eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჯანდაცვის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ოთარ ვასაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა) მაღალკვალიფიციური ადმინისტრატორების/მენეჯერების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მოსახლეობის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. კურსდამთავრებულს ექნება სიღრმისეული ცოდნა ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული სეგმენტების, ჯანდაცვითი ორგანიზაციების მართვის შესახებ. ის შეძლებს სისტემაზე/ორგანიზაციაზე მოქმედი გარემო და შიდა ფაქტორების შეფასებას, პრობლემების კვლევას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნების, გადაწყვეტილებების მიღებასა და შესაბამისი ქმედებების შესრულებას. სამაგისტრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს განახორციელოს მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევისა თუ ფარმაცევტულ კომპანიებში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები • წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტირების მეთოდი • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება • ინტერაქტიულ მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები • სიახლეთა გარჩევა • მცირე კვლევების ჩატარება • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება • კრიტიკული ანალიზი • დისკუსია • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • ლიტერატურის მიმოხილვა • წიგნზე მუშაობის მეთოდი • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • თემების დაწერა • პრეზენტაციების წარდგენა • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი • დებატები • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ღრმა და სისტემური ცოდნა ზოგადად ჯანდაცვის სისტემისა და მისი შემადგენელი ნაწილების - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების, ჰოსპიტალური და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების, ჯგუფური საექიმო პრაქტიკების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართვის შესახებ და გაცნობიერებული მათი ფუნქციონირებისა და ადმინისტირირების თავისებურებები;
  • სისტემური ცოდნა ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი გარემოს, ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზურნველყოფისა და ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგის ტექნოლოგიების შესახებ;
  • ცოდნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში პრობლემების იდენტიფიცირების შესახებ და გაცნობიერებული მათი გადაჭრის გზები,
  • ცოდნა გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობისა და მისი დეტერმინანტების შესახებ და გაცნობიერებული ამ სფეროში მიმდირე ცვლილებების მიზეზები.

  • უნარი
  • ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკული ნაწილის ან ჯანდაცვის ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფასების, პრობლემური საკითხების იდნეტიფიცირებისა და მათ გადაჭრაზე მიმართული პროექტების შემუშებისა და დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • ნებისმიერი დონის ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიისა და მიზნების ჩამოყალიბების, სტრატეგიული და მიმდინარე გეგმების შედგენის, ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებისა და ადამიანური რესურსებით დაკომპლექტების, გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • ორგანიზაციაზე მოქმედი გარემო ფაქტორების ცვლილებების ადექვატური აღქმისა და მათ საპასუხოდ მტკიცებულებებსა და ეთიკურ ნორმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების უნარი.
    • ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში ლიტერატურული წყაროებისა და საკუთარი კვლევების საუძველზე მოპოვებული მონაცემების დამუშავების, კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი.
    • სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების პროცესში სამედიცინო მომსახურების ცალკეული ეტაპის დადგენილ სტანდარტებთან შედარებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებთან ბენჩმარკინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
    • ჯანდაცვის სისტემურ და ორგანიზაციულ დონეზე მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის სინთეზის შედეგად დასკვნების გაკეთების უნარი.
    • ჯანდაცვის სფეროს პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისათვის კვლევის მეთოდების, შედეგებისა და დასკვნების საკუთარი აზრის ზეპირსიტყვიერად, წერილობით, (თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით) მიწოდებისა და დისკუტირების უნარი;
    • პროფესიული  ლიტერატურის ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროებით მშობლიურ და უცხო ენებზე სარგებლობის, შემოქმედებითი აზრის განვითარებისა და დაინტერესებული მხარესთვის წარდგენის, დაცვის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ჯანდაცვის მენეჯმენტის აქტუალური ასპექტების ჯანდაცვის ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის, რისკების მართვისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თანამედროვე მიდგომების შესახებ ახალი ცოდნის შეძენის სტრატეგიული დაგეგმვისა და სასწავლო მასალების დამოუკიდებლად შესწავლის უნარი;
    • საკუთარი თავის პროფესიული შეფასებისა და განვითარების სტრატეგიების ჩამოყალიბებისა და დასახული მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი ცოდნის ათვისების დაგეგმვის უნარი;
    • განათლების უფრო მაღალ საფეხურზე (დოქტორანტურა)
    • პროფესიული მზადების აუცილებლობის განსაზღვრისა და მისი დაგეგმვის  უნარი.
    • გათავისებული პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში საზოგადოებრივი, აკადემიური, რელიგიური, მორალური თუ ნაციონალური ფაქტორებისა და ღირებულებების მიმართ სხვათა დამოკიდებულება, მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვისა და ახალი ღირებულებების ფორმირებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის.
    • გათავისებული კვლევითი, სამედიცინო და მენეჯერული ეთიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობა და მისი  ჯანდაცვის სფეროში დამკვიდრებისათვის სწაფვა
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-30-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 4
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 36-14
    პროგრამის დეტალები:

    ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებსა და პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ჯანდაცვის მენეჯერის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს სასკოლო საგნებს– 24 ECTS ; პროგრამის ძირითად საგნებს– 72 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება- 30 ECTS), განსაზღვრულ და არჩევით საგნებს– 24 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 72 ECTS -დან.

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6 1
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6 1
    PHMA5220ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა6 2
    PHMA6150ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი6 2

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6 1
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6 1
    PHMA5240ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები6 1
    HELM5220სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება6 2
    HELM5230ჯანდაცვის სამსახურებისა და სისტემების მენეჯმენტი6 2
    HELM6110ჯანდაცვის ორგანიზაციული ლიდერობა6 2
    HELM6120ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში6 3
    HELM6220სამაგისტრო ნაშრომი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    72

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6
    FINA6150ფინანსური სტრატეგიები და რისკის მართვა6
    HELM5210მართული დახმარების პრინციპები6
    HELM6130თანამედროვე საავადმყოფოების მართვა6
    HELM6140ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების და სერვისების მარკეტინგი6
    HELM6150სამედიცინო პრაქტიკის ადმინისტრირება6
    HELM6161საზოგადოებრივი ჯანდაცვითი სერვისების დაგეგმვა და მარკეტინგი6
    HELM6170ხანგრძლივი მეთვალყურეობის ადმინისტრირება6
    HELM6180ოპერაციათა მენეჯმენტი ჯანდაცვაში6
    HELM6190მმართველობითი ეპიდემიოლოგია6
    PHMA6170ადამიანის სხეულის აგებულება და სამედიცინო ტერმინოლოგია6
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    72









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი