პროგრამა: | საერთაშორისო ურთიერთობები |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | შალვა ძებისაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სპეციალისტები აგრეთვე, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე.
სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური მომზადება საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან/მენეჯერულ პოზიციებზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს აქვს:
უნარი კურსდამთავრებულს აქვს:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს აქვს:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 02-09-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 02-05 |
პროგრამის განახლების თარიღი: | 12-03-2014 |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 51-14 |
პროგრამის დეტალები: | საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში. დანარჩენი კრედიტები უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურ ენაზე. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
IREL5230 | დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა | 6 | 2 |
IREL5110 | საერთაშორისო ურთიერთობების თეორია | 6 | 1 |
IREL5220 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | 1 |
IREL6120 | საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი | 6 | 1 |
IREL6225 | კვლევის დიზაინი და თვისებრივი მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობებში | 6 | 1 |
IREL5235 | სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში | 6 | 2 |
IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | 2 |
IREL6110 | საგარეო პოლიტიკის ანალიზი | 6 | 2 |
IREL6220 | სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 78 |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 42 კრედიტი. | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
IREL5310 | ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები | 6 | |
IREL5320 | სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა | 6 | |
IREL5340 | კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები | 6 | |
IREL5360 | ომი და ომის სამართალი | 6 | |
IREL5352 | ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა | 6 | |
IREL5140 | განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში | 6 | |
IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | |
IREL6153 | გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი | 6 | |
KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | |
IREL5120 | თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა | 6 | |
IREL5126 | ბირთვული გაუვრცელებლობა | 6 | |
IREL5130 | ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები | 6 | |
IREL5131 | ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 78 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |