პროგრამა: საქართველოს ისტორია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საქართველოს ისტორიის მაგისტრი (MA in History of Georgia)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, პროფესიული პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტი საქართველოს ისტორიაში. პროგრამა, ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და დისციპლინის უახლეს ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ისეთი მკვლევარი-სპეციალისტის ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, კვლევის უახლესი მეთოდოლოგიით წარმართვის, მულტიდისციპლინურ გარემოში ადექვატური მოქმედების უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში. ისტორიის მაგისტრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტურანტურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრა¬ციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: • ინტერაქტიული ლექცია; • წიგნზე მუშაობის მეთოდი; • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება; • ლიტერატურის მიმოხილვა; • წერითი მუშაობა; • მცირე კვლევის ჩატარება; • მონაცემთა ანალიზი; • კრიტიკული ანალიზი; • რეფერატის პრეზენტაცია; • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში; • ვერბალური მეთოდი; • დისკუსია/დებატები; • ჯგუფური დავალებები; • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საქართველოს ისტორიის ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიის ცალკეული სფეროების (ქართული წყაროთმცოდნეობა, ქართული მითოლოგია და საისტორიო ზეპირსიტყვიერება,  ქართული ეკლესიის ისტორია) ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი პერიოდის ქართული წერილობითი საისტორიო წყაროების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი უცხოენოვანი წერილობითი წყაროების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • ქართული ისტორიული აზრის ჩამოყალიბება/განვითარების დინამიკის საფუძვლიანი ცოდნა;
    • საარქივო მასალებსა და ზოგადად საისტორიო წყაროებზე (წერილობითი, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები) დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპების სისტემური ცოდნა;
    • ისტორიის კვლევის თანამედროვე მეთოდების (ისტორიულ-შედარებითი, ისტორიულ-სისტემური, რეტროსპექტული და სხვა) საფუძვლიანი ცოდნა;
    • კვლევითი პროექტების მომზადებისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • გააზრებული ~ქართველთა ცხოვრების~ როგორც ერთიანი ქართული ისტორიის ამსახველი მატიანის ძირითადი კონცეპტუალური სქემა;
    • გაცნობიერებული სხვადასხვა ისტორიული ეპოქისათვის დამახასიათებელი ისტორიული ხედვების (ისტორიული აზრის) კონტექსტუალური სხვაობები;
    • გააზრებული ქართული ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ნაციის, სახელმწიფოსა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში;
    • აკადემიური წერისა და კვლევის სტრატეგიებისა და სტანდარტების სისტემური ცოდნა;
    • ქართული სამართლის ძეგლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპებისა და განვითარების დინამიკის სიღრმისეული ცოდნა;

    • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ცალკეული ისტორიოგრაფიული პრობლემების ან ნაკლებადშესწავლილი საისტორიო წყაროების (წერილობითი, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები),  საარქივო მასალების დამოუკიდებლად კვლევის უნარი;
      • ისტორიული წყაროს სპეციფიკის გათვალისწინებით (ნარატიული, საარქივო მასალა, ხელნაწერი, ისტორიული მატიანე, ბიოგრაფია) კვლევის ადექვატური მეთოდის შერჩევისა და გამოყენების უნარი;
      • სამეცნიერო/კვლევითი პროექტის მომზადებისა და მართვის უნარი;
      • ახალ და მულტიდისციპლინურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
      • კვლევის სფეროსთან შესაბამისი კვლევის მეთოდების (ისტორიულ-შედარებითი, ისტორიულ-სისტემური, რეტროსპექტული) დამოუკიდებლად შერჩევისა და გამოყენების უნარი;
      • სპეციფიური საველე მუშაობის ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის და მასალის თვისობრივი ანალიზის მომზადების უნარი;
      • კითხვარების შედგენისა და გამოყენების უნარი.

    • დასკვნის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ნაკლებადშესწავლილი ან ახლადაღმოჩენილი საისტორიო წყაროებიდან (წერილობითი, ზეპირი, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები, ისტორიული დოკუმენტები, საარქივო მასალა, არქეოლოგიური/ეთნოგრაფიული არტეფაქტები და სხვა) მოპოვებული არასრული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებისა და  კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; 
      • უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით სპეციფიური ისტორიული პრობლემის შესახებ არსებული ინფორმაციის სინთეზისა და  დასკვნის კვალიფიციურად გამოტანის უნარი;
      • სამეცნიერო ნაშრომების (ისტორიული შინაარსის) ანალიზისა და შეფასების უნარი;
      • მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და წარსულს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენისა და კრიტიკული გააზრების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით;.
      • დისციპლინის წესების მიხედვით, ქართულ  და ინგლისურ ენაზე  ნაშრომის  (მოხსენება, სტატია,  ჯგუფური პროექტი, სამაგისტრო  ნაშრომი) მომზადების უნარი;
      • საქართველოს ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა დარგების კომპლექსური პრობლემატიკის განსაზღვრის უნარი;

    • კომუნიკაციის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი მშობლიურ და ინგლისურ ენებზე;
      • სამეცნიერო დისკუსიის ორგანიზებისა და წარმართვის უნარი.
      • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არგუმენტირებული თვალსაზრისისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების წარმოჩენის უნარი;
      • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით;
      • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევისა და მიღწეული შედეგების წარდგენის უნარი სათანადო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით;
      • მიღებული ცოდნის ბაზაზე პროფესიონალებთან (ისტორიკოსი, არქეოლოგი, კულტუროლოგი, ეთნოლოგი და სხვა) და ფართო საზოგადოებასთან (მედია, დაინტერესებული საზოგადოება, პოლიტიკური წრეები) საკუთარი ქვეყნისა და ისტორიის წარმოჩენის, პოპულარიზაციის და დაცვის უნარი.

    • სწავლის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და თვითგანვითარების უნარი;
      • სწავლის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგიის შერჩევისა და შერჩეული სტრატეგიის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგის უნარი საკუთარ შესაძლებლობათა და მიღწევათა ობიექტური შეფასების გზით;
      • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირებისა და ახლებური ინტერპრეტაციის  უნარი;
      • პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების გავლის ან სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საჭიროებათა განსაზღვრის უნარი;

    • ღირებულებები
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების ინტერპრეტაციისას განსხვავებული მიდგომისა და პოზიციის შეფასება და პატივისცემა;
      • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (დემოკრატიული, ეთიკური, რელიგიური,  კულტურული, რასობრივი, გენდერული თანაბარუფლებიანობა და სხვა)გათავისება, ახალი ღირებულებების ფორმირებაში მონაწილეობა და მათ დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;
      • ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი;
      • აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-16-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 55-14
    პროგრამის დეტალები: .
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (საქართველოს ისტორია) სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 კრედიტი, რაც გულისხმობს: სკოლის ძირითად საგნებს – 12 ECTS ; პროგრამის ძირითად საგნებს-87 ECTS ( მათ შორის: სამაგისტრო ნაშრომი ისტორიაში 30 ECTS); პროგრამის არჩევით საგნებს: 21 ECTS

    სკოლის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6 3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST5111შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია6 1
    HIST5231ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6 1
    HIST6151"ქართველთა ცხოვრება" - ისტორიული ანალიზი6 1
    HIST5150ქართული ეკლესიის ისტორია3 2
    HIST5210ქართული მითოლოგია და საისტორიო ზეპირსიტყვიერება6 2
    HIST5221ახალი ისტორიის უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6 2
    HIST5241ახალი და უახლესი ისტორიის ქართული ისტორიოგრაფია6 2
    HIST5230საქართველოს უახლესი ისტორია (დემოკრატიული რესპუბლიკიდან თანამედროვე საქართველომდე)6 3
    HIST5250საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია6 3
    HIST6110ქართული სამართლის ძეგლები და პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია საქართველოში6 3
    HIST6220სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს ისტორიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    87

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 21 კრედიტი
    კოდისაგანიკრედიტი
    ANTH6120ეთნოსი და ეთნიკურობა: ემპირიული კვლევების შედარებითი ანალიზი6
    ARAB5130არაბული ენა I6
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    HIST5120საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფია და ისტორიული გეოგრაფია6
    KART5130ძველი ქართული ენა3
    PERS5130სპარსული ენა I6
    TURK5130თურქული ენა I6
    ARAB5230არაბული ენა II6
    ENGL5110სამეცნიერო ინგლისური ენა6
    GREK5110ძველი ბერძნული ენა I3
    LATN5110ლათინური ენა I3
    PERS5230სპარსული ენა II6
    TURK5230თურქული ენა II6
    ANTH6140ეთნიკურობა და ნაციონალიზმი6
    ARAB6130არაბული ენა III6
    GREK5210ძველი ბერძნული ენა II3
    LATN5210ლათინური ენა II3
    PERS6130სპარსული ენა III6
    TURK6130თურქული ენა III6

    კრედიტების ჯამი:

    99









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი