
| პროგრამა: | ქართული მედიევისტიკა - ენისა და ლიტერატურის კვლევები (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | ნანა მრევლიშვილი თინათინ ჯიქურაშვილი |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - ფილოლოგიის მაგისტრი; II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ფილოლოგიაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი - პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი, ასეთ სტუდენტს სწავლის გაგრძელება შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს ფუნდამენტური და სპეციალიზებული ცოდნა მედიევისტიკის, შუა საუკუნეების ქართული და ნათარგმნი ლიტერატურის, ტექსტოლოგიის, ხელნაწერთმცოდნეობისა და კულტურის ისტორიის სფეროებში. კურსდამთავრებული შეძლებს შუა საუკუნეების ტექსტების ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლიტერატურულ კონტექსტებში გააზრებას, მათი კომპარატივისტული, კრიტიკული და ინტერდისციპლინური ანალიზის განხორციელებას, თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების თეორიებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით. იგი შეძლებს დარგში არსებული სამეცნიერო შეხედულებებისა და კვლევითი ტენდენციების კრიტიკულ შეფასებას, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებასა და მისი როლის განსაზღვრას თანამედროვე კულტურულ და საზოგადოებრივ პროცესებში. მიღებული ცოდნა და ანალიტიკური უნარები კურსდამთავრებულს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს პროფესიული საქმიანობა საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა შესაბამის სფეროებში. II ნაწილი პროგრამის მე-2 ნაწილის მიზანია კურსდამთავრებულს განუვითაროს კვლევითი კომპეტენციები, გაუძლიეროს დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების უნარები და მოამზადოს მედიევისტიკის სფეროში კვლევითი საქმიანობისათვის. კურსდამთავრებული შეძლებს მედიევისტიკის სფეროში კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ტექსტოლოგიური, ფილოლოგიური, პალეოგრაფიული და სხვა სპეციალიზებული მეთოდების გამოყენებას, ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროების აღწერას, შედარებას, კლასიფიკაციასა და ინტერპრეტაციას. იგი შეძლებს შუა საუკუნეების ტექსტების კრიტიკული ან დიპლომატიური გამოცემების მომზადებას შესაბამისი სამეცნიერო აპარატით, თანამედროვე ციფრული და აკადემიური ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, ასევე კვლევის შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენას სამაგისტრო ნაშრომის, სამეცნიერო სტატიის, მოხსენების ან სხვა აკადემიური პროდუქტის სახით. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ეროვნულ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში, განაგრძოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე და წარმატებით იმუშაოს სამეცნიერო-კვლევით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 (ECTS) კრედიტი. აღნიშნული ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს „ქართული მედიევისტიკა – ენისა და ლიტერატურის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსები (42 ECTS კრედიტი) და პროგრამის ასარჩევი კურსები (18 ECTS კრედიტი). II ნაწილი ფილოლოგიის კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 (ECTS) კრედიტი, პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსები (54 ECTS) მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი – 30 (ECTS) კრედიტი. ხოლო პროგრამის ასარჩევი კურსები (6 ECTS). |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| GEME5003 | კორპუსლინგვისტიკა | 6 | 1 |
| GEME5006 | ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები | 6 | 1 |
| GEME5008 | ქართული სამწერლობო ენის წარმოშობა და ევოლუცია | 6 | 1 |
| GEME5001 | შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში 1 | 6 | 1 |
| GEME5010 | „ვეფხისტყაოსანი“ ეპოქათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე | 6 | 2 |
| GEME5004 | შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში 2 | 6 | 2 |
| GEME5002 | ძველი ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურები | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 42 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| GEME5012 | ანტიკური პერიოდის ბერძენი ავტორები I | 6 | |
| GEME5020 | ანტიკური პერიოდის ბერძენი ავტორები II | 6 | |
| GEME5022 | კლასიკური არაბული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი და ინტერპრეტაცია 2 | 6 | |
| GEME5013 | კლასიკური არაბული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი და ინტერპრეტაცია 1 | 6 | |
| GEME5015 | კლასიკური სპარსული ლიტერატურა და თარგმანი I | 6 | |
| GEME5021 | კლასიკური სპარსული ლიტერატურა და თარგმანი II | 6 | |
| GEME5019 | მთარგმანელობითი მეთოდები და მთარგმნელები შუა საუკუნეების საქართველოში | 6 | |
| HIST6151 | ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი | 6 | |
| HIST5151 | ქართული ეკლესიის ისტორია | 6 | |
| GEME5016 | შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია | 6 | |
| GEME5023 | შუა საუკუნეების ხატწერა და ხელნაწერთა დასურათების ხელოვნება | 6 | |
| KART6190 | ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 72 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| GEME5007 | კოდიკოლოგია – თეორიულ-პრაქტიკული კურსი | 6 | 3 |
| GEME5000 | ფილოლოგიური კვლევის მეთოდები | 6 | 3 |
| GEME5009 | ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია | 6 | 3 |
| GEME5005 | ძველი ქართული ტექსტების მორფო-სინტაქსური ანალიზი | 6 | 3 |
| GEME5011 | სამაგისტრო ნაშრომი ფილოლოგიაში | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| GEME5017 | ბიბლია და ბიბლიური აზროვნება – სტრუქტურა, თარგმანი და გავლენა შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაზე | 6 | |
| GEME5018 | დიგიტალური რუსთველოლოგია – თეორია და პრაქტიკა | 6 | |
| GEME5025 | კოინე და ახალი აღთქმის ბერძნული | 6 | |
| GEME5024 | შუა საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია (ჰიმნოგრაფია) | 6 | |
| GEME5014 | ძველი სომხური ტექსტების ინტერპრეტაციისა და თარგმანის საკითხები | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |