eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საქართველოს ისტორია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საქართველოს ისტორიის მაგისტრი (MA in History of Georgia)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ჰუმანიტარულ, ხელოვნების, სოციალურ და ქცევით, ინტერდისციპლინურ ან სამართლის მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერისტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ინგლისური ენის ფლობის დონის დასადგენი (წერითი) და სპეციალობაში - საქართველოს ისტორია (ზეპირი) - გამოცდისაგან. გამოცდების სავარაუდო თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე. აპლიკანტი გათავისუფლდება ინგლისურ ენაში გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს ან დიპლომს/დანართს/ცნობას საბაკალავრო პროგრამის დასრულების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას B2-ის დონეზე. დეტალური ინფორმაცია პროგრამაე დაშვებისა და ჩარიცხვის შესახებ განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.ug.edu.ge რუბრიკაში: საბაკალავრო და სამაგისტრო დებულება” (https://www.ug.edu.ge/storage/documentations/May2018/k3uNR2Nr3SSLKuErcsvd.pdff
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, პროფესიული პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტი საქართველოს ისტორიაში. პროგრამა, ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და დისციპლინის უახლეს ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს გარკვეული კვლევითი უნარებისა და კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა და მულტიდისციპლინურ გარემოში ადეკვატური მოქმედების უნარ-ჩვევები. ისტორიის მაგისტრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტურანტურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: სხვადასხვა
პროფილის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ბიბლიოთეკები, საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტურიზმისა და მასმედიის სფერო, გამომცემლობები და სხვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • სიახლეთა გარჩევა
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წერითი მუშაობა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • პრეზენტაციების წარდგენა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდმთავრებული

    · აღწერს საქართველოს ისტორიის ძირითად მოვლენებს და საკითხებს სფეროს ტრადიციული მიდგომებისა და უახლესი გამოკვლევების ღრმა და სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობით და ახდენს მათ ანალიზს;

    · განსაზღვრავს და ახასიათებს ქართული ისტორიული აზრის ჩამოყალიბება/განვითარების ძირითად ეტაპებს, თავისებურებებსა და დინამიკას;

    · კლასიფიცირებას უკეთებს ისტორიული კვლევის მეთოდების ფართო სპექტრს და არჩევს საკვლევი თემისთვის რელევანტურ მეთოდს/მეთოდებს ხელმძღვანელის დახმარებით.


  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    · დამოუკიდებლად აგროვებს ქართულ და უცხოენოვან სხვადასხვა საისტორიო (წერილობითი, ზეპირი, ისტორიული დოკუმენტები, საარქივო მასალა და სხვა), მათ შორის, ნაკლებადშესწავლილ/ახლადაღმოჩენილ წყაროებში მოცემულ ინფორმაციას და მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს საკუთარ დასკვნებს;

    · ქმნის საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი სისტემის, ქართული ეკლესიის ჩამოყალიბებისა და ეტაპობრივი განვითარების სურათს;

    · კრიტიკულად აანალიზებს და ობიექტურად აფასებს ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში არსებულ სამეცნიერო მიდგომებსა და თეორიებს, სხვათა პოზიციებს, წინააღმდეგობრივ, საკამათო თემებს; გამოთქვავს ვარაუდს და ჰიპოთეზებს და იმუშავებს (ახალი ფაქტებით დამოწმებული) კომპლექსური პრობლემის დამოუკიდებლად, მაქსიმალურად სწორი და ეფექტური გადაწყვეტის გზებს;

    · გეგმავს და ახორციელებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხების მეცნიერულ კვლევას კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებითა და ხელმძღვანელის დახმარებით:

    · წარმოადგენს ნათლად და დასაბუთებულად, სათანადო, ტერმინოლოგიის გამოყენებით, საკუთარი კვლევის შედეგებს წერილობითი და ზეპირი ფორმით (პრეზენტაცია, დებატები, კონფერენციები და ა.შ.) მშობლიურ და ინგლისურ ენაზე პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    · იცავს პლურალიზმისა და ობიექტურობის პრინციპებს ისტორიის არაერთგვაროვანი გადმოცემისას და სენსიტიური საკითხების განხილვისას;

    · ახდენს ადაპტირებას მულტიდისციპლინურ სასწავლო და სამუშაო გარემოში, ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებას;

    · სფეროსთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირებისა და დისციპლინის წესების დაცვით წერს სამეცნიერო ნაშრომს: მოხსენება, სტატია, სამაგისტრო ნაშრომი.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
    პროგრამის განახლების თარიღი: 06-20-2019
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 38/19
    პროგრამის დეტალები:

    .

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მაგისტრის (საქართვლოს ისტორია) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 კრედიტი, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითად საგნებს - 99 ECTS ( მათ შორის: სამაგისტრო ნაშრომი ისტორიაში - 30 ECTS) და პროგრამის არჩევით საგნებს: 21 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST5111შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია6 1
    HIST5128ისტორიული კვლევის მეთოდები6 1
    HIST5231ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6 1
    HIST6151ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი6 1
    HIST5150ქართული ეკლესიის ისტორია3 2
    HIST5210ქართული მითოლოგია და საისტორიო ზეპირსიტყვიერება6 2
    HIST5221ახალი ისტორიის უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6 2
    HIST5241ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების ისტორია (XVIII-XXI სს)6 2
    HIST5230საქართველოს უახლესი ისტორია (დემოკრატიული რესპუბლიკიდან თანამედროვე საქართველომდე)6 3
    HIST5235პრაქტიკა6 3
    HIST5250საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია6 3
    HIST6110ქართული სამართლის ძეგლები და პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია საქართველოში6 3
    HIST6220სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს ისტორიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    99

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 21 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    ARAB5130არაბული ენა I6
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    HIST5121საქართველოს ისტორიული გეოგრაფია3
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    KART5130ძველი ქართული ენა3
    PERS5130სპარსული ენა I6
    TURK5130თურქული ენა I6
    ARAB5230არაბული ენა II6
    ARME5130ძველი სომხური ენა I3
    ARME5230ძველისომხური ენა II3
    ENGL5110სამეცნიერო ინგლისური ენა6
    GREK5110ძველი ბერძნული ენა I3
    HIST5141ქართული დიპლომატიკა3
    LATN5110ლათინური ენა I3
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6
    PERS5230სპარსული ენა II6
    TURK5230თურქული ენა II6
    ARAB6130არაბული ენა III6
    GREK5210ძველი ბერძნული ენა II3
    HIST5142ქართველი ხალხის ბრძოლა რუსული ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში6
    LATN5210ლათინური ენა II3
    PALE5237ქართული პალეოგრაფია3
    PERS6130სპარსული ენა III6
    TURK6130თურქული ენა III6

    კრედიტების ჯამი:

    114









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი