eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალი (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ანა ხურციძე
ლალი ლაზარაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - სამართლის მაგისტრი ; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი სამართალში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის შემთხვევაში; • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; ინგლისური ენის გამოცდისგან პირი თავისუფლდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას ((IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam) გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179)) ან საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. • სპეციალობაში გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და ჩარიცხვის შესახებ პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მისცემს იხილოს ინგლისური ენის ტესტების და სპეციალობის საგამოცდო საკითხების ნიმუშები. შენიშვნა არანაკლებ 120 ECTS-იანი სამართლის სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის I ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია, სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, გააგრძელოს სწავლა ამავე პროგრამაზე, სამაგისტრო პროგრამის II ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ I ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120 ECTS-იანი სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის II ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. სამართლის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 120 ECTS-იანი პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის II ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120 ECTS-იანი სამართლის სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის I ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
პროგრამის მიზანი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნები დიფერენცირებულია სამაგისტრო პროგრამის I და II ნაწილების მიხედვით. სადაც, არანაკლებ 120 ECTS-იანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია:

  • სტუდენტს მისცეს სამართლის ერთ ან რამდენიმე სფეროში სიღრმისეული და სისტემური ცოდნა, ხელი შეუწყოს ამ ცოდნის კრიტიკულ გააზრებას თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციების, ეროვნული, საერთაშორისო ან/და შედარებით-სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით და შექმნას საფუძველი ახალი, ორიგინალური სამართლებრივი იდეების ფორმირებისთვის;
  • უზრუნველყოს სტუდენტებში სამართლებრივი ინფორმაციის, მათ შორის, ეროვნული, საერთაშორისო და ევროპული სამართლის წყაროების, სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის მოძიების, კრიტიკული გააზრებისა და პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება;
  • სტუდენტის თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება, სამართლებრივი პრობლემების კომპლექსური გააზრების, ანალიზისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო საფუძვლის შექმნის გზით;
  • კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური იურისტის მომზადება, რომლის თეორიული ცოდნა, პრაქტიკული მზაობა და პროფესიული პასუხისმგებლობა შეესაბამება სამართლის სფეროში არსებულ მოთხოვნებს, ეფუძნება პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ქმნის საფუძველს პროფესიულ პრაქტიკაში წვლილის შესატანად.
  • სამართლის შესაბამის სფეროში სტუდენტს განუვითაროს კვლევითი, ანალიტიკური და აკადემიური წერის კომპეტენციები, რათა მან შეძლოს სამართლის სფეროში დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა, შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა და გამოყენება, კვლევის აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით განხორციელება და დასაბუთებული კვლევის შედეგების წარმოდგენა.

სამართლის სამაგისტრო პროგრამის I ნაწილის მიზნებია:

  • სტუდენტს მისცეს სამართლის ერთ ან რამდენიმე სფეროში სიღრმისეული და სისტემური ცოდნა, ხელი შეუწყოს ამ ცოდნის კრიტიკულ გააზრებას თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციების, ეროვნული, საერთაშორისო ან/და შედარებით-სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით და შექმნას საფუძველი ახალი, ორიგინალური სამართლებრივი იდეების ფორმირებისთვის.
  • უზრუნველყოს სტუდენტებში სამართლებრივი ინფორმაციის, მათ შორის, ეროვნული, საერთაშორისო და ევროპული სამართლის წყაროების, სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის მოძიების, კრიტიკული გააზრებისა და პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებისთვის საჭირო საფუძვლების ჩამოყალიბება;
  • სტუდენტის თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება, სამართლებრივი პრობლემების კომპლექსური გააზრების, ანალიზისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო საფუძვლის შექმნის გზით;
  • კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური იურისტის მომზადება, რომლის თეორიული ცოდნა, პრაქტიკული მზაობა და პროფესიული პასუხისმგებლობა შეესაბამება სამართლის სფეროში არსებულ მოთხოვნებს, ეფუძნება პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ქმნის საფუძველს პროფესიულ პრაქტიკაში წვლილის შესატანად.

სამართლის სამაგისტრო პროგრამის II ნაწილი აერთიანებს I ნაწილის მიზნებს და დამატებით მიზნად ისახავს:

  •  სამართლის შესაბამის სფეროში სტუდენტს გაუღრმავოს თეორიული ცოდნა, განუვითაროს კვლევითი, ანალიტიკური და აკადემიური წერის კომპეტენციები, რათა მან შეძლოს სამართლის სფეროში დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა, შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა და გამოყენება, კვლევის აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით განხორციელება და დასაბუთებული კვლევის შედეგების წარმოდგენა.

პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ან/და კვლევის მაგისტრის სამართალში აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად II ნაწილის კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ინტერაქციული მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და
  • სინთეზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
  • სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • გუნდური მუშაობა;
  • როლური თამაშები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშობის მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • სიახლეთა გარჩევა.​
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს და განმარტავს სამართლის ერთი ან რამდენიმე სფეროს თანამედროვე განვითარების ტენდენციებს, უახლეს მიღწევებსა და გამოწვევებს, მათ შორის, ეროვნული, საერთაშორისო და შედარებითსამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით;
    • ახასიათებს თანამედროვე სამართლებრივი სისტემების განვითარების ძირითად მიმართულებებს, მათ ურთიერთმიმართებას, აგრეთვე ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან საკითხებს;
    • კრიტიკულად განიხილავს და განმარტავს სამართლის ერთი ან რამდენიმე სფეროს სამართლებრივ ურთიერთობათა თეორიულ-დოგმატურ და პრაქტიკულ თავისებურებებს, სასამართლო პრაქტიკის ძირითად ტენდენციებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრაქტიკაში გამოვლენილ სამართლებრივ პრობლემებს, რომელთა განზოგადებით განსაზღვრავს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს;
    • ხსნის და განსაზღვრავს ქართული სამართლის განვითარებაზე ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას.

     

    II ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:

    • სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს და განმარტავს სამართლის ერთი ან რამდენიმე სფეროს თანამედროვე განვითარების ტენდენციებს, უახლეს მიღწევებსა და გამოწვევებს, მათ შორის, ეროვნული, საერთაშორისო და შედარებითსამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით;
    • ახასიათებს თანამედროვე სამართლებრივი სისტემების განვითარების ძირითად მიმართულებებს, მათ ურთიერთმიმართებას, აგრეთვე ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან საკითხებს;
    • კრიტიკულად განიხილავს და განმარტავს სამართლის ერთი ან რამდენიმე სფეროს სამართლებრივ ურთიერთობათა თეორიულ-დოგმატურ და პრაქტიკულ თავისებურებებს, სასამართლო პრაქტიკის ძირითად ტენდენციებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრაქტიკაში გამოვლენილ სამართლებრივ პრობლემებს, რომელთა განზოგადებით განსაზღვრავს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს;
    • ხსნის და განსაზღვრავს ქართული სამართლის განვითარებაზე ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას.
    • სიღრმისეულად ხსნის სამართლის სფეროში არსებულ კომპლექსურ თეორიულ პრობლემებს, თანამედროვე მეცნიერულ მიდგომებს და აფასებს მათ მნიშვნელობას სამართლის მეცნიერების განვითარებასა და პრაქტიკის სრულყოფაში;
    • აღწერს კვლევის მეთოდებს, აკადემიური წერის სტანდარტებსა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, არჩევს საკვლევი საკითხის შესაბამის მეთოდოლოგიურ მიდგომას და განმარტავს მათი გამოყენების მნიშვნელობას კვლევითი ნაშრომის მომზადების პროცესში. 

  • უნარი
  • I ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • ამოიცნობს და აანალიზებს კომპლექსურ სამართლებრივ შემთხვევებს, მათ შორის, არასრული ან წინააღმდეგობრივი ინფორმაციის პირობებში, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს და აყალიბებს ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს;
    • აერთიანებს სამართლის ნორმებს, სასამართლო პრაქტიკას, დოქტრინას და უახლეს პროფესიულ ცოდნას და მათი სინთეზის საფუძველზე შეიმუშავებს სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის არგუმენტირებულ გზებს;
    • მოიძიებს სამართლებრივ ნორმებს, იყენებს ნორმის განმარტების სხვადასხვა მეთოდს და დასაბუთებულად შეაფარდებს მათ, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლის ნორმების ურთიერთკავშირის გათვალისწინებით;
    • აანალიზებს და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, საკანონმდებლო ნოვაციებს, სამართლის დოგმატიკის სიახლეებს, რის შემდგომაც გამოკვეთს სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს
    • შეაჯერებს საკანონმდებლო ხარვეზებს, არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას და სამეცნიერო კვლევების არასრულ ან ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს და აყალიბებს მათი სრულყოფისათვის არგუმენტირებულ დასკვნებს; 
    • პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, ზეპირი და წერილობითი ფორმით, აკადემიური ეთიკის სტანდარტების შესაბამისად, წარუდგენს საკუთარ სამართლებრივად არგუმენტირებულ შეხედულებებს.

    II ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:

    • ამოიცნობს და აანალიზებს კომპლექსურ სამართლებრივ შემთხვევებს, მათ შორის, არასრული ან წინააღმდეგობრივი ინფორმაციის პირობებში, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს და აყალიბებს ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს;
    •  აერთიანებს სამართლის ნორმებს, სასამართლო პრაქტიკას, დოქტრინას და უახლეს პროფესიულ ცოდნას და მათი სინთეზის საფუძველზე შეიმუშავებს სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის არგუმენტირებულ გზებს;
    • მოიძიებს სამართლებრივ ნორმებს, იყენებს ნორმის განმარტების სხვადასხვა მეთოდს და დასაბუთებულად შეაფარდებს მათ, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლის ნორმების ურთიერთკავშირის გათვალისწინებით;
    • აანალიზებს და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, საკანონმდებლო ნოვაციებს, სამართლის დოგმატიკის სიახლეებს, რის შემდგომაც გამოკვეთს სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
    • შეაჯერებს საკანონმდებლო ხარვეზებს, არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას და სამეცნიერო კვლევების არასრულ ან ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს და აყალიბებს მათი სრულყოფისათვის არგუმენტირებულ დასკვნებს; 
    • პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, ზეპირი და წერილობითი ფორმით, აკადემიური ეთიკის სტანდარტების შესაბამისად, წარუდგენს საკუთარ სამართლებრივად არგუმენტირებულ შეხედულებებს და აკეთებს მოხსენებებს;
    • სამართლის შესაბამის სფეროში არსებული აქტუალური თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გათვალისწინებით აგებს დამოუკიდებელი კვლევის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, განსაზღვრავს საკვლევი საკითხის მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, აყალიბებს კვლევის მიზანსა და კითხვებს და ასაბუთებს შერჩეული მეთოდოლოგიური მიდგომის რელევანტურობას;
    • სამართლებრივი დოქტრინის, სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობისა და თანამედროვე მეცნიერული მიდგომების კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე იკვლევს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემას და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს, რომლებიც მიმართულია სამართლებრივი ცოდნის განვითარებისა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტისკენ;
    • აკადემიური კეთილსინდისიერების, კვლევითი ეთიკისა და აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით ნაშრომს და კვლევის შედეგებს არგუმენტირებულად წარადგენს აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად გეგმავს და წარმართავს პროფესიულ საქმიანობას კომპლექსურ, ცვალებად და მულტიდისციპლინურ სამართლებრივ გარემოში, სამართლებრივი რისკების, ეთიკური სტანდარტებისა და სტრატეგიული მიდგომების გათვალისწინებით;
    • მონაწილეობს სამართლებრივი პრაქტიკის შეფასების, განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში, პროფესიული გამოცდილების, კრიტიკული თვითრეფლექსიისა და სამართლის თანამედროვე გამოწვევების გააზრების საფუძველზე;
    • იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ და აკადემიურ გარემოში თანამშრომლობითი საქმიანობის ხარისხზე, ხელს უწყობს საკუთარი და სხვების პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ეთიკურ და ეფექტიან წარმართვას;
    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლისა და პროფესიული განვითარების საჭიროებებს, სისტემურად აახლებს ცოდნასა და უნარებს და იყენებს მათ სამართლებრივი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; 

    II ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული: 

    • დამოუკიდებლად მართავს და სტრატეგიულად წარმართავს პროფესიულ საქმიანობას კომპლექსურ, ცვალებად და მულტიდისციპლინურ სამართლებრივ გარემოში, სამართლებრივი რისკების, ეთიკური სტანდარტებისა და სტრატეგიული მიდგომების გათვალისწინებით;
    • მონაწილეობს სამართლებრივი პრაქტიკისა და ცოდნის განვითარებაში, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, კრიტიკული თვითრეფლექსიისა და სამართლის თანამედროვე გამოწვევების გააზრების საფუძველზე;
    • იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ და აკადემიურ გარემოში თანამშრომლობითი საქმიანობის ხარისხზე, ხელს უწყობს საკუთარი და სხვების პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ეთიკურ და ეფექტიან წარმართვას;
    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი სწავლისა და პროფესიული განვითარების საჭიროებებს, სისტემურად აახლებს ცოდნასა და უნარებს და იყენებს მათ სამართლებრივი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-24-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    • LAWC8080 სამაგისტრო ნაშრომი სამართალში წინაპირობაა სტუდენტის მიერ აკადემიური წერის, კვლევის მეთოდებისა და კვლევითი კოლოქვიუმის კურსების წარმატებით დასრულება.

    ინგლისურ ენაზე ხორციელდება პროგრამის შემდეგი კომპონენტები: LAWC5316 იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრანტებისთვის; LAWP5255 აშშ-ის სამართლებრივი სისტემა.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სამართლის სამაგისტრო პროგრამა შედგება არანაკლებ 120 ECTS-სგან, რომელიც აგებულია ორი თანმიმდევრული, შინაარსობრივად დაკავშირებული 60 ECTS-იანი ნაწილისგან.

    სამაგისტრო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად ორ თანმიმდევრულ 60 ECTS-იან ნაწილად არის ორგანიზებული, შინაარსობრივად წარმოადგენს ერთიან საგანმანათლებლო პროგრამას. მისი სტრუქტურა ეფუძნება სწავლის შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის საფუძველზეც სტუდენტის ცოდნა, უნარები და პროფესიული კომპეტენციები ვითარდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პროგრამის სხვადასხვა კომპონენტთან ურთიერთკავშირში.

    პროგრამის I ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს პროგრამის ძირითად (36 ECTS) და არჩევით სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს (24 ECTS). პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს: 

    სწავლის სფეროს შესაბამის ოთხ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს (24 ECTS):

    • ევროპის კავშირთან სამართლებრივი დაახლოება: დინამიკა და პრაქტიკა;
    • კონსტიტუციური კონტროლის სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ;
    • შედარებითი სისხლის სამართლის პროცესი;
    • სასარჩელო წარმოების თავისებურებები სამოქალაქო საპროცესო სამართალში;
    • სამართლის კლინიკას მაგისტრანტებისთვის (12 ECTS).

    პროგრამის II 60 ECTS-იანი ნაწილი ეფუძნება I ნაწილის ფარგლებში მიღწეულ სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს სტუდენტის კომპეტენციების შემდგომ გაღრმავებას. ამ ეტაპზე სტუდენტი ავითარებს კვლევის მეთოდოლოგიისა და აკადემიური წერის უნარებს, კიდევ უფრო იღრმავებს სპეციალიზებულ ცოდნას კვლევითი მიმართულებით და ასრულებს კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას და სრულდება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით.

    პროგრამის II ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს კვლევაზე ორიენტირებულ პროგრამის ძირითად (54 ECTS) და სპეციალიზაციის გასაღრმავებელ არჩევით კომპონენტებს (6 ECTS).

    პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს:

    კვლევითი კომპონენტის სამ კურსს (24 ECTS): 

    • აკადემიური წერა; 
    • თვისებრივი კვლევის მეთოდები სამართალში; 
    • კვლევითი კოლოქვიუმი; 

    სამაგისტრო ნაშრომი სამართალში (30 ECTS);

    სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სამართლის სკოლაში მოწესრიგებულია შესაბამისი რეგულაციით.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWP9091ევროპის კავშირთან სამართლებრივი დაახლოება: დინამიკა და პრაქტიკა61
    LAWC5521კონსტიტუციური კონტროლის სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და საზღვარგარეთ61
    LAWC5230სასარჩელო წარმოების თავისებურებები სამოქალაქო საპროცესო სამართალში61
    LAWCR5140შედარებითი სისხლის სამართლის პროცესი61
    LAWC6114სამართლის კლინიკა მაგისტრანტებისთვის122

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWP5256ადამიანის უფლებათა პოლიტიკური, სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები6
    LAWCR6120ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში6
    LAWPA5220ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სასამართლო პრაქტიკა6
    LAWP5255აშშ-ის სამართლებრივი სისტემა6
    LAWCR6160გამოძიების საფუძვლები6
    LAWP5470განათლების სამართალი6
    LAWC5210ზოგადი ვალდებულებითი სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5318იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის12
    LAWP5310იურიდიულ პროფესიათა ეთიკა6
    LAWC5390კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5131კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის6
    LAWC5140კორპორაციული მართვა6
    BLCH5118კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია6
    LAWCR5253მედიცინის სისხლის სამართალი - დოგმატიკა და პრაქტიკა6
    LAWCR5126მოწმის დაკითხვის მეთოდები სისხლის სამართლის პროცესში6
    LAWC5331მტკიცებითი სამართალი6
    LAWCR6165ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა - პრაქტიკული კურსი6
    LAWPA5340საგადასახადო სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5320სადაზღვევო დავების გადაწყვეტა6
    LAWP5490საკუთრების კონსტიტუციურ–სამართლებრივი საფუძვლები6
    LAWC5170სანივთო სამართლის პრაქტიკუმი6
    LAWC5220საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი და სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5310სახელშეკრულებო სამართლის სასამართლო პრაქტიკა6
    LAWCR6140სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა6
    LAWC5340შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    156

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWC6115აკადემიური წერა63
    LAWC6116თვისებრივი კვლევის მეთოდები სამართალში63
    LAWC6117კვლევითი კოლოქვიუმი123
    LAWC8080სამაგისტრო ნაშრომი სამართალში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWCR5150ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWP5254გამოხატვის თავისუფლება შედარებით პერსპექტივაში6
    LAWCR5120დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWC5270ევროპის კავშირის შრომის სამართალი6
    LAWCR5330ევროპული სისხლის სამართალი და ლისაბონის ხელშეკრულება6
    LAWC5510ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში6
    LAWC5410მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი6
    LAWCR5192ნარკოტიკული დანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა6
    LAWP5137რელიგიისა და რწმენის თავისუფლება6
    LAWPA5237სამართლის უზენაესობა და მისი პათოლოგიები6
    LAWP5138სამართლის ფილოსოფია: თეორია, ინსტიტუტები, კონტექსტი6
    LAWC5250ფასიანი ქაღალდების სამართალი6
    LAWCR5210ქონებრივი და სხვა დანაშაულების სუბსუმციისა და კვალიფიკაციის პრობლემები6
    LAWP5260შედარებითი კონსტიტუციური სამართალი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    84









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი