პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მაია ამაშუკელი
ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე, ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, აღრიცხვა. განუვითაროს ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში: საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო სექტორში, ასევე მომსახურე და საწარმოო კომპანიებში მუშაობისთვის საჭირო კომპეტენციები. პროგრამის მიზანია დახვეწოს კურსდამთავრებულის სამეწარმეო უნარები, ასევე სრულყოს მისი ცოდნა და პრაქტიკული თვისებები იმისთვის, რომ იმუშაოს მაღალი რგოლის მენეჯერად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა პატიოსნებასა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობით ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებისკენ, რაც განაპირობებს მათ ჯანსაღ, ჰუმანურ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • პროექტების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი მეთოდების (PERT და CPM) სრულყოფილად ცოდნა
  • ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემების სრულყოფილი ცოდნა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემური ცოდნა და მათი როლის გაცნობიერება ბაზარზე პროდუქტის წინსვლაში;
  • გაცნობიერებული ცალკეული მმართველობითი პრობლემების გადაჭრისა და ალტერნატივების შეფასების გზები
  • კომპანიის დანახარჯების მართვის თანამედროვე სისტემების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა
  • ბიზნესის ადმინისტრირებისას, ცალკეული პრობლემების გადაჭრისას გამოყენებადი უმაღლესი მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური მოდელების ცოდნა
  • ეკონომიკური თეორიებისა და პრინციპების მენეჯერული ასპექტების ღრმა და სისტემური ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპების სრულყოფილი ცოდნ

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ინვესტირებასთან და უკუგებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი კაპიტალდაბანდებათა ბიუჯეტირების მეთოდების გამოყენებით
  • მოგების მაქსიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ერთიანი ხარისხის მართვის პროცესში წარმოშობილი კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად კვლევისა და გადაჭრის უნარი
  • ერთიანი ხარისხის მართვის პროცესში წარმოშობილი კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად კვლევისა და გადაჭრის უნარი
  • მუდმივად ცვალებად მარკეტინგულ გარემოში მოქმედების და ახალი, ორიგინალური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • უახლესი მიდგომების გამოყენებით ბაზრის დამოუკიდებლად კვლევის უნარი
  • ბიუჯეტირებისა და პროგნოზ ფორმების დამოუკიდებლად შედგენის უნარი
  • ხარჯთაღრიცხვის სქემების ბიზნეს-საქმიანობის მულტიდისციპლინური გარემოსთვის მორგების და ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში დანახარჯების შემცირებასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემის გადაჭრის უნარი
  • კაპიტალიზაციისა და მიმდინარე ხარჯებთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი
  • არამატერიალური და მატერიალური აქტივების დამოუკიდებლად აღრიცხვის და მათი ამორტიზაციის/ცვეთის დარიცხვის უნარი
  • დარგის სპეციფიკური სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებების შედგენის უნარი;
  • კვლევის შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური მახასიათებლების დადგენის უნარი
  • მარკეტინგული და სხვა კვლევების დამოუკიდებლად წარმართვის უნარი
  • მცირე და საშუალო ზომის კომპანიის საფინანსო საქმიანობის ხელმძღვანელობის უნარი
  • კომპანიის ფინანსური შედეგების შესაფასებელი კოეფიციენტების გამოთვლისა და მათი გამოყენებით კომპლექსური პრობლემების ახალი და ოროგინალური გზებით გადაჭრის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ასიმეტრიული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში თამაშთა თეორიის ეკონომიკური სფეროში გამოყენებასთან დაკავშირებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
  • მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალურობის შესახებ რთული და არასრული ინფორმაციის ფარგლებში დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
  • რთული და არასრული ფინანსური ინფორმაციის ფარგლებში კომპანიების კრედიტუნარიანობის, გადახდისუნარიანობის და მოგების გენერაციის უნარიანობის შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
  • ბიუჯეტური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის და გადახრების მიზეზების შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
  • კონკრეტული ბიზნეს–ერთეულის შედეგების კოეფიციენტების საბაზრო კოეფიციენტებთან შედარების, ანალიზისა და მონაცემების ინოვაციური სინთეზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი
  • უნარი კრიტიკულად გაანალიზოს ბიზნესის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი რთული და ზოგჯერ არასრული ინფორმაცია და ჩამოაყალიბოს დასაბუთებული დასკვნები

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით მომზადებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის უნარი როგორც კომპანიის მმართველობისათვის, კოლეგებისათვის, ასევე პოტენციური ინვესტორებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისათვის
  • კველევის მეთოდების, მოდელებისა და დაშვებების აღწერის, არჩეული მეთოდის უპირატესობის არგუმენტირების უნარი აკადემიური სტანდარტების დაცვით;
  • უნარი წარმოადგინოს მენეჯერული მოსაზრებები როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების თანხლებით პრეზენტაციის ფორმით
  • ბიზნეს ეკონომიკის, ფინანსური და მმართველობითი თეორიის სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური აღქმისა და გამოყენების უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაციისას
  • პროექტის შედეგებთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წინაშე

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • უნარი მოახდინოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა კორპორაციული ფინანსების და ფინანსური მენეჯმენტის, დანახარჯთა აღრიცხვის, პროექტების მართვის, ინოვაციური მარკეტინგული მიდგომების მიმართულებით
  • უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები, გააცნობიეროს სწავლის პროცესის თავისებურებები, რაც საშუალებას მისცემს სტრატეგიულად დაგეგომოს საკუთარი სწავლის პროცესი სწავლების შემდგომ საფეხურზე.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მენეჯერული საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური დილემის აცილების და ეთიკური კონფლიქტების მართვისათვის ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი
  • გათავისებული მმართველობითი აღრიცხვის კონტროლის სისტემის დიზაინში ორგანიზაციული ეთიკის მიმართ დამოკიდებულებები
  • ფინანსური აღრიცხვის სფეროში არსებული საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების მიმართ თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარი
  • ბიზნეს საქმიანობის ეთიკური, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 2
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-03-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 51-14
    პროგრამის დეტალები: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებაში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებებით. კერძოდ, სტუდენტს, პროგრამის ძირითადი საგნების გარდა, შეუძლია საკუთარი ინტერესების მიმართულებით ჩაუღრმავდეს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციებს მარკეტინგის, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ან მენეჯმენტის მიმართულებით.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 (ECTS) კრედიტი. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (72 ECTS), მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი ბიზნესის მართვაში (30 ECTS). დანარჩენი კრედიტები (48 ECTS) უნდა შეივსოს როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან. კონცენტრაციაში ჩაღრმავების მიზნით სტუდენტმა უნდა გაიაროს პროგრამის ძირითადი საგნები და დარჩენილი კრედიტები შეივსოს როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე კონკრეტული კონცენტრაციის საგნებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6 1
    MKTG5110მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    ACCT5210მმართველობითი აღრიცხვა6 2
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6 2
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6 2
    BUSN5210ბიზნეს-კომუნიკაციები6 3
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6 3
    BUSN6200სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    72

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    BUSN6120ბიზნეს ეთიკა6
    LAWB6190ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა6
    FINA6159საერთაშორისო ფინანსები6
    LAWC5131კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის6
    MGMT6120საერთაშორისო ბიზნესი6
    BUSN6110პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში6
    INFO5277გადაწყვეტილებათა მოდელირება MS Excel-ში6
    MGMT4550ლიდერობა6
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6

    კრედიტების ჯამი:

    54

    ფინანსები და საბანკო საქმე - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA6239ბანკის მენეჯმენტი61
    FINA5210დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი62
    FINA6155უძრავი ქონების შეფასება62
    FINA5250ფინანსების მენეჯმენტი62
    FINA7115გაძლიერებული მმართველობითი აღრიცხვა63
    FINA6160ინვესტმენტი63
    FINA6180კორპორაციული ფინანსები63
    FINA6110რისკის მენეჯმენტი ფინანსურ ინსტიტუტებში63
    FINA6158ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ტექნიკა63

    კრედიტების ჯამი:

    54

    მენეჯმენტი - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა61
    FINA5210დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი62
    COMM5111საზოგადოებასთან ურთიერთობა62
    FINA6155უძრავი ქონების შეფასება62
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი62
    FINA6239ბანკის მენეჯმენტი63
    FINA6160ინვესტმენტი63
    MKTG5210მომხმარებელთა ქცევა63
    COMM6155ონლაინ კომუნიკაციები63
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი63
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი63

    კრედიტების ჯამი:

    66

    მარკეტინგი - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MKTG5210მომხმარებელთა ქცევა61
    MKTG6130ბრენდის მენეჯმენტი62
    MKTG6140გაყიდვებისა და განაწილების მენეჯმენტი62
    MKTG6155ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი63
    MKTG6110მარკეტინგული კვლევა63
    COMM6155ონლაინ კომუნიკაციები63
    ADVM5215რეკლამა63
    COMM5111საზოგადოებასთან ურთიერთობა63

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი