
| პროგრამა: | საერთაშორისო ბიზნეს სამართალი (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | ნატა სტურუა |
| სწავლების ენა: | ინგლისური |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - სამართლის მაგისტრი; II ნაწილი -კვლევის მაგისტრი სამართალში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის შემთხვევაში; • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში (70%-იანი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვით) ინგლისური ენის გამოცდისგან პირი თავისუფლდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას ((IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის) გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179)) ან საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. • ზეპირ გასაუბრების (ინგლისურ ენაზე) წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და ჩარიცხვის შესახებ პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემთ იხილონ ინგლისური ენის გამოცდის ნიმუშები და გასაუბრების საგამოცდო საკითხები. შენიშვნა: არანაკლებ 120 ECTS-იანი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა ამავე პროგრამაზე, სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120 ECTS-იანი სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის არანაკლებ 120 ECTS-იანი პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120 ECTS-იანი სამართლის სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. |
| პროგრამის მიზანი: | საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნები დიფერენცირებულია სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით. სადაც, სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია:
თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების სინთეზის საფუძველზე, განუვითაროს სტუდენტს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრაქტიკისთვის აუცილებელი კომპეტენციები, მათ შორის კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და გადაწყველებების მიღების უნარი, პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებების დაცვით. სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილი აერთიანებს პირველი ნაწილის მიზნებს და დამატებით მიზნად ისახავს:
საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე და დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | LAWBUS6115 - სამართლის კლინიკის კურსზე დაშვების წინაპირობაა - სამართლებრივი წერის სასწავლო კურსის წარმატებით გავლა. LAWBUS6210 - თეზისზე დაშვების წინაპირობაა - LAWBUS5211 - აკადემიური წერის და LAWBUS6122 -კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლების სასწავლო კურსების წარმატებით გავლა. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ყოველკვირეულ შეხვედრებს (ლექცია/სემინარი და სხვა), რომელთა ხანგრძლივობა შეადგენს 2 აკადემიურ საათს (საათი - 60 წუთი). ჯგუფში მაქსიმუმ 25 სტუდენტია. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა შედგება არანაკლებ 120 ECTS-სგან, რომელიც აგებულია ორი თანმიმდევრული, შინაარსობრივად დაკავშირებული 60 ECTS-იანი ნაწილისგან. სამაგისტრო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად ორ თანმიმდევრულ 60 ECTS-იან ნაწილად არის ორგანიზებული, შინაარსობრივად წარმოადგენს ერთიან საგანმანათლებლო პროგრამას. მისი სტრუქტურა ეფუძნება სწავლის შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის საფუძველზეც სტუდენტის ცოდნა, უნარები და პროფესიული კომპეტენციები ვითარდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პროგრამის სხვადასხვა კომპონენტთან ურთიერთკავშირში. პროგრამის I ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს პროგრამის ძირითად (36 ECTS) და არჩევით სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს (24 ECTS). პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს: სწავლის სფეროს შესაბამის ოთხ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს (24 ECTS):
სამართლის კლინიკას (12 ECTS) პროგრამის II 60 ECTS-იანი ნაწილი ეფუძნება I ნაწილის ფარგლებში მიღწეულ სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს სტუდენტის კომპეტენციების შემდგომ გაღრმავებას. ამ ეტაპზე, სტუდენტი ავითარებს კვლევის მეთოდოლოგიისა და აკადემიური წერის უნარებს, კიდევ უფრო იღრმავებს სპეციალიზებულ ცოდნას კვლევითი მიმართულებით და ასრულებს კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას და სრულდება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით. პროგრამის II ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს კვლევაზე ორიენტირებულ პროგრამის ძირითად (54 ECTS) და სპეციალიზაციის გასაღრმავებელ არჩევით კომპონენტებს (6 ECTS). პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს: კვლევითი კომპონენტის სამ კურსს (24 ECTS);
თეზისს (30 ECTS); სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სამართლის სკოლაში მოწესრიგებულია შესაბამისი რეგულაციით. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWBUS5220 | საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები | 6 | 1 |
| LAWBUS5112 | სამართლებრივი კვლევა და წერა I: სამართლებრივი წერა | 6 | 1 |
| LAWBUS5115 | შედარებითი საკორპორაციო სამართალი | 6 | 1 |
| LAWBUS5120 | შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი | 6 | 1 |
| LAWBUS6116 | სამართლის კლინიკა | 12 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 36 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWBUS5149 | ბიზნესის განვითარება | 6 | |
| LAWBUS6120 | ევროკავშირის კონკურენციის სამართალი | 6 | |
| LAWBUS5135 | ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები | 6 | |
| LAWC5318E | იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის | 12 | |
| LAWBUS5259 | ინტელექტუალური აქტივების მართვა და ლიცენზირება | 6 | |
| LAWBUS5148 | ინტერნეტის სამართალი | 6 | |
| LAWBUS5123 | მოლაპარაკების ტექნიკა | 6 | |
| LAWBUS5130 | საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი | 6 | |
| LAWBUS6131 | საერთაშორისო საბანკო სამართალი | 6 | |
| LAWBUS5255 | ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი | 6 | |
| LAWBUS5225 | შედარებითი კორპორაციული მართვა | 6 | |
| LAWBUS5236 | ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები და კიბერსივრცე | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 78 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWBUS6211 | კვლევითი კოლოქვიუმი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში | 12 | 3 |
| LAWBUS6122 | კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლები | 6 | 3 |
| LAWBUS5211 | სამართლებრივი კვლევა და წერა II: აკადემიური წერა | 6 | 3 |
| LAWBUS6210 | თეზისი | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWBUS6126 | ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი | 6 | |
| LAWBUS5235 | ევროკავშირის შიდა ბაზარი | 6 | |
| LAWBUS5140 | მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი | 6 | |
| LAWBUS6160 | საერთაშორისო საგადასახადო სამართალი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |