პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სპეციალისტები აგრეთვე, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე.

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური მომზადება საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან/მენეჯერულ პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ვიზუალური ლექციები
  • დისკუსიები
  • დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • სიტუაციური ამოცანები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ახალი იდეების შემუშავებისთვის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობების არსის და საერთაშორისო სისტემის პროცესების და ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა;
    • ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების და შიდა სტრუქტურის ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • ენერგო პოლიტიკის და ენერგო უსაფრთხოების საკითხების ცოდნა ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ კონტექსტში;
    • გლობალიზაციის სხვადასხვა თეორიების ცოდნა და მათ შორის განსხვავებების გაგება;
    • განობიერებული ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორიცაა სოციო-ეკონომიკური დინამიკის ასპექტები;
    • მცირე სახელმწიფოების ტიპოლოგიის ცონდა;
    • გაცნობიერებული ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორიცაა მეცნიერულ რეალიზმსა და პოსტ-პოზიტივიზმს შორის ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური სხვაობა
    • მიზეზობრიობის სხვადასხვა კონცეფციათა სიღრმისეული ცოდნა;
    • რაციონალური სახელმწიფოს მოდელებისა, ბიუროკრატიული პოლიტიკის მოდელებისა, ორგანიზაციული პროცესების მოდელებისა და სხვა ცოდნა;
    • საგარეო პოლიტიკაში არსებული სირთულეების ცოდნა;
    • საგარეო პოლიტიკის მოდელების (ფსიქოლოგიური და შემეცნებითი თეორიები) სიღრიმსეული ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • დამოუკიდებლად კვლევის წარმოება, ისტორიული, შედარებითი და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარი;
    • მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების უნარი
    • სხვადასხვა კომპლექსური პოლიტიკური პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით ახალი ორიგინალური გზების ძიების უნარი მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვის და მომზადების უნარი;
    • მაღალი დონის აკადემიური კვლევის წარმოებისათვის ახალი ორგინალური იდეების გამოყენებით დეტალური გეგმის ჩამოყალიბების უნარი;
    • თეორიის განვითარების და თეორიის შემოწმების მიზნით უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით კვლევის ჰიპოთეზის ჩამოყალიბების უნარი;
    • დამოუკიდებელი ცვლადებისათვის კონცეფციის გამორკვევისა და განსაზღვრის უნარი;
    • კავკასიის გლობალური პოლიტიკის ჭრილში ჰიპოთეზის ფორმულირების და კვლევის დამოუკიდებლად ჩატერების უნარი;
    • სხვადასხვა საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებში დამოუკიდებელი კვლევის უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფაქტობრივად დასაბუთებული არგუმენტის და დასკვნის გამომუშავებისთვის, სხვადასხვა ინფორმაციების გამოყენების და სინთეზის უნარი;
    • მიმდინარე რთული პოლიტიკურ მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • ზოგადი თეორიული არგუმენტების და დასკვნის გამოტანისთვის, ემპირიული მონაცემების გამოყენების უნარი;
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების, გადამუშავების და დასკვნის გამოტანის უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება, მათ შორის EBSCO Research Databases, JSTOR);
    • არასრული მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა წყაროების სანდოობის შეფასების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხების ღრმად გაანალიზების და პროფესიული შეფასების უნარი;
    • ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების გამოყენების უნარი (მაგ: სტატისტიკის დეპარტამენტი, CRRC და ა.შ.);
    • სისტემური მონაცემებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრის უნარი და სხვადასხვა სახის მონაცემთა წყაროების იდენტიფიცირების უნარი;
    • დასკვნების გაკეთების უნარი, რეალური მაგალითებისა თუ რთული და არასრული მონაცემებიდან აღებული ქეისების საფუძველზე.
    • კვლევისთვის შეთავაზებული წინადადებების კრიტიკულად შეფასების უნარი საერთაშორისო ურთიერთობებში

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტიანი მონაწილეობის და მაღალ პროფესიულად წარდგენის უნარი; ანგარიშების, და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ დონეზე;
    • გუნდური მუშაობის უნარი;
    • კვლევის ანგარიშის წერის უნარი სხვადასხვა აკადემიური მიზნებისთვის
    • ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებსა და ტენდენციებში აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან;
    • ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი თავისი დასკვნების შესახებ აკადემიურ, თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სამეცნიერო -პროფესიული ლიტერატურის და წყაროების გამოყენებით, დამოუკიდებლად სწავლის და განვითარების უნარი;
    • საჭიროებიდან გამომდინარე სადოქტორო საფეხურზე სწავლის დაგეგმვის უნარი;
    • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში, სამეცნიერო ჟურნალებში, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში პუბლიკაციების გამოქვეყნების უნარი, როგორც ქართულ, ასევე სხვა უცხოურ ენებზე.
    • პროფესიული განვითარების მიზნით სტრატეგიული სასწავლო გეგმების შემუშავების უნარი;
    • დროის მართვის უნარი;
    • სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გათავისებული პროფესიული,ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების მიმართ სხვათა დამოკიდებულებები;
    • ახალი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა და სხვა) პროცესში წვლილის შეტანა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
    • ახალი სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული ღირებულებების ფორმირებაში წვლილის შეტანა;
    • განსხვავებული აზრისა და შეხედულების პატივისცემა;
    • კულტურული, პიროვნული, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-09-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 02-05
    პროგრამის დეტალები: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში. დანარჩენი კრედიტები უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6 1
    IREL5220საერთაშორისო ორგანიზაციები6 1
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა6 1
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი6 1
    IREL6225კვლევის დიზაინი და თვისებრივი მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობებში6 1
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში6 2
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6 2
    IREL6110საგარეო პოლიტიკის ანალიზი6 2
    IREL6220სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში30 4

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 42 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5140განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში6
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა6
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    IREL5120თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა6
    IREL5125ბირთვული იარაღის გავრცელების და გაუვრცელებლობის საკითხები6
    IREL5130ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები6
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა6
    IREL6143ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ცივი ომის შემდგომ6

    კრედიტების ჯამი:

    54









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი