პროგრამა: კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: თინათინ ღუდუშაური
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრი (MA in Cultural & Social Anthropology)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს მულტიდისციპლინური კვლევის პრინციპები მცოდნე, პროფესიული პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ შეისწავლონ და გააანალიზონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური სოციოკულტურული, რელიგიურ/კონფესიური, ეთნიკური საკითხები. პროგრამა გულისხმობს ანთროპოლოგიური მეცნიერების თანამედროვე, გამოყენებითი ასპექტების გათვალისწინებით სწავლებას და მაგისტრანტის ისეთი თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნით უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება/გადაწყვეტაში. ეს განაპირობებს მათ კონკურენტულობას შრომის ბაზარზე და შესაძლებლობას დასაქმდნენ შესაბამისი პროფილის სახელმწიფო საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: • წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტრირების მეთოდი • ინტერაქტიული მეცადინეობები • დისკუსია/დებატები; • პრაქტიკული მუშაობა; • კრიტიკული ანალიზის მეთოდი; • პრობლემის დასმა და გადაჭრა; • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი; • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება; • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა; • წერითი მუშაობა; • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • აკადემიური წერისა და კვლევის სტრატეგიებისა და სტანდარტების სისტემური ცოდნა;
    • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის უახლესი მიღწევების  ღრმა და  სისტემური ცოდნა;
    • პოლიტიკური, სამედიცინო, რელიგიის, ურბანული და ვიზუალური  ანთროპოლოგიის კვლევის სფეროს, მეთოდოლოგიის  და საკვანძო საკითხების საფუძვლიანი ცოდნა;
    • სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (საველე კვლევის მეთოდი. დაკვირვების მეთოდი. დაკვირვების არსი და მისი უპირატესობები, მეცნიერული დაკვირვების განმასხავებელი ნიშნები და პარამეტრები, დაკვირვების სახეები: ფორმალიზებული და არაფორმალიზებული; მარტივი–არამონაწილე და მონაწილე; ფარული და ღია; საველე და ლაბორატორიული; კარტოგრაფირების მეთოდი მათემატიკური მოდელირება, კომპიუტერიზაცია. სტატისტიკური მეთოდი და სხვა)  სისტემური ცოდნა;
    • ძირითადი ანთროპოლოგიური თეორიებისა და სამეცნიერო სკოლების( ევოლუციონიზმი, დიფუზიონიზმი, რელატივიზმი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია, სტრუქტურალიზმი, კროსკულტურული კვლევები)მიღწევათა გაცნობიერება;
    • ეთნოსისა და ეთნიკურობის კვლევის სფეროს ძირითადი თეორიებისა და მიდგომების საფუძვლიანი ცოდნა;
    • კვლევითი პროექტების პროფესიულად მომზადებისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • ეკონომიკური ანთროპოლოგიის კვლევის სფეროს, მიღწევების, თეორიებისა და მიდგომების გააზრებული ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ახალ, გაუთვალისწინებელ მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ გარემოსთან ადაპტაციისა  და ადეკვატური მოქმედების  უნარი;
    • საველე/ანთროპოლოგიური კვლევების დაგეგმვისა და მასში ეფექტიანი მონაწილეობის უნარი;
    • შესაბამის სიტუაციაში ეთნიკური, კულტურული, რელიგიური კონფლიქტების ნეიტრალიზებისა და პრევენციის უნარი;
    • კვლევის სფეროსთან შესაბამისი კვლევის მეთოდების(კროსკულტურული, ემპირიული, ანკეტირება, მინაწილე დაკვირვება და სხვა) დამოუკიდებლად შერჩევისა და გამოყენების უნარი;
    • პრობლემების გადაჭრის ახალი, ორიგინალური გზების იდენტიფიცირების უნარი;
    • სხვადასხვა ტიპის სირთულეთა (საკვლევი სფეროს კომპლექსურობა, გარემოს ცვლილება , გაუთვალისწინებელი  წინააღმდეგობა, მოულოდნელი იდეები და წინადადებები და ა.შ.)  დაძლევის უნარი, კონკრეტული სიტუაციისათვის გადაწყვეტილების ადეკვატური ტიპის (მსჯელობით მიღებული, რაციონალური, ინერტული, დაპროგრამებული, დაუპროგრამირებელი, კომბინირებული და ა. შ.) შერჩევის გზით;
    • სამეცნიერო/კვლევითი პროექტის მომზადებისა და მართვის უნარი;
    • სპეციფიური საველე მუშაობის ანგარიშების მომზადების უნარი თვისებრივი კვლევების გამოყენებით;
    • კითხვარების შედგენისა და გამოყენების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • რთული და არასრული ინფორმაციის (ეთნოგრაფიული მონაცემები, კითხვარები, ბიოგრაფიული მასალა) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • მიღებული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სოციოკულტურულ პარადიგმათა შედარება–შეპირისპირების, გაანალიზება–შეფასების უნარი სფეროსთვის რელევანტურ მეთოდთა გამოყენებით;
    • სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის ძირითადი ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ანალიზისა და შეფასების უნარი;
    • სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის განზოგადების, ანალიზისა და სინთეზირების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ანთროპოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის  შედეგად მიღებული მონაცემების კომუნიკაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ  ენებზე;
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი;
    • მონათესავე სპეციალობების(არქეოლოგი, კულტუროლოგი, ფსიქოლოგი, ხელოვნებათმცოდნე) წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით;
    • ციფრულ, ბეჭვდით ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ–წყაროებში ინფორმაციის განთავსებისა და გავრცელების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და თვითგანვითარების უნარი;
    • სწავლის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგიის შერჩევისა და შერჩეული სტრატეგიის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგის უნარი საკუთარ შესაძლებლობათა და მიღწევათა ობიექტური შეფასების გზით;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • აკადემიური პატიოსნების სტანდარტები;
    • ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი;
    • განსხვავებული სოციალური და კულტურულ/რელიგიური ღირებულებების გაცნობიერებისა და პატივისცემის უნარი;
    • ძირითად ჰუმანურ ფასეულობათა და პროფესიულ ღირებულებათა(ეთნო და ევროპოცენტრიზმის გამორიცხვა კვლევისას) გათვალისწინება აზრის ან დასკვნის ჩამოყალიბების პროცესში და სწრაფვა საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი ღირებულებების  ფორმირებასა და დამკვიდრებაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50
    პროგრამის განახლების თარიღი: 07-28-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 33-14
    პროგრამის დეტალები: .
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად კულტურულ/სოციალურ ანთროპოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს სასკოლო საგნებს– 12 ECTS ; პროგრამის ძირითად საგნებს– 84 ECTS, მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება, რომლის მოცულობა 30 ECTS განსაზღვრული და არჩევითი საგნებს–24 ECTS.

    სკოლის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6 3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ANTH5120ანთროპოლოგიური კვლევის თვისობრივი მეთოდები6 1
    ANTH5210რელიგიის ანთროპოლოგია6 1
    ANTH5240კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია6 1
    ANTH5215სამედიცინო ანთროპოლოგია6 2
    ANTH6110პოლიტიკური ანთროპოლოგია6 2
    ANTH6130ეთნოგრაფია და თეორია6 2
    ANTH6150ეკონომიკური ანთროპოლოგია6 2
    ANTH5230ურბანული და ვიზუალური ანთროპოლოგია6 3
    ANTH6120ეთნოსი და ეთნიკურობა: ემპირიული კვლევების შედარებითი ანალიზი6 3
    DENT3110სამაგისტრო ნაშრომი ანთროპოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    84

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდისაგანიკრედიტი
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6
    ANTH6140ეთნიკურობა და ნაციონალიზმი6
    ENGL5110სამეცნიერო ინგლისური ენა6
    ANTH5220კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია6
    LING5115ენა და კულტურა6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი