პროგრამა: | საჯარო მმართველობა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე ნოდარ ხერხეულიძე |
სწავლების ენა: | ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საჯარო მმართველობის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა გამჭვირვალეა, მათ შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. |
პროგრამის მიზანი: | საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებსაც პოლიტიკის ცვლილების, ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში. დღეს, საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი სწორედ მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებმა უნდა უზრუნველყონ. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნებისა კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | კურსდამთავრებულს:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-12-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 4 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 61/19 |
პროგრამის დეტალები: | საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს თემატური ბლოკებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. გამოკვეთილი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგნები საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის ბლოკებიდან. შესაძლებელია საგნების არჩევა როგორც ერთი, ასევე სამივე ბლოკიდან, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს სპეციფიკური ცოდნა არჩეული მიმართულებით ან შეარჩიოს მისთვის საინტერესო საგანთა კომბინაცია. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი. 90 კრედიტის შესაბამის საგნებს, მათ შორის სამაგისტრო ნაშრომს საჯარო მართველობაში, სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 30 კრედიტის აღების საშუალება აქვს საჯარო მმართველობის ასარჩევი თემატური ბლოკებიდან. პროგრამაში გათვალისწინებულია საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის თემატური ბლოკები, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს 156 კრედიტს. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
PUBL2020 | საჯარო ადმინისტრირების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები | 6 | 1 |
PUBL5110 | სახელმწიფო მართვა | 6 | 1 |
PUBL6580 | პოლიტიკური იდეოლოგიები | 6 | 1 |
ECON6580 | ეკონომიკა | 6 | 2 |
PUBL2050 | პროექტის მართვა საჯარო სექტორში | 6 | 2 |
PUBL6220 | საჯარო პოლიტიკის ანალიზი | 6 | 2 |
PUBL2030 | საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არაკომერციული მენეჯმენტი | 6 | 3 |
PUBL2040 | საჯარო სერვისების პოლიტიკა და მენეჯმენტი | 6 | 3 |
PUBL2060 | საჯარო პროექტების მონიტორინგი და შეფასება | 6 | 3 |
PUBL6570 | კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | 3 |
PUBL6300 | სამაგისტრო ნაშრომი საჯარო მმართველობაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 90 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
PUBL5240 | საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები | 6 | |
MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | 1 |
STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | 1 |
BLCH5110 | ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა | 6 | 1 |
PUBL5111 | დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში | 6 | 1 |
PUBL6112 | კრიზისის მენეჯმენტი საჯარო ორგანიზაციებში | 6 | 2 |
MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | 2 |
MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | 2 |
PUBL5279 | ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში | 6 | 3 |
MGMT5110 | ოპერაციათა მენეჯმენტი | 6 | 3 |
PUBL5050 | პრაქტიკა საჯარო სექტორში | 6 | 3 |
PUBL5225 | საგრანტო განაცხადის შემუშავება და წერა | 6 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 72 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWP5250 | ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები | 6 | 1 |
LAWP 5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | 1 |
LAWP5510 | პოლიტიკური პარტიების სამართალი | 6 | 2 |
LAWP5460 | სამოხელეო სამართალი | 6 | 2 |
BLCH5119 | სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია | 6 | 2 |
LAWB6190 | ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა | 6 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 36 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
IREL5220 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | 1 |
IREL5110 | საერთაშორისო ურთიერთობების თეორია | 6 | 1 |
IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | 2 |
IREL5322 | გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება | 6 | 2 |
IREL5352 | ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა | 6 | 2 |
IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | 2 |
IREL5321 | გლობალიზაცია, მედია და მმართველობა | 6 | 3 |
IREL5353 | გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა | 6 | 3 |
PHMA5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 6 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 54 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |