფესიათა ეთიკა6
    LAWP5470განათლების სამართალი6
    LAWP5490საკუთრების კონსტიტუციურ–სამართლებრივი საფუძვლები6
    LAWPA5340საგადასახადო სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5140კორპორაციული მართვა6
    LAWC5220საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი და სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5250ფასიანი ქაღალდების სამართალი6
    LAWC5310სახელშეკრულებო სამართლის სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5320სადაზღვევო დავების გადაწყვეტა6
    LAWC5370საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი6
    LAWC5390კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5410მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი6
    LAWC5510ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში6
    LAWC5521კონსტიტუციური კონტროლის სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ6
    LAWC5522ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება6
    LAWCR5210ქონებრივი და სხვა დანაშაულების სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWCR5220საერთაშორისო სისხლის სამართალი (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების იურისდიქცია)6
    LAWP5460სამოხელეო სამართალი6
    LAWP5510პოლიტიკური პარტიების სამართალი6
    LAWPA5220ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5230სასარჩელო წარმოების თავისებურებები სამოქალაქო საპროცესო სამართალში6
    LAWC5270ევროპის კავშირის შრომის სამართალი6
    LAWC5315სამედიცინო სამართალი6
    LAWC5316იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის18
    LAWP9090მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია6

    კრედიტების ჯამი:

    276









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    მატერიალური რესურსები

    ადამიანური რესურსები


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2019 საქართველოს უნივერსიტეტი