eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით). სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ენა ქართულია, თუმცა მოიცავს ინგლისური ენის კომპონენტს (რიგი სასწავლო დისციპლინების მუშაობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე).
პროგრამის მიზანი:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტს თანამედროვე ფილოლოგიის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიების, აზროვნების პარადიგმების, ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების ადეკვატური ხედვა, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის პოლიპარადგიმულობისა და ინტერდიციპლინარულობის გააზრების, თეორიის ექსპლონატორული პოტენციალისა და პრაქტიკული ღირებულების გაცნობიერების, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსპოზიციის კომპეტენციას.
დასახული მიზანი მიიღწევა სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული (კვლევითი) კომპონენტების სინთეზით, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციასა და ზრდის მათი წარმატების შანსებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, თანამედროვე ინგლისური ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის კომპლექსურობას, მეორე მხრივ კი, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, პროგრამა ორიენტირებულია ფილოლოგიის სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი ეთიკის კომპეტენციის, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებაზე.
აღნიშნულ მოთხოვნათა საპასუხოდ, სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას კულტურათა დიალოგისა და საქართველოს ინგლისურენოვან ქვეყნებთან ინტეგრაციის პროცესში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ანალიზი და სინთეზი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • წერითი მუშაობა
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ლექცია-სემინარი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ზეპირსიტყვიერი, ანუ ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული იცნობს:

    • ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორიას, თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითად დარგებს, ლინგვისტური აზროვნების პარადიგმებს, წესებს, პრინციპებსა და მეთოდებს;
    • ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ნიმუშთა ჟანრობრივ მახასიათებლებს, ტექსტის გრამატიკული, სინტაქსური, სტილისტიკური, ფილოსოფიურ-ჰერმენევტიკული, ლიტერატურათმცოდნეობითი და ინტეგრაციული პროცესირების არსს;
    • ინფორმაციის ანალიზურ-სინთეზური დამუშავების პრინციპებსა და ეთიკური კოდის სპეციფიკას;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის (C1) შესაბამისი სირთულის, ზეპირი და წერილობითი ტექსტის ლექსიკურ და სინტაქსურ თავისებურებებს.

    აღწერს:

    • ლინგვისტური აზროვნების დინამიკისა და თანამედროვე ლინგვისტიკაში არსებული პარადიგმული სიტუაციის თავისებურებებს;
    • ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიისა და განვითარების კანონზომიერებს.

  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    • ახორციელებს მხატვრული ტექსტის გრამატიკულ, სინტაქსურ და სტილისტიკურ, ფილოსოფიურ-ჰერმენევტიკულ, ლიტერატურათმცოდნეობით და ინტეგრაციულ პროცესირებას;
    • ახდენს ფილოლოგიის სააზროვნო სივრცისათვის რელევანტურ ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა სინთეზირებას სოციოლინგვისტურ და კონტრასტულ კვლევებში, ასევე მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზისას;
    • აგებს სხვადასხვა კომუნიკაციური მიზანდასახულობისა და ფორმატის მქონე, ეფექტურად სტრუქტურირებულ წერილობით და ზეპირ ტექსტებს სპონტანურად, შეუფერხებლად ადეკვატური სტილის, ორგანიზაციული მოდელებისა და კოჰეზიური საშუალებების მიზნობრივი გამოყენებით;
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ახდენს საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებასა და პრეზენტაციას როგორც სპეციალისტებთან (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებთან (ფართო საზოგადოება) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    • ითვისებს რა ფილოლოგიის კომპლექსურ, მულტიპარადიგმულ და მულტიდისციპლინარულ სივრცეს, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემთა ანალოგიზაცია/კონტრასტირების, სინთეზირებისა და კვლევის შედეგების რეპრეზენტაციის, მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, პროექტი, სამაგისტრო ნაშრომი) აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვის გზით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-06-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 35-19
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისურ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 კრედიტი, რაც გულისხმობს ძირითადი სპეციალობის საგნების ბლოკს – 108 კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი), არჩევითი საგნების ბლოკს - 12 კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ACWR5123აკადემიური წერა ფილოლოგებისათვის (ინგ.)3 1
    ENGL5134ინგლისური ენა I9 1
    ENLT5325ინგლისური ლიტერატურის ისტორია (ინგ.)6 1
    LANC5219ენა და კომუნიკაცია (ინგ.)6 1
    LING5111ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები6 1
    AMLT5321ამერიკული ლიტერატურის ისტორია (ინგ.)6 2
    ENGL5335ინგლისური ენა II9 2
    ENGL6231რეფერირება (ინგლისური)3 2
    SEMN5219სემანტიკა (ინგ.)6 2
    LALT5213მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ინგ.)6 3
    LING5217ტექსტის ლინგვისტიკა6 3
    LING6115კონტრასტივიკა6 3
    SOLG5122სოციოლინგვისტიკა6 3
    ENGL6110სამაგისტრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    108

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    MDDS5310მედია დისკურსი6
    RMLG5320თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი ლინგვისტიკაში6
    FRAN5135ფრანგული ენა A16
    GERM5135გერმანული ენა A16
    ITAL5135იტალიური ენა A I6
    SPAN5135ესპანური ენა A I6
    FRAN5235ფრანგული ენა A26
    GERM5235გერმანული ენა A26
    ITAL5235იტალიური ენა A II6
    LAHL5232ინგლისური ენა და ისტორიული ლინგვისტიკა6
    LING5115ენა და კულტურა6
    SPAN5235ესპანური ენა A II6
    TPNA5523მოლაპარაკების თეორია და პრაქტიკა3
    EDUC5212სწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები6
    ENGL6515ბიზნესკომუნიკაცია (ინგლისური)3
    INCM5365ინტერკულტურული კომუნიკაცია (ინგ.)6

    კრედიტების ჯამი:

    90









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი