პროგრამა: | საჯარო მმართველობა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე |
სწავლების ენა: | ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საჯარო მმართველობის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებიც პოლიტიკის ცვლილებისა და ინოვაციის გზით წვლილს შეიტანენ საქართველოს საჯარო მართვისა და საჯარო პოლიტიკის წარმართვის არსებული სისტმის გაუმჯობესების პროცესში. სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე საქართველოში საჯარო მმართველობითი პროცესი მრავალ გამოწვევას უკავშირდება. მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ამ გამოწვევების დაძლევა სწორედ შესაბამისი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი საჯარო კადრების მეშვეობით არის შესაძლებელი. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი, სიღმისეული და სისტემური ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს ინოვაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა აღნიშნულისა, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთათვის საჯარო მმართველის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც გულისხმობს საჯარო და არა-კომერციულ ორგანიზაციებში წარმატებული მოღვაწეობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, ასევე საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესის ყველა ეტაპზე ობიექტური, რაციონალური, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების, მართვისა და შეფასების მექნიზმების გამოყენების პრაქტიკული უნარებისა და ჩვევების გამომუშავებას. პროგრამის მიზნის განუყოფელი ნაწილია ასევე კურსდამთავრებულთათვის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბება, რაც საჯარო ადმინისტრირების პროფესიული ეთიკის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ექნება:
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს ექნება:
დასკვნის უნარი კურსდამთავრებულს ექნება:
კომუნიკაციის უნარი კურსდამთავრებულს ექნება:
სწავლის უნარი კურსდამთავრებულს ექნება:
ღირებულებები კურსდამთავრებულს ექნება:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-12-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 4 |
პროგრამის განახლების თარიღი: | 12-16-2014 |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 55-14 |
პროგრამის დეტალები: | საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს თემატური ბლოკებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. გამოკვეთილი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგნები საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის ბლოკებიდან. შესაძლებელია საგნების არჩევა როგორც ერთი, ასევე სამივე ბლოკიდან, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს სპეციფკიური ცოდნა არჩეული მიმართულებით ან შეარჩიოს მისთვის საინტერესო საგანთა კომბინაცია. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები მიმდინარეობს ქართულ ენაზე ინგლისური კომპონენტებით. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. საჯარო მმართველობის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი საჯარო მმართველობაში. ძირითადი საგნების ბლოკის კრედიტთა საერთო რაოდენობა შეადგენს 84 კერდიტს. დანარჩენი 36 კრედიტის აღების საშუალებას იძლევა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თემატური ბლოკები: საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის ბლოკები. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB8800 | საჯარო ადმინისტრირების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები | 6 | 1 |
PUBL5110 | სახელმწიფო მართვა | 6 | 1 |
PUBL5120 | პოლიტიკის პროცესი, ინსტიტუციები და მართვა | 6 | 1 |
PUBL5278 | არასამთავრობო სექტორის მართვა | 6 | 2 |
PUBL6220 | საჯარო პოლიტიკის ანალიზი | 6 | 2 |
PUBL6580 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | 2 |
ECON6580 | ეკონომიკა | 6 | 3 |
MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 3 |
PUBL6570 | კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 3 |
PUBL6300 | სამაგისტრო ნაშრომი საჯარო მმართველობაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 84 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
PUBL5111 | დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში | 6 | |
PUBL5240 | საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები | 6 | |
PUBL6230 | სოციალური პოლიტიკა | 6 | |
BLCH5110 | ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა | 6 | |
IREL5140 | განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში | 6 | |
IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | |
IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | |
LAWP5460 | სამოხელეო სამართალი | 6 | |
LAWP5510 | პოლიტიკური პარტიების სამართალი | 6 | |
PUBL5279 | ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში | 6 | |
STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | |
BLCH5119 | სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | |
FINA5250 | ფინანსების მენეჯმენტი | 6 | |
IREL5120 | თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა | 6 | |
IREL5130 | ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები | 6 | |
LAWB6190 | ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა | 6 | |
LAWI5220 | ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი | 6 | |
LAWP 5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWP5160 | ევროპის კავშირის ადმინისტრაციული სამართალი | 6 | |
LAWP5250 | ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები | 6 | |
MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | |
MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | |
PHMA5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 6 | |
PUBL6112 | კრიზისის მენეჯმენტი საჯარო ორგანიზაციებში | 6 | |
PUBL5112 | არაღიარებული სახელმწიფოების მშენებლობა | 6 | |
PUBL5225 | საგრანტო განაცხადის შემუშავება და წერა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | 1 |
PUBL5111 | დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში | 6 | 1 |
PUBL5279 | ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში | 6 | 2 |
STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | 2 |
BLCH5110 | ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა | 6 | 2 |
PUBL6112 | კრიზისის მენეჯმენტი საჯარო ორგანიზაციებში | 6 | 3 |
MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | 3 |
MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | 3 |
FINA5250 | ფინანსების მენეჯმენტი | 6 | 3 |
PUBL5225 | საგრანტო განაცხადის შემუშავება და წერა | 6 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 60 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWP5510 | პოლიტიკური პარტიების სამართალი | 6 | 2 |
LAWP5460 | სამოხელეო სამართალი | 6 | 2 |
LAWI5220 | ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი | 6 | 3 |
LAWP5250 | ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები | 6 | 3 |
LAWP5160 | ევროპის კავშირის ადმინისტრაციული სამართალი | 6 | 3 |
LAWB6190 | ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა | 6 | 3 |
BLCH5119 | სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | 3 |
LAWP 5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 48 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
PUBL5240 | საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები | 6 | 1 |
PUBL6230 | სოციალური პოლიტიკა | 6 | 1 |
IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | 2 |
IREL5140 | განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში | 6 | 2 |
IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | 2 |
IREL5130 | ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები | 6 | 3 |
IREL5120 | თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა | 6 | 3 |
PHMA5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 6 | 3 |
PUBL5112 | არაღიარებული სახელმწიფოების მშენებლობა | 6 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 54 |
შეფასების სისტემა
ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი) |
24 ქულა / 24%; |
რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას. |
16 ქულა/ 16%; |
შუალედური გამოცდა |
25 ქულა / 25%; |
დასკვნითი გამოცდა |
35 ქულა / 35% |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |