eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი (MA in English Philology)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი და წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2+/C1 დონით). სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ენა ქართულია, თუმცა მოიცავს ინგლისური ენის კომპონენტს (რიგი სასწავლო დისციპლინების მუშაობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე).
პროგრამის მიზანი: სამაგისტრო პროგრამის მიზანია ინგლისური ფილოლოგიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მარაგი, რომელსაც უქმნის პროგრამა კურსდამთავრებულებს, უზრუნველყოფს მათ მაღალ კომპეტენციას როგორც ენის ფილოლოგიურ, ისე გამოყენებით ასპექტებში. პროგრამა მიზნად ისახავს იმ ტიპის პროფესიონალის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობა, ფილოლოგიური მოღვაწეობის სპეციფიკა და ის მოთხოვნები, რომლესაც ენის სპეციალისტებს უყენებს თანამედროვე ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზარი. ამ მოთხოვნათა საპასუხოდ, სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ფილოლოგებს, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას კულტურათა დიალოგისა და საქართველოს ინგლისურენოვან ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესში. პროგრამა ორიენტირებულია მაგისტრანტისათვის ლინგვისტიკის ღრმა და სისტემური ცოდნის შექმნაზე, დამოუკიდებელი კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის (პროფესიული კომუნიკაციისათვის) რელევანტური დარგობრივი კომპეტენციებისა და უნარების ფორმირებაზე. პროგრამაში ინტეგრირებული პროფესიული კომუნიკაციის უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე ორიენტირებული საგნები მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა კომპეტენციასა და ზრდის აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულთა წარმატების შანსებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ლექცია - სემინარი;
  • წერითი მუშაობა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • პროექტების მომზადება;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • სისტემისა და ანთროპოცენტრისტულ პარადიგმათა სახეობების საფუძვლიანი ცოდნა;  
    • გაცნობიერებული ლინგვისტიკის ცალკეულ დარგებს შორის (კოგნიტური ლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა) არსებული მიმართება;
    • გაცნობიერებული სფეროსათვის რელევანტური მეთოდების, პრინციპებისა და კრიტერიუმების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება; ინდუქცია, დედუქცია; ქცევის კულტურულ კონტექსტში შეფასების კრიტერიუმები; შეტყობინების შინაარსის რელევანტურობის კრიტერიუმები, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, სიტყვის სემანტიკური სტრუქტურის ანალიზის მეთოდი, ენის ლექსიკურ–სემანტიკური სისტემის სტრუქტურირების მეთოდები, ისტორიულ–შედარებითი მეთოდი, ტექსტში ძირითადი ინფორმაციის განსაზღვრის ფორმალური, ანკეტური და ასპექტური მეთოდები, ტექსტის კომპრესიის მეთოდი), მიდგომების (იმანენტური, არაიმანენტური), კონცეფციების (ინსტრუმენტული, არაინსტრუმენტალური, სემიოტიკური, არასემიოტიკური, ენის ენერგეტიკული კონცეფციის)  თავისებურებები;
    • კომუნიკაციის აქსიომებისა და კანონების (უკუკავშირის განმსაზღვრელი ფაქტორები, მინიმალური საფუძვლის კანონი, კომუნიკაციური სისტემის ჰეტეროგენულობის კანონი და ა.შ.) ღრმა ცოდნა;
    • კონტრასტივიკის მეთოდებისა და პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • სამყაროს ენობრივი სურათის, როგორც სინამდვილის ასახვის ერთიანი სისტემის თავისებურებათა ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • გააზრებული ინგლისური და ქართული ენების ლექსიკურ-სემანტიკური სისტემისა და კონცეპტუალური სფეროს თავისებურებები;
    • ეროვნებას, ენასა და კულტურას შორის არსებულ მიმართებათა ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
    • გააზრებული ენის როლის თავისებურება შემეცნებისა და კულტურის აგების პროცესში;
    • ენასა და საზრისს შორის არსებული კავშირის, ენისა და კულტურის ანამნეზურობის არსის ღრმა ცოდნა;
    • გაცნობიერებული აცენტრიზმისა და კულტუროცენტრიზმის, როგორც თანამედროვე აზროვნების ტენდენციათა თავისებურებები;
    • ტექსტის გრამატიკული, სინტაქსური და სტილისტიკური, ფილოსოფიურ-ჰერმენევტიკული, ლიტერატურათმცოდნეობითი და ინტეგრაციული ინტერპრეტაციის თავისებურებათა ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
    • გააზრებული სხვადასხვა ტიპის (ფაქტოგრაფიული, კონცეპტუალური მიმოხილვით-ანალიტიკური) ინფორმაციის თავისებურება;
    • გააზრებული წერითი და ზეპირი ბიზნესკომუნიკაციის ეფექტურობის განმსაზღვრელ ფაქტორთა თავისებურებები (შეტყობინების არქიტექტონიკური და ენობრივი მახასიათებლები, სტილის ადეკვატურობა და შეტყობინების ინფორმაციულობა);
    • საქმიანი ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის (C2) რელევანტური ლექსიკური მარაგისა და სინტაქსური კონსტრუქციების, პროფესიულ–დარგობრივი ენის ტერმინოსისტემის თავისებურებათა საფუძვლიანი ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ახალ, გაუთვალისწინებელ მულტიდისციპლინურ და მულტილინგვალურ გარემოში ადეკვატური კომუნიკაციური ქმედების უნარი, რასაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, კომუნიკაციის ცნების არსის გათვალისწინება ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და კულტუროლოგიაში, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა კულტურებისა და ენებისათვის დამახასიათებელი „სამყაროს სურათის“ თავისებურებათა პატივისცემა;
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და კრეიტერიუმების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება; ინდუქცია, დედუქცია; ქცევის კულტურულ კონტექსტში შეფასების კრიტერიუმები; შეტყობინების შინაარსის რელევანტურობის კრიტერიუმები; ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, სიტყვის სემანტიკური სტრუქტურის ანალიზის მეთოდი, ენის ლექსიკურ–სემანტიკური სისტემის სტრუქტურირების მეთოდები, ისტორიულ–შედარებითი მეთოდი,  ტექსტში ძირითადი ინფორმაციის განსაზღვრის ფორმალური, ანკეტური და ასპექტური მეთოდები, ტექსტის კომპრესიის მეთოდი) გამოყენებით;
    • პრობლემების გადაჭრის ახალი, ორიგინალური გზების იდენტიფიცირების და სხვადასხვა ტიპის სირთულეთა (საკვლევი სფეროს კომპლექსურობა, გარემოს დინამიურობა და ა.შ.) დაძლევის უნარი, კონკრეტული სიტუაციისათვის გადაწყვეტილების ადეკვატური ტიპის შერჩევის გზით;
    • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • საქმიანი ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის რელევანტური ენობრივი კომპეტენციის დემონსტრირების უნარი, რაც გულისხმობს პროფესიულ–დარგობრივი თემატიკის მქონე რთული წერილობითი და ზეპირი ტექსტების ადეკვატური აღქმის, პროდუცირებისა და ინტერპრეტაციის, საქმიანი ინგლისურის თავისუფლად გამოყენების უნარს;
    • ეფექტური წერილობითი და ზეპირი პრეზენტაციების ჩატარების უნარი, პრეზენტაციის არქიტექტონიკური, ენობრივი და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით;
    • საქმიანი კორესპონდენციისა (ოფიციალური და არაოფიციალური წერილი, საჩივრები და ა.შ.) და დოკუმენტაციის (ოფიციალური და არაოფიცილაური ანგარიში, კონტრაქტი და ა.შ.) შედგენის უნარი;
    • სხვადასხვა ტიპის (ინფორმაციული, ინდიკატური,  მიმოხილვით-ანალიტიკური) რეფერატის შედგენის უნარი;
    • პრობლემების გადაჭრის ახალი, ორიგინალური გზების იდენტიფიცირების უნარი სხვადასხვა ტიპის სირთულეთა (საკვლევი სფეროს კომპლექსურობა, გარემოს დინამიურობა, მოულდნელი წინააღმდეგობა, მოულოდნელი იდეები და წინადადებები, ჩიხური მდგომარეობა და ა.შ.)  დაძლევის უნარი, კონკრეტული სიტუაციისათვის გადაწყვეტილების ადეკვატური ტიპის (მსჯელობით მიღებული, რაციონალური, ინერტული, დაპროგრამებული, დაუპროგრამირებელი, კომბინირებული, სტრუქტურული, არასტანდარტული, დეტერმინატიული და ა. შ.) შერჩევის გზით;
    • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებისა და ადეკვატური კომუნიკაციური ქმედების უნარი კულტურათაშორისი პროფესიული კომუნიკაციის კონტექსტში.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • რთული და არასრული ინფორმაციის (ტექსტის) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი, რაც გულისხმობს არასრული ინფორმაციის რეკონსტრუირებას იმპლიციტური ინფორმაციის დეკოდირებისა და ქვეტექსტის იდენტიფიცირების გზით;
    • მიღებული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა ლინგვისტურ პარადიგმათა შედარება–შეპირისპირების, გაანალიზება–შეფასების უნარი შედარებისა და კონტრასტის, ინდუქციისა და დედუქციის მეთოდთა გამოყენებით;
    • თანამედროვე ლინგვისტიკის დომინანტური პარადიგმებისა (ანთროპოცენტრისტულ–კომუნიკაციური, ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმები) და წინარე პარადიგმების ინოვაციური სინთეზირების გზით ენობრივ შინაარსთა სფეროს კვლევის უნარი;
    • სხვა დარგებისათვის (ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია, კულტურული ანთროპოლოგია) რელევანტური საკითხების (ლინგვისტური დეტერმინიზმისა და რელატივიზმის, კომუნიკაციის აქსიომებისა და კანონების) სწორად გაანალიზებისა და შეფასების უნარი ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ მიდგომებზე დაყრდნობით;
    • ტექსტების ერთი რუბრიკის ქვეშ გაერთიანებისა და სხვადასხვა წყაროდან (მაგ: ონლაინ ღია-რესურსები, EBSCO Research Databases, JSTOR) მოპოვებული ინფორმაციის რეზიუმირების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის მეთოდების შედეგად მიღებული მონაცემების კომუნიკაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე;
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი;
    • მონათესავე სპეციალობების წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
    • დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების უნარი აკადემიური პატიოსნების სტანდარტების გათვალისწინებით;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და თვითგანვითარების უნარი;
    • სწავლის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგიის შერჩევისა და შერჩეული სტრატეგიის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგის უნარი საკუთარ შესაძლებლობათა და მიღწევათა ობიექტური შეფასების გზით;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების გავლის ან სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საჭიროებათა განსაზღვრის უნარი;
    • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში, სამეცნიერო ჟურნალებში, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში გაწევრიანების და მასალის დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გათავისებული აკადემიური პატიოსნების სტანდარტები;
    • ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი, პატივისცემის გრძობა განსხვავებული ენებისა და ეთნოკულტურების ღირებულებათა, როგორც  უნიკალიათა სისტემების, მიმართ;
    • მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს კულტურით დეტერმინირებული ღირებულებების შენარჩუნებაში, მონაწილეობა მიიღოს კულტურათაშორის ფასეულობათა ფორმირების პროცესში, იღვაწოს კულტურათა დიალოგის ეფექტურობის განმსაზღვრელ ახალ ღირებულებათა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დასამკვიდრებლად საერთაშორისო საზოგადოებრიობაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-06-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-16-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 55-14
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისურ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 კრედიტი, რაც გულისხმობს სასკოლო საგნების ბლოკს – 12 კრედიტი, ძირითადი სპეციალობის საგნების ბლოკს – 84 კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი), არჩევითი საგნების ბლოკს - 24 კრედიტი.

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6 3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL5120რეფერირება (ინგლისური)6 1
    ENGL5130საქმიანი ინგლისური C16 1
    LING5111ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები6 1
    ENGL5250საქმიანი ინგლისური C26 2
    LING5115ენა და კულტურა6 2
    LING5215კომუნიკაციური ლინგვისტიკა6 2
    LING5217ტექსტის ლინგვისტიკა6 2
    ENGL5260ბიზნესკომუნიკაცია (ინგლისური)6 3
    LING6115კონტრასტივიკა6 3
    ENGL6110სამაგისტრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    84

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    COMM5210საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების კვლევა6
    COMM5967იმიჯის და რეპუტაციის მართვა6
    ENGL5112მიზნობრივი ინგლისური ენა (პოლიტიკა) C I6
    FRAN5135ფრანგული ენა A16
    GERM5135გერმანული ენა A16
    ITAL5135იტალიური ენა A I6
    SPAN5135ესპანური ენა A I6
    ENGL5212მიზნობრივი ინგლისური ენა (პრესის ენა) C I6
    FRAN5235ფრანგული ენა A26
    GERM5235გერმანული ენა A26
    ITAL5235იტალიური ენა A II6
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა6
    PUBL5240საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები6
    PUBL5279ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში6
    SPAN5235ესპანური ენა A II6
    ANTH5220კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია6
    ANTH5240კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია6
    COMM6130მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია6
    ENGL6112მიზნობრივი ინგლისური ენა (სამართალი) C I6
    LING5210მოლაპარაკების ხელოვნება6
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი