პროგრამა: | საქართველოს ისტორია |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | მანანა სანაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საქართველოს ისტორიის მაგისტრი (MA in History of Georgia) |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ჰუმანიტარულ, ხელოვნების, სოციალურ და ქცევით, ინტერდისციპლინურ ან სამართლის მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერისტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ინგლისური ენის ფლობის დონის დასადგენი (წერითი) და სპეციალობაში - საქართველოს ისტორია (ზეპირი) - გამოცდისაგან. გამოცდების სავარაუდო თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე. აპლიკანტი გათავისუფლდება ინგლისურ ენაში გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს ან დიპლომს/დანართს/ცნობას საბაკალავრო პროგრამის დასრულების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას B2-ის დონეზე. დეტალური ინფორმაცია პროგრამაე დაშვებისა და ჩარიცხვის შესახებ განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.ug.edu.ge რუბრიკაში: საბაკალავრო და სამაგისტრო დებულება” (https://www.ug.edu.ge/storage/documentations/May2018/k3uNR2Nr3SSLKuErcsvd.pdff |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, პროფესიული პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტი საქართველოს ისტორიაში. პროგრამა, ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და დისციპლინის უახლეს ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს გარკვეული კვლევითი უნარებისა და კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა და მულტიდისციპლინურ გარემოში ადეკვატური მოქმედების უნარ-ჩვევები. ისტორიის მაგისტრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტურანტურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: სხვადასხვა |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდმთავრებული · აღწერს საქართველოს ისტორიის ძირითად მოვლენებს და საკითხებს სფეროს ტრადიციული მიდგომებისა და უახლესი გამოკვლევების ღრმა და სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობით და ახდენს მათ ანალიზს; · განსაზღვრავს და ახასიათებს ქართული ისტორიული აზრის ჩამოყალიბება/განვითარების ძირითად ეტაპებს, თავისებურებებსა და დინამიკას; · კლასიფიცირებას უკეთებს ისტორიული კვლევის მეთოდების ფართო სპექტრს და არჩევს საკვლევი თემისთვის რელევანტურ მეთოდს/მეთოდებს ხელმძღვანელის დახმარებით. უნარი კურსდამთავრებული: · დამოუკიდებლად აგროვებს ქართულ და უცხოენოვან სხვადასხვა საისტორიო (წერილობითი, ზეპირი, ისტორიული დოკუმენტები, საარქივო მასალა და სხვა), მათ შორის, ნაკლებადშესწავლილ/ახლადაღმოჩენილ წყაროებში მოცემულ ინფორმაციას და მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს საკუთარ დასკვნებს; · ქმნის საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი სისტემის, ქართული ეკლესიის ჩამოყალიბებისა და ეტაპობრივი განვითარების სურათს; · კრიტიკულად აანალიზებს და ობიექტურად აფასებს ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში არსებულ სამეცნიერო მიდგომებსა და თეორიებს, სხვათა პოზიციებს, წინააღმდეგობრივ, საკამათო თემებს; გამოთქვავს ვარაუდს და ჰიპოთეზებს და იმუშავებს (ახალი ფაქტებით დამოწმებული) კომპლექსური პრობლემის დამოუკიდებლად, მაქსიმალურად სწორი და ეფექტური გადაწყვეტის გზებს; · გეგმავს და ახორციელებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხების მეცნიერულ კვლევას კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებითა და ხელმძღვანელის დახმარებით: · წარმოადგენს ნათლად და დასაბუთებულად, სათანადო, ტერმინოლოგიის გამოყენებით, საკუთარი კვლევის შედეგებს წერილობითი და ზეპირი ფორმით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (პრეზენტაცია, დებატები, კონფერენციები და ა.შ.) მშობლიურ და ინგლისურ ენაზე პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული: · იცავს პლურალიზმისა და ობიექტურობის პრინციპებს ისტორიის არაერთგვაროვანი გადმოცემისას და სენსიტიური საკითხების განხილვისას; · ახდენს ადაპტირებას მულტიდისციპლინურ სასწავლო და სამუშაო გარემოში, ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებას; · სფეროსთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირებისა და დისციპლინის წესების დაცვით წერს სამეცნიერო ნაშრომს: მოხსენება, სტატია, სამაგისტრო ნაშრომი. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 06-11-2008 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 50 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 38/19 |
პროგრამის დეტალები: | . |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | მაგისტრის (საქართვლოს ისტორია) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 კრედიტი, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითად საგნებს - 99 ECTS ( მათ შორის: სამაგისტრო ნაშრომი ისტორიაში - 30 ECTS) და პროგრამის არჩევით საგნებს: 21 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
HIST5111 | შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია | 6 | 1 |
HIST5128 | ისტორიული კვლევის მეთოდები | 6 | 1 |
HIST5231 | ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ | 6 | 1 |
HIST6151 | ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი | 6 | 1 |
HIST5115 | ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერება და მითოსი | 6 | 2 |
HIST5150 | ქართული ეკლესიის ისტორია | 3 | 2 |
HIST5221 | ახალი ისტორიის უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ | 6 | 2 |
HIST5241 | ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების ისტორია (XVIII-XXI სს) | 6 | 2 |
HIST5230 | საქართველოს უახლესი ისტორია (დემოკრატიული რესპუბლიკიდან თანამედროვე საქართველომდე) | 6 | 3 |
HIST5235 | პრაქტიკა | 6 | 3 |
HIST5250 | საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია | 6 | 3 |
HIST6110 | ქართული სამართლის ძეგლები და პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია საქართველოში | 6 | 3 |
HIST6220 | სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს ისტორიაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 99 |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 21 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ARAB5130 | არაბული ენა I | 6 | |
ENGL5140 | ინგლისური ენა B2+ | 6 | |
HIST5121 | საქართველოს ისტორიული გეოგრაფია | 3 | |
KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | |
KART5130 | ძველი ქართული ენა | 3 | |
PERS5130 | სპარსული ენა I | 6 | |
TURK5130 | თურქული ენა I | 6 | |
ARAB5230 | არაბული ენა II | 6 | |
ARME5130 | ძველი სომხური ენა I | 3 | |
ARME5230 | ძველისომხური ენა II | 3 | |
GREK5110 | ძველი ბერძნული ენა I | 3 | |
HIST5141 | ქართული დიპლომატიკა | 3 | |
LATN5110 | ლათინური ენა I | 3 | |
MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
PERS5230 | სპარსული ენა II | 6 | |
TURK5230 | თურქული ენა II | 6 | |
ARAB6130 | არაბული ენა III | 6 | |
GREK5210 | ძველი ბერძნული ენა II | 3 | |
HIST5142 | ქართველი ხალხის ბრძოლა რუსული ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში | 6 | |
LATN5210 | ლათინური ენა II | 3 | |
PALE5237 | ქართული პალეოგრაფია | 3 | |
PERS6130 | სპარსული ენა III | 6 | |
TURK6130 | თურქული ენა III | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 108 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |