პროგრამა: | ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ) |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ეკა გეგეშიძე |
სწავლების ენა: | ინგლისური |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის უზრუნველყოფა. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ფუნდამენტურ ცოდნას ბიზნეს ადმინისტრირების ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა ფინანსები, მარკეტინგი, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვა; ასევე საბანკო, სადაზღვევო, სამრეწველო და საფინანსო სექტორებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუსავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | ცოდნისა და გაცნობიერების მიღწევის მეთოდები:
- ლექცია-სემინარები
- წიგნზე მუშაობის მეთოდი
- ახსნა-განმარტებითი მეთოდი
- დემონსტირების მეთოდი
- ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
- ინტერაქტიულ მეცადინეობები
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მიღწევის მეთოდები:
- სიტუაციური ამოცანები
- როლური თამაში
- სიახლეთა გარჩევა
- მცირე კვლევების ჩატარება
- პრაქტიკული მუშაობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- იმიტირებული შესრულება
- საველე სამუშაოები
- პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
- მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება
დასკვნის უნარის განვითარების მეთოდები:
- კრიტიკული ანალიზი
- დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
- ჯგუფური დავალებები
- პროექტები
- პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
- შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
- ლიტერატურის მიმოხილვა
- საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
- სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
სწავლის უნარის განვითარების მეთოდები:
- წიგნზე მუშაობის მეთოდი
- შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
- კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები:
- წერითი მუშაობის მეთოდი
- თემების დაწერა
- პრეზენტაციების წარდგენა
- ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
- დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები:
- წერითი მუშაობის მეთოდი
- თემების დაწერა
- პრეზენტაციების წარდგენა
- ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
- დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ექნება: მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების ცოდნა;გაცნობიერებული ბაზრის: მისი მონაწილეებისა და საბაზრო ძალების, კონკურენციის როლი წარმოებასა და ფასწარმოქმნაში;გაცნობიერებული ხელისუფლების როლი ეკონომიკაში;მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკასთან, ინფლაციასა და უმუშევრობასთან, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული თეორიებისა და პრინციპების ცოდნა, გაცნობიერებული ურთიერთკავშირი;ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში გამოყენებადი მათემატიკური თეორიების, სტატისტიკურ–ალბათური მოდელების ცოდნა;გაცნობიერებული მენეჯმენტის მეცნიერული სკოლების მიღწევები;გაცნობიერებული ბიზნესის ეთიკურ–სამართლებრივ გარემო;ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ცოდნა;ორგანიზაციისა და გარემოს კრიტიკული ანალიზის მეთოდების, სიტუაციათა შეფასებისა და მოდელირების თანამედროვე ინსტრუმენტების, ორგანიზაციულ კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობების შეფასების მეთოდების ცოდნა;კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესების ცოდნა;სტრატეგიული ალტერნატივების შეფასებისა და კონკურენტული ბიზნეს-სტრატეგიების შემუშავების მეთოდიკის ცოდნა;ბიზნესის ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მართვის თეორიული საფუძვლების ცოდნა;გაცნობიერებული მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზების პრინციპები და ზოგადი მეთოდები, მათი ურთიერთკავშირი;გაცნობიერებული მენეჯმენტის სტრატეგიული, ინოვაციური, საწარმოო, საფინანსო, გლობალურ-საერთაშორისო, ადმინისტრაციულ, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური და სხვა ასპექტები;მარკეტინგის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების, ორგანიზაციის კონკურენტული პოზიცირების თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების თეორიულ-პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა;პროდუქციის გასაღების ქსელის ფორმირების მოდელების ცოდნა;საერთაშორისო მარკეტინგში გამოყენებადი სასაქონლო ნიშნების, და ფასების სისტემის, პროდუქციის გასაღების და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ცოდნა;რეკლამისა და პრომოუშენის მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიების, პრომოუშენის ღონისძიებების ბიუჯეტირებისა და ფასდადების ზოგადი მეთოდოლოგიის, ფასეულობაზე დაფუძნებული ფასწარმოქმნისა და საფასო პოლიტიკის სტრატეგიების ცოდნა;პრომო აქციების სწორი ტაქტიკისა და ეფექტური სარეკლამო კამპანიის წარმართვის თეორიული საფუძვლების ცოდნა;გაცნობიერებული კონკურენტული უპირატესობების გამოვლენისა და ბრენდ მენეჯმენტის ეფექტიანობის შეფასების საკითხები, თანამედროვე PR ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და ნდობის მოპოვების მეთოდები;ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითდი პრინციპების, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდების, დანახარჯთაღრიცხვის, თვითღირებულების დადგენის და ბიუჯეტის შედგენის მეთოდების ცოდნა;თეორიული ცოდნა ფინანსური ბაზრების, ინსტრუმენტების და ინსტიტუტების შესახებ;ინვესტიციებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების, საინვესტიციო პორტფელის შედგენის მეთოდების, რისკების ანალიზისა და მენეჯმენტის თეორიული საფუძვლების ცოდნა. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს ექნება: როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;მართვის, დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის უნარი;გამომუშავებული ლიდერული უნარ–ჩვევები;სტრატეგიული ხედვის შემუშავების, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიზნეს–გეგმის შედგენის, ოპერაციული გეგმის შედგენისა და კრიტიკული გზის დადგენის უნარი;წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარკეტინგული კვლევის ჩატარების, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური მახასიათებლების დადგენის უნარი;ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური, აპარატის გამოყენების უნარი;სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგებების შედგენის უნარი;შედეგების შესაფასებელი კოეფიციენტების გამოყვანის უნარი;საინვესტიციო პროექტების შეფასების უნარი;დანახარჯთაღრიცხვის წარმოების, პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშების, ბიუჯეტი შედგენის უნარი;უნარი მოიძიოს ინფორმაცია საფონდო ბაზრებზე ვაჭრობაში არსებული ინსტრუმენტების შესახებ, შეადგინოს საინვესტიციო პორტფელი. დასკვნის უნარი კურსდამთავრებულს ექნება: უნარი გაანალიზოს კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაცია;მარკეტინგული კვლევების შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და სათანადო არგუმენტაციით დასაბუთების უნარი;წარსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაყიდვების მოცულობის, ფასების და ა.შ. პროგნოზირების უნარი;გარემოს და საბაზრო ძალების ანალიზის უნარი, შეძლებსკონკურენტების შეფასებას, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზს;ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზებას და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარი;ფაქტობრივი მონაცემების ბიუჯეტურთან შედარებისას გამოვლენილი გადაცდომების ანალიზისა და მიზეზების დადგენის უნარი;საინვესტიციო პროექტების შეფასების შედეგად ოპტიმალური საინვესტიციო გადაწყვეტის პოვნის უნარი;ცნობილ ეკონომკურ და ბიზნეს–პროფილის ჟურნალ-გაზეთებში, სპეციალურ სატელევიზიო გადაცემებში მოწოდებული ინფორმაციის გაგების, გაანალიზებისა და სათანადო დასკვების გამოტანის უნარი. კომუნიკაციის უნარი კურსდამთავრებულს ექნება: უნარი წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების თანხლებით პრეზენტაციის ფორმით;უნარი კომუნიკაციისას გამოიყენოს დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკა და ტერმინები;უნარი დაინტერესებულ პირებს, როგორც სპეციალისტებს, ისე არა სპეციალისტებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, აღწეროს დასმული პრობლემა და გასაგებად გადასცეს პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებები;უნარი მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში;უნარი მოამზადოს და წარმოადგინოს შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიში;უნარი აწარმოოს სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, აგრეთვე საშუალო დონეზე კომუნიკაცია რომელიმე მეორე უცხო ენაზე;უნარი აწარმოოს აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენცია. სწავლის უნარი კურსდამთავრებულს ექნება: უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინოს ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებების ინდენტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აირჩიოს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით;უნარი დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით;უნარი დამოუკიდებლად ეწეოდეს მუდმივ თვითგანათლებას ქართული და ინგლისურენოვანი სპეციალური ლიტერატურის, სამეცნიერო საჟურნალო და საგაზეთო სტატიების მეშვეობით. ღირებულებები კურსდამთავრებულს ექნება: ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში;გაცნობიერებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები. როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხები;გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში;გაცნობირებული ამ ღირებულებების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, შესაბამისად, მისი და მისი შთამომავლების კეთილდღეობისთვის, რაც სტიმულს მისცემს მათ დასამკვიდრებლად სწრაფვას. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 06-13-2012 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 21-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | 08-30-2016 |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 31-16 |
პროგრამის დეტალები: | სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს 12 თავისუფალი კრედიტი |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს). უნივერსიტეტში სასწავლო დღე მოიცავს ლექციებს. ლექცია შედგება რამდენიმე ნაწილისგან (თეორიული, პრაქტიკული ), თითოეულის ხანგრძლივობაა 60 წუთი. სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25, გამონაკლისის სახით - 50 სტუდენტით, ჯგუფში 10-ზე ნაკლები სტუდენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ გახსნას ჯგუფი. |
|
MATH1111E | მათემატიკა ეკონომისტებისათვის I | 6 |
1 |
ECON1290E | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 |
2 |
LAWB4300E | კორპორაციები | 6 |
2 |
MATH1211E | მათემატიკა ეკონომისტებისათვის II | 6 |
2 |
PSYC1275E | სოციალური ფსიქოლოგია | 6 |
2 |
ACCT2122E | ფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი I) | 6 |
3 |
ECON2190E | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 |
3 |
INFO1133E | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 |
3 |
MGMT2110E | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 |
3 |
MKTG2210E | მარკეტინგის საფუძვლები | 6 |
3 |
ACCT2210E | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 |
4 |
ACCT2221E | ფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი II) | 6 |
4 |
ECON2160E | მიკროეკონომიკა I | 6 |
4 |
MGMT2210E | სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები | 6 |
4 |
STAT2218E | ბიზნესის სტატისტიკა | 6 |
4 |
FINA3115E | ფინანსების საფუძვლები | 6 |
5 |
MGMT3110E | ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები | 6 |
5 |
COMM4130E | რეკლამის საფუძვლები | 6 |
6 |
ECON3210E | საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები | 6 |
6 |
MGMT3121E | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 6 |
6 |
MGMT3221E | ბიზნეს-კომუნიკაციები | 6 |
6 |
FINA3220E | ინვესტმენტის საფუძვლები | 6 |
7 |
MGMT3211E | ადამიანური რესურსების მართვა | 6 |
7 |
MKTG3210E | მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები | 6 |
7 |
MKTG3220E | მარკეტინგული კვლევა | 6 |
7 |
MKTG4110E | ბრენდის მენეჯმენტი | 6 |
7 |
BUSN4250E | პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში | 30 |
8 |
| კრედიტების ჯამი: | 186 | |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 12 კრედიტი. ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა, უცხოელ სტუდენტებს კი ქართული ენა |
ENGL1110E | ზოგადი ინგლისური I | 6 |
|
KART1141 | ქართული, როგორც უცხოური ენა I | 6 |
|
ENGL1120E | ზოგადი ინგლისური II | 6 |
|
KART1241 | ქართული, როგორც უცხოური ენა II | 6 |
|
COMM4120E | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 |
|
ECON2260E | მიკროეკონომიკა II | 6 |
|
INTR4210E | პრაქტიკა ბიზნესში | 12 |
|
MATH2111E | მათემატიკა ეკონომისტებისათვის III | 6 |
|
MGMT4220E | პროექტის მენეჯმენტი | 6 |
|
MKTG4220E | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 |
|
MKTG4230E | გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები | 6 |
|
BUSN3210E | პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში | 6 |
|
FINA4115E | კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე) | 6 |
|
INFO3212E | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში | 6 |
|
INTR4220E | სტაჟირება | 3 |
|
INTR4309E | სტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში | 6 |
|
| კრედიტების ჯამი: | 99 | |