eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმატიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სერგო ცირამუა
სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური და ამავდროულად, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, განუვითაროს კურსდამთავრებულებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები და მისცეს მათ მულტიდისციპლინარულ განათლება, დანერგოს მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილება, მოწინავე იდეები და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები განათლების, მეცნიერების, ბიზნესის მართვის სფეროში. პროგრამის მიზანია სტუდენტი ჩამოაყალიბოს როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტუნარიანი სპეციალისტი და როგორც ინფორმაციული ტექნო¬ლოგიების მენეჯერი, მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ადმინისტრატორი, ვებ-ადმინისტრატორი, პროგრამისტი, რომელიც შეძლებს საინჟინრო თუ საზოგადოებრივი მეცნიერების ამა თუ იმ დარგში დასმული ამოცანის მეცნიერული გადაწყვეტა თანამედროვე საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს დასაქმდნენ ბანკებში, სადაზღვევო, კვლევით, მარკეტინგულ, სამეცნიერო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებად, ვებ–ადმინისტრატორებად, ქსელის ადმინისტრატორებად, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორებად.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები. კვლევების ჩატარება; კრიტიკული ანალიზი;
  • ლექცია-სემინარები;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • მზარდი სირთულის კვლევის წარმოება. პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • პროექტები;
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა. შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში. წერითი მუშაობის მეთოდი;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშავოს ახალი, სტანდარტულისგან განსხვავებული იდეები;
    • კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების, უსაფრთხოების და ადმინისტრირების მეთოდების ცოდნა;
    • მათემატიკური ლოგიკისა და ალბათობის თეორიის ძირითადი თეორემებისა და ოპერაციების ცოდნა;
    • პროგრამულ გარემოში მობილური აპლიკაციების შექმნის და შესაბამის ინსტრუმენტების ცოდნა
    • კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური მეთოდების ცოდნა
    • მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა
    • მიკროპროცესორული სისტემების პროგრამირების ცოდნა
    • ERP სტრუქტურისა და ამ სისტემების ფუნქციონალობის ცოდნა
    • თანამედროვე პროგრამულ ბაზარზე არსებული ინდუსტრიული პლატფორმების დეველოპმენტის ცოდნა
    • მიკროპროცესორული სისტემების გარემოში პროექტის შემუშავების ცოდნა
    • Web პლატფორმაზე დაფუძნებული პროგრამირება, პროექტის შექმნისა და მართვის ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • დამოუკიდებლად დიდი ზომის ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების უნარი;
    • პროგრამულ გარემოში პროდუქტების შემუშავების უნარი;
    • კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ოპტიმალური დაპროექტების უნარი
    • კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური მეთოდების გამოყენების უნარი
    • მობილური პლიკაციების შექმნის და დისტრიბუციის უნარი;
    • დასმული ტექნიკური ამოცანიდან გამომდინარე საჭირო მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების გამოყენების უნარი
    • შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით ERP სისტემის შემუშავების უნარი.
    • მიკროკონტროლერების მართვის პროგრამის შედგენის უნარი
    • თანამედროვე ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების ენებში თავისუფლად მუშაობის უნარი;
    • პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
    • სამეცნიერო, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ქსელური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
    • რთული სისტემების მახასიათებლების რაოდენობრივი შეფასების მაჩვენებლების საფუძველზე ოპტიმალური სტრუქტურ ის შერჩევის უნარი;
    • კომპიუტერული გრაფიკის საკითხებში შესაბამისი მათემატიკური მეთოდების გამოყენების აუცილებლობის განსაზღვრის დასკვნის გაკეთების უნარი
    • მიკროკონტროლერების და მიკროპროცესორული სისტემების შესახებ მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, განზოგადების, და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი.
    • ERP სისტემების კვლევების საფუძველზე ამათუიმ მიდგომის ეფექტურობის თაობაზე დასკვნის შემუშავების უნარი.
    • ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების ენებთან დაკავშირებული სიახლეების ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • აკადემიური, პროფესიული საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს (ჯანდაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი, ენერგეტიკა და სხვა) წარმომადგენლებისათვის თავისი დასკვნებისა და არგუმენტაციის მიწოდებისა და დაცვის უნარი;
    • დისკუსიებში პროფესიული მონაწილეობის უნარი;
    • გუნდის როგორც მართვის, ისე ეფექტური წევრობის უნარი;
    • აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით არგუმენტაციისა და თავისი დასკვნების წარმოდგენის უნარი;
    • შედეგების წერილობით (მათ შორი ელექტრონული სახით) წარმოდგენის უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მენეჯმენტის უნარი;
    • საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და(თვითშეფასების) უნარი;
    • მიღებული ცოდნის საშუალებით დამოუკიდებლად სწავლის პროცესის გაგრძელების უნარი;
    • სწავლის პროცესის თავისებურებების დამოუკიდებლად გაცნობიერებისა და სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი;
    • პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
    • საჭიროებიდან გამომდინარე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით მომდევნო (სადოქტორო) საფეხურზე სწავლის საჭიროების დადგენის უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცალკეულ დარგთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულებების შეფასება;
    • პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
    • პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად შეძენილი ცოდნის გამოყენება;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-09-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 42
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-02-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 50-14
    პროგრამის დეტალები: პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად საგნები 90 ECTS, პროგრამის არჩევით საგნები 30 ECTS; პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS). არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 48 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 30 ECTS.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა6 1
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6 1
    INFO5221რთული სისტემების ლოგიკურ-ალბათური მოდელირება6 1
    INFO6250ინდუსტრიულ პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 1
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6 2
    INFO6130Android პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 2
    INFO6135Web პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 3
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6 3
    INFO6240სამაგისტრო ნაშრომი ინფორმატიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BLCH5230ბიზნეს-პროცესები6
    INFO3244IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5280ციფრული ინფორმაციის სამართალი6
    INFO6271მონაცემთა ბაზების სისტემები6
    INFO6291კომპიუტერული ქსელის დიზაინი და მართვა6
    INFO6292Visual Basic6
    INFO6293დაპროგრამების პარადიგმები6
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5140ინოვაციური ბიზნეს-მოდელები6
    INFO2525ბლოკჩეინი და IV ინდუსტრიული რევოლუცია6
    INFO3241IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5120ArcGIS სისტემები6
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO5230მიკროპროცესორები და მიკროპროცესორული სისტემები6
    INFO6150მათემატიკური მოდელირება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    INFO6261სისტემური დაპროგრამება6
    BLCH5110ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა6
    BLCH5210ფულის დეცენტრალიზაცია და კრიპტოვალუტები6
    BLCH5310ბლოკჩეინი 2.0 - გონიერი აქტივები და სმარტკონტრაქტები6
    INFO3242IT სერვისების ოპერირება და მუდმივი გაუმჯობესება6
    INFO5252Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO5260მიკროპროცესორების სისტემების პროგრამირება6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    INFO6220ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა6
    INFO6260IT პროექტების მართვა6
    INFO6270ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია6
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I6
    INFO6281ბიზნესის ანალიზის და ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგია მონაცემთა საცავებში6
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II6
    MATH4119კრიპტოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    186









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი