eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ფილოლოგია (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნანა შავთვალაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ქართული ფილოლოგიის მაგისტრი ; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ქართულ ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ, სოციალურ, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მეცნიერებებში ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის #65/ნ (2026,15/V) ბრძანების შესაბამისად, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე უგამოცდოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში არა უმეტეს ხუთი წლის წინ აქვთ გავლილი ამავე სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პირი 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე დაიშვება მხოლოდ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. იგივე წესი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი გავლილი აქვთ სხვა უმაღლეს სასწალებელში.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი 

პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნის მისაღწევად ღრმად და სისტემურად შეისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც ხდება საბაკალავრო დონეზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტურანი  შრომით ბაზარზე. 

II ნაწილი 

პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური  კვლევის მაგისტრის მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პროგრამის I ნაწილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე განხორციელდება მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს - დასაქმდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევით ცენტრებში, გამომცემლობებში, სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

I ნაწილი 

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ლექცია - სემინარი;
  • წერითი მუშაობა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი.

II ნაწილი

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • ლექცია - სემინარი;
  • წერითი მუშაობა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პორტფოლიო;
  • მცირე კვლევის ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი 

     კურსდამთავრებული ღრმად და სისტემურად  განიხილავს:

    • ქართული ზმნის სტრუქტურასა და კონსტრუქციას, უღლების ტიპებად დაყოფის გრამატიკულ საფუძველს,  შესაბამისი პარადიგმების ინტერპრეტირების ხერხებს.  სახელისა და ზმნის სინტაქსური ურთიერთობის მექანიზმს და  ინდოევროპული ენების  სინტაქსთან არსებულ განსხვავებას; 
    • ქართული მწერლობისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ურთიერთმიმართების საკითხს. ძველი, ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ადგილს მედიევისტიკასა და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. 
    • „ვეფხისტყაოსნისა“ და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ურთიერთმიმართების საკითხს. რუსთველის  ადგილს  როგორც ქართული, ისე - მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. 
    • სიტყვის, როგორც ენის ლექსიკის ერთეულის მიმართებას მთელ ლექსიკურ სისტემასთან. მისი სინქრონული და დიაქრონული შესწავლის თავისებურებებს; ლექსიკოლოგიის დარგებსა და მათ ურთიერთმიმართებას; ლექსიკონის შედგენის თეორიას.
    • ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორიას, თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითად დარგებს, ლინგვისტური აზროვნების პარადიგმებს, წესებს, პრინციპებსა და მეთოდებს; ახასიათებს ლინგვისტური აზროვნების პარადიგმათა დიფერენციალური ნიშნებს; აღწერს ლინგვისტური აზროვნების დინამიკისა და თანამედროვე ლინგვისტიკაში არსებული პარადიგმული სიტუაციის თავისებურებებს.
    • კულტუროლოგიური ლინგვისტიკის საბაზისო საკითხებს;  ლინგვოკულტუროლოგიისა და კოგნიტური ლინგვისტიკის უმთავრეს ასპექტებს; ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის არსს; სფეროსთან დაკავშირებული თეორიები და სფეროს კომპლექსური საკითხები;

    კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • აკადემიური წერისა და სამეცნიერო კვლევის ძირითად პრინციპებს, აკადემიური დისკურსის თავისებურებებს, კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების ფუნდამენტურ მიდგომებს, სამეცნიერო წყაროების გამოყენების, ციტირებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებს.
    • ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიებს  და კვლევის მეთოდებს;
    • ლექსიკონის რაობასა და მის სახეობებს, შედგენის პრინციპებს.
    • სხვადასხვა კომუნიკაციური მიზანდასახულობისა და ფორმატის მქონე წერილობითი ტექსტების სტრუქტურულ და ენობრივ მახასიათებლებს;
    • ლინგვისტური აზროვნების პარადიგმათა დიფერენციალური ნიშნებს;  ლინგვისტური აზროვნების დინამიკისა და თანამედროვე ლინგვისტიკაში არსებული პარადიგმული სიტუაციის თავისებურებებს.
    • ქართული  პოეზიის განვითარების ძირითად  ტენდენციებსა და კანონზომიერებებს; ქართული ლექსის ისტორიის ძირითადი ეტაპების სპეციფიკას  მსოფლიო პოეზიის კონტექსტში.

    II ნაწილი 

     კურსდამთავრებული ღრმად და სისტემურად  განიხილავს:

    • ზოგადი დიალექტოლოგიის პრობლემებსა და ქართული ენის დიალექტების თავისებურებებს (ფონეტიკურ-მორფოლოგიურ-ლექსიკური);  ერთგვაროვანი მოვლენების ნაირგვარ შეპირობებულობას სხვადასხვა დიალექტურ სისტემაში; ამ სფეროსთან დაკავშირებულ თეორიებსა და პრინციპებს; სფეროს კომპლექსურ საკითხებს;
    • ენობრივი პოლიტიკის ძირითად  თეორიებსა და თანამედროვე მეთოდებს;  ენობრივი პოლიტიკის, როგორც  დარგის  ჩამოყალიბებისა და განვითარების, ენისა და ნაციონალიზაციის, ენისა და ეთნიკურობის, ენობრივი  კორპუსისა და ენის მიღების დაგეგმარებას, ენობრივ მენეჯმენტს.
    • კრიტიკულად აანალიზებს ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის თეორიულ საფუძვლებს, თანამედროვე მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და მეთოდებს, აღწერს სხვადასხვა კვლევითი სტრატეგიის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს, განიხილავს კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების მნიშვნელობას ახალი ცოდნის პროდუცირების პროცესში.
    • ტექსტის შედარებითი ანალიზის პრინციპებს; საერთოისტორიულ კონტექსტში მხატვრულ-ლიტერატურული აზროვნების განვითარების ზოგად კანონებს და თანამედროვე „ცივილიზაცითა ინტეგრაციის“ პროცესში „კულტურათშორისი დიალოგის“ მნიშვნელობას;

    კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • ქართული ენის დიალექტებს (ფონეტიკა-მორფოლოგია-ლექსიკა) და მათ მიმართებას სალიტერატურო ენასთან;
    • ქართული მწერლობისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ურთიერთმიმართების საკითხს. ძველი, ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ადგილს მედიევისტიკასა და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
    • ქართული ენისა და ეროვნული კულტურის ურთიერთმიმართებას, ენისა და ერის, ენისა და საზოგადოების, ენისა და აზროვნების და საერთოდ, ენისა და კულტურის ურთიერთმიმართების საკითხებს.  ენობრივი მოვლენების სინქრონიულ  აღწერსა და ანალიზს.  მულტილინგვიზმის ფენომენის არსს და ამ უკანასკნელის როლს ენობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.  
       

  • უნარი
  • I ნაწილი 

    კურსდამთავრებული:

    • აღწერს და კრიტიკულად აანალიზებს ქართული ლიტერატურის (უძველესი პერიოდიდან დღემდე) ძირითად ტენდენციებს და აყალიბებს დასკვნებს მათი კრიტიკული ანალიზის საფუძველზე;  დამოუკიდებლად იკვლევს ქართველ მწერალთა შემოქმედებით მემკვიდრეობას მსოფლიო ლიტერატურული პროცესების  კონტექსტში;
    • კომპლექსურად აანალიზებს ქართული  ენის მხასიათებლებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს; სინქრონიულ და დიაქრონიულ ჭრილში შეისწავლის  ენობრივ მოვლენებს და იყენებს მიღებულ ცოდნას  საკითხთა ინტერდისციპლინურ კვლევებში.
    • დამოუკიდებლად აგებს სხვადასხვა კომუნიკაციური ინტენციისა და ფორმატის მქონე ტექსტებს აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, ეფექტური წერილობითი ტექსტის კონსტრუირებისათვის რელევანტური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; იყენებს ინფორმაციის პროცესირებისა და რედაქტირების ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიებისა და კვლევის მეთოდების ამა თუ იმ პარადგმისათვის მიკუთვნებულობის საფუძველს; ახდენს თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიების, ლინგვისტური აზროვნების პარადიგმებისა და თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ არსებული ცოდნის სინთეზირებას;
    • შემოქმედებითად იყენებს  თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით; ციფრულ/ბეჭდვით ბიბლიოთეკებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ახდენს ინფორმაციის განთავსებასა და გავრცელებას.
    • მუშაობს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენაზე. 
    • აანალიზებს ქართული პოეზიის განვითარების ძირითად ტენდენციებს; მიღებული თეორიული ცოდნისა და დარგისთვის რელევანტური მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების გზით  აფასებს ქართული ლექსის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და  მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.
    • აკადემიური წერის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით ამზადებს კვლევით ნაშრომს ან მისი ცალკეული კომპონენტებს, ახდენს სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკულ ანალიზსა და სინთეზს, აყალიბებს კვლევით პრობლემას, მიზანსა და კვლევის კითხვებს, იყენებს შესაბამის აკადემიურ წყაროებსა და მონაცემთა ბაზებს. 

    II ნაწილი 

    კურსდამთავრებული

    • აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების ზედმიწევნით დაცვით დამოუკიდებლად გეგმავს და ახორციელებს  კვლევას  ქართული ფილოლოგიის სფეროში  უახლესი მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებით;
    • სამეცნიერო პუბლიკაციების  (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს  დასაბუთებულ  დასკვნებს შესაბამისი  სამეცნიერო-ტერმინოლოგიური აპარატის გამოყენებით;
    • საკვლევი საკითხის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა დროს  გამოთქმული შეხედულებების  უახლეს მონაცემებთან შეჯერების საფუძველზე ახდენს  ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს;   
    • შემოქმედებითად იყენებს  თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით; ციფრულ/ბეჭდვით ბიბლიოთეკებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე ახდენს ინფორმაციის განთავსებასა და გავრცელებას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    კურსდამთავრებული:

    • ახდენს მიღებული ცოდნის ინტეგრირებას  ქართული ფილოლოგიის სფეროს უახლეს მიღწევებთან;
    • განსაზღვრავს  საკუთარი ცოდნისა და მიღებული გამოცდილების განვითარების აუცილებლობას კვლევითი უნარების გაღრმავებით  მაგისტრატურის მეორე  დონეზე. 

    II ნაწილი

    კურსდამთავრებული:

    • ახდენს ქართული ფილოლოგიის სფეროში  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემის იდენტიფიცირებას, გეგმავს და ახორციელებს კვლევას და იყენებს მიღებულ შედეგებს  სამაგისტრო  ნაშრომის კონსტრუირებისას აკადემიური  წერისა და კვლევის სტრატეგიების გამოყენებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-27-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 02/17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 12PDC284-05
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    I ნაწილი 

    ჰუმანიტარული მეცნიერებების  მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში საჭიროა, სტუდენტმა  დააგროვოს 60 ECTS, რაც შესაძლებელია ძირითადი საგნებისა – 54 ECTS  და  არჩევითი საგნის - 6 ECTS გავლით.

    II ნაწილი 

    კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 ECTS, რაც შესაძლებელია ძირითადი საგნებისა – 54 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 ECTS) და  არჩევითი საგნების - 6 ECTS გავლით.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ACWR5125აკადემიური წერა ფილოლოგებისთვის61
    KART6180ლექსმცოდნეობა61
    LING5112ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები61
    KART5131ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (V- XVIII ს.ს. )61
    KART5230ქართული წინადადების მორფო-სინტაქსური სტრუქტურა61
    KART5341„ვეფხისტყაოსნის“ მსოფლმხედველობა ეპოქათა მიჯნაზე62
    KART5210კულტუროლოგიური ლინგვისტიკა62
    KART5231ქართული ენის ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია62
    KART5340ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები II (XIX.-XX ს.ს.)62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5270გალაკტიონოლოგია6
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    ANTH5220კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია6
    KART5280პერსონაჟის ხატვის პრინციპები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (V-XIს.ს.)6
    HIST5151ქართული ეკლესიის ისტორია6
    HIST5115ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერება და მითოსი6
    KART6150ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ძირითადი პრობლემები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART6130ენობრივი პოლიტიკის საკითხები61
    LILI5217ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის მეთოდები61
    KART6121ქართული დიალექტოლოგია: კვლევითი მიდგომები და პერსპექტივები61
    KART5120შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა)61
    KART6210სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში302

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5290ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება6
    LING5215კომუნიკაციური ლინგვისტიკა6
    LING5210მოლაპარაკების ხელოვნება6
    PMHU5214პროექტების მართვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში6
    KART6170ქართული ემიგრანტული მწერლობა6
    KART6140ქართული ონომასტიკა6
    KART6190ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი