პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: თამარ ლობჯანიძე
ვასილ ტყეშელაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდას და, შესაბამისად, გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის შესახებ ადგილობრივ, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე, ის შეძლებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების შემუშავებას, განხორციელების ხელშეწყობასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საჯარო ორგანიზაციებში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებებზე ორიენტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებში მენეჯერის/ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ მკვლევარის შესაბამის პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: • ლექცია-სემინარები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტირების მეთოდი
• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
• ინტერაქტიულ მეცადინეობები
• სიტუაციური ამოცანები
• სიახლეთა გარჩევა
• მცირე კვლევების ჩატარება
• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
• მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება
• კრიტიკული ანალიზი
• დისკუსია
• ჯგუფური დავალებები
• პროექტები
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
• თემების დაწერა
• პრეზენტაციების წარდგენა
• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• დებატები
• ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ღრმა, სისტემური ცოდნა, გააცნობიერებს მათ ურთიერთმიმართების როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ კავშირებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროებში პრობლემების გადაჭრის გზებს, მართვის ორიგინალურ იდეებსა და კომპლექსურ მექანიზმებს,
    • გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობის, მისი დეტერმინანტების, რეგიონების, ქვეყნებისა და ლოკალური არეალების დონეებზე კომპექსური მახასიათებლების შესახებ ცოდნა და გაცნობიერებული ცვლილებათა საჭიროებანი,
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების პაციენტზე, მიზნობრივ ჯგუფებსა და პოპულაციაზე ორიენტაციისა და პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ცოდნა;
    • ადმინისტრაციული ურთიერთობების სპეციფიკის, მმართველობის ცნებისა და ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური უფლებამოსილებების პრინციპებისა და მენეჯერული ეკონომიკის სფეროს სისტემური ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირების პროცესებში ჩართვისა და შემუშავების უნარი;
    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებში, საზოგადოებრივი, შერეული და ინდივიდუალური ჯანმრთლეობის დაცვის სერვისების ფორმირება–მიწოდებაში, ჯანმრთელობის დეტერმინანატების არაკეთილსაიმედო ზეგავლენის და სხვა კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად კვლევისა და იდენტიფიკაციის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
    • ახალ და მულტიდისციპლინურ გარემოში, ახალი ჯანდაცვითი პროექტების შემუშებისა და მართვის უნარი;
    • დამოუკიდებლად გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევისა და კონტროლის უნარი;
    • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საჭირო ადამიანური რესურსების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარი;
    • საერთაშორისო და გლობალურ ჯანმრთელობის სფეროებში (აივ/ინფექცია შიდსი, წამალთდამოკიდებულება, თამბაქოს მწეველობა, ტრავმტიზმი, ინფექციური დაავადებების გავრცელება–მართვა და სხვა) უახლეს მიღწევების ქვეყნის პოლიტიკაში ასახვისა და ინტეგრირების უნარი;
    • ახალ, გაუთვალისწინებელ გარემოში რეგრესიული მოდელების საშუალებით მოთხოვნის დამოუკიდებლად პროგნოზირების, აგრეთვე ადმინისტრაციული სფეროს ფარგლებში საჯარო–სამართლებრივი ხელშეკრულებების გამოყენების უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ლიტერატურული წყაროსა და მონაცემების კრიტიკულად შეფასების უნარი;
    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხების კრიტიკული ანალიზისა და უახლესი ინფორმაციების ანალიზის უნარი;
    • მონაცემთა და ინფორმაციის სისტემატიზაციის, კრიტიკული ანალიზის, რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასების გზით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღების უნარი;
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ თუ კერძო საკითხებზე კომპლექსური და რიგ შემთხვევებში არასრული მონაცემების (ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვითი და მმართველობითი) კრიტიკული ანალიზის საშუალებით მტკიცებულებზე დაფუძნებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ თუ ქვეყნის დონეზე არსებულ უახლეს მონაცემთა საფუძველზე ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი
    • ასიმეტრიული ინფორმაციის ეკონომიკურ საქმიანობაზე გავლენის კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმების შედარებით-სამართლებრივი ანალიზის უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საქართველოს და საერთაშორისო როგორც აკადემიურ, ასევე ჯანდაცვის დარგში მომუშავე პროფესიონალურ წრეებში საკუთარი იდეების, კვლევის მეთოდების, დასკვნებისა და არგუმენტების ზეპირსიტყვიერად, წერილობით ( რეფერატების, სტატიების და სხვა), წარდგენის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული უახლესი თემატური საკითხების დამოუკიდებლად გარჩევისა და სწავლის უნარი,
    • უნარი, ცოდნის განახლებისა და უწყვეტი განათლების მიზნით, სტრატეგიულად დაგეგმოს სასწავლო პროცესი და დარგობრივი სასწავლო მიმართულებები,

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო სერვისების მიწოდებისას მოთხოვნილი ღირებულებებისადმი ( ეთნიკური, გენდერული და რასობრივი თანასწორობის, პროფესიული ეთიკური კოდექსის, პაციენტის უფლებების დაცვა) საკუთარი და სხვისი დამოკიდებულების შეფასების უნარი;
    • ·  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აღიარებული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი  ახალი  სტანდარტების შემუშავების,  გარემოს ფორმირებისა და მონიტორინგის გზით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-09-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 12-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-29-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 36-14
    პროგრამის დეტალები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებსა და პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს სასკოლო საგნებს– 24 ECTS ; პროგრამის ძირითად საგნებს– 66 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება- 30 ECTS), განსაზღვრულ და არჩევით საგნებს–30 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 102 ECTS -დან.

    სკოლის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6 1
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6 1
    PHMA5220ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა6 2
    PHMA6150ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი6 2

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6 1
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6 1
    PHMA5240ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები6 1
    PHMA5120ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა6 2
    PHMA5230გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა6 2
    PHMA5250სოციალურად საშიში და მნიშვნელოვანი დაავადებების მართვა6 2
    PHMA6230სამაგისტრო ნაშრომი საზოგადოებრივ ჯანრმთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    66

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 30 კრედიტი
    კოდისაგანიკრედიტი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6
    HELM5220სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება6
    HELM6120ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში6
    HELM6130თანამედროვე საავადმყოფოების მართვა6
    HELM6150სამედიცინო პრაქტიკის ადმინისტრირება6
    HELM6161საზოგადოებრივი ჯანდაცვითი სერვისების დაგეგმვა და მარკეტინგი6
    HELM6170ხანგრძლივი მეთვალყურეობის ადმინისტრირება6
    HELM6180ოპერაციათა მენეჯმენტი ჯანდაცვაში6
    HLAW6250ჯანმრთელობის დაცვა, ადვოკატობა6
    HPOL6210ჯანდაცვის პოლიტიკა–გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობა6
    PHMA6110ჯანდაცვითი პროგრამების ფორმირება, მართვა, მონიტორინგი, შეფასება6
    PHMA6120ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების ცვლილება6
    PHMA6140სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემები და მართვა6
    PHMA6160სოციალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების მართვა6
    PHMA6170ადამიანის სხეულის აგებულება და სამედიცინო ტერმინოლოგია6
    PUBL6220საჯარო პოლიტიკის ანალიზი6
    PUBL6230სოციალური პოლიტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    102









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი