
| პროგრამა: | წმინდა და გამოყენებითი მათემატიკა (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | გიორგი ტეფნაძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - მათემატიკის მაგისტრი ; - II ნაწილი -კვლევის მაგისტრი მათემატიკაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი პროგრამის I ნაწილის მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეძლონ სხვადასხვა მიდგომებზე დაფუძნებული მათემატიკური მეთოდების და მოდელების შესწავლა, ანალიზი და მათი ეფექტური გამოყენება სხვადასხვა დარგის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში. პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც შეძლებენ წარმატებით დასაქმდნენ ბიზნესის სფეროში, მარკეტინგულ, კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოთხოვნადია ანალიტიკური აზროვნება და სხვადასხვა მათემატიკური მეთოდების გამოყენება II ნაწილი პროგრამის II ნაწილის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელსაც გააჩნია მათემატიკაში კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები; შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს სამაგისტრო დონის კვლევა, მათემატიკური მოდელებისა და მეთოდების გამოყენებით გააანალიზოს კვლევითი პრობლემები, კრიტიკულად შეაფასოს და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოადგინოს კვლევის შედეგები, რაც უზრუნველყოფს მის მზადყოფნას ჩაერთოს შემდგომ კვლევით საქმიანობაში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებს. კვლევით ეტაპზე გადასვლისას, პროგრამის ხელმძღვანელებთან კონსულტაციისა და გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება სტუდენტის საკვლევი თემა. აღნიშნული მიდგომა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი საგნები მიზნობრივად, საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის სპეციფიკის გათვალისწინებით შეარჩიოს, რაც უზრუნველყოფს კვლევითი კომპონენტის წარმატებულ განვითარებას და პროფესიულ განვითარებას. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS კრედიტს და შედგება ორი ნაწილისაგან: I ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 42 ECTS; არჩევითი საგნები 18 ECTS; II ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 48 ECTS, მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 12 ECTS |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MATH5001 | აბსტრაქტული ალგებრა | 6 | 1 |
| MATH5030 | ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია | 6 | 1 |
| MATH5006 | პროგრამული პაკეტები მათემატიკაში (MATLAB) | 6 | 1 |
| MATH5032 | კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია | 6 | 2 |
| MATH5007 | მათემატიკური სტატისტიკა | 6 | 2 |
| MATH5002 | ოპერატორების თეორია და ოპერატორთა ალგებრები | 6 | 2 |
| MATH5005 | რიცხვითი მეთოდები | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 42 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| INFO5120 | ArcGIS სისტემები | 6 | |
| INFO7854 | Python | 6 | |
| INFO7855 | R (სტატისტიკური გამოთვლები) | 6 | |
| MATH5029 | ალგორითმები და ანალიზი | 6 | |
| INFO5112 | დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის | 6 | |
| INFO6263 | დიდ მონაცემთა სისტემები | 6 | |
| MATH5022 | ვეივლეტ ანალიზის საფუძვლები | 6 | |
| MATH5027 | კრიპტოგრაფია | 6 | |
| MATH5009 | მათემატიკის რჩეული თავები | 6 | |
| MATH5017 | მარტინგალები და მათი გამოყენება მათემატიკურ ანალიზში | 6 | |
| INFO6271 | მონაცემთა ბაზების სისტემები | 6 | |
| MATH5028 | რისკის შეფასების მეთოდები ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისათვის | 6 | |
| INFO6340 | სისტემების სტრუქტურული ანალიზი | 6 | |
| MATH5031 | ფინანსური მათემატიკა | 6 | |
| MATH1102 | შესავალი მანქანურ სწავლებაში | 6 | |
| INFO6270 | ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 96 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MATH5004 | ზოგადი და ალგებრული ტოპოლოგია | 6 | 3 |
| MATH5003 | კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები | 6 | 3 |
| MATH5010 | ჰარმონიული ანალიზი | 6 | 3 |
| MATH5400 | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MATH5020 | არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები | 6 | |
| MATH5019 | ზომისა და ინტეგრალის ზოგადი თეორიის საფუძვლები | 6 | |
| MATH5018 | ინტეგრალური განტოლებები | 6 | |
| MATH5016 | ლის ჯგუფები და ლის ალგებრები | 6 | |
| MATH5026 | მათემატიკური გამოყენებები ანალიზურ მექანიკაში | 6 | |
| MATH5021 | ფურიეს ანალიზი | 6 | |
| MATH5024 | ჰომოლოგიური ალგებრა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 42 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |