eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: უსაფრთხოების სწავლებები (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი II ნაწილი - კვლევის მაგისტრი უსაფრთხოების კვლევებში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება: · ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე; · ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პირი, რომელიც დაასრულებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილს უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს II ნაწილზე, რა დროსაც გასათვალისწინებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №65/ნ (2026 წლის 15 მაისი) ბრძანებით განსაზღვრული დათქმა: არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. დამატებით, იმ პირების ჩარიცხვა, ვინც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი (60 ECTS), ხორციელდება: · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გასაუბრების წარმატების გავლის საფუძველზე. ინგლისური ენის კომპეტენცია პროგრამაზე დაშვებისათვის ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომელიც დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარებით (მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში); ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სერტიფიკატით: · IELTS: 5.5-6.5; · TOEFL iBT: 87-109; · Cambridge English: 160-179; გ) ბაკალავრიატის საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი

უსაფრთხოების სწავლებების სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია კურსდამთავრებულებს   საერთაშორისო პოლიტიკისა და   ურთიერთობის  სფეროში მისცეს უსაფრთხოების პოლიტიკაზე  როგორც თეორიული,   ისე მისი პრაქტიკული  განხორციელების ფაქტორებზე  სისტემური ცოდნა და კრიტიკული გააზრება.    პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ კონფლიქტისა და  ომების ფართო სპექტრის და გამომწვევი  ფაქტორების კრიტიკულ გააზრებას,  ასევე უსაფრთხოებისა და  სახელმწიფო პოლიტიკას შორის  არსებული კავშირის შეფასებას და ანალიზს. პროგრამის კურსდამთავრებულებს  შეეძლებათ დასაქმდნენ თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობაში, პარლამენტში (კომიტეტები), სუს  (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგარეო დაზვერვაში,  საქართველოში არსებული საერთაშორისო  ორგანიზაციებში, საელჩოებში და ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციებში.

II ნაწილი

უფრთხოების სწავლებების სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის  მიზანია უსაფრთხოების კვლევების   სფეროში დამოუკიდებელი მკვლევარის მომზადება, რომელიც ფლობს საერთაშორისო უსაფრთხოების,   უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროს   კვლევის თეორიულ, კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და შეუძლია მათი  გამოყენება უსაფრთხოების სფეროს აქტუალური  საკითხების კვლევისა და პოლიტიკის  კრიტიკული შეფასებების დროს. პროგრამა მიზნად ისახავს  კურსდამთავრებულმა  შეძლოს საერთაშორისო  უსაფრთხოების თემატური საკითხების კომპლექსური ანალიზი, დამოუკიდებლად კვლევის დაგეგმვა და განხორციელება,   კვლევის   მიზნისა და ამოცანების შესაბამისად მეთოდოლოგიური  მიდგომებისა და კვლევის ტექნიკების შერჩევა და გამოყენება.  ასევე პროგრამა  მიზნად ისახავს კურსდამთავრებულმა შეძლოს გლობალური უსაფრთხოების  კონტექსტში ეროვნული შესაძლებლობებისა და რესურსების შეფასება, განხორციელებული უსაფრთხოების პოლიტიკის  კრიტიკული ანალიზი და  დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება. პროგრამის კურსდამთავრებულებს  შეეძლებათ დასაქმდნენ თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობაში, პარლამენტში (კომიტეტები), სუს  (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური), შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგარეო დაზვერვაში,  საქართველოში არსებული საერთაშორისო  ორგანიზაციებში, საელჩოებში და ადგილობრივი  ანალიტიკური ორგანიზაციებში კვლევითი და  ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • სიმულაცია
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • მოკლე ანალიტიკური ნაშრომები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • სისტემურად და სიღრმისეულად ხსნის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ძირითად თეორიებს, უსაფრთხოების გამოწვევებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის  არსებულ კავშირს;
    • სისტემურად განიხილავს უსაფრთხოების სფეროსთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს, მათ შორის თავდაცვის პოლიტიკისა და სისტემის კომპლექსურ ბუნებას, მის ორგანიზაციულ  თავისებურებებსა და არსებულ გამოწვევებს;
    • ხსნის კონფლიქტების წარმოშობის მიზეზებს, ფორმებს და შედეგებს საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში;
    • ხსნის გლობალური უსაფრთხოების ძირითადი აქტორების (მათ შორის აშშ და ევროკავშირი) ინტერესებს, გატარებული პოლიტიკის ინსტიტუციურ მექანიზმებს და განვითარების ტენდენციებს.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ხსნის რესურსობრივი ფაქტორის მნიშვნელობას და გავლენას ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფორმებზე;
    • სიღრმისეულად ხსნის  სამხედრო ინდუსტრიის გავლენას პოლიტიკის ფორმირებაზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონტექსტში;
    • აკავშირებს საერთაშორისო უსაფრთხოების თემატურ საკითხებს შესაბამის თეორიულ, ანალიტიკურ და მეთოდოლოგიურ მიდგომებთან.

  • უნარი
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • პრიორიტეტულობის მიხედვით აფასებს სახელმწიფო ინტერესებს გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, აფასებს სამხედრო ბერკეტის გამოყენების დილემას საგარეო და საშინაო პოლიტიკაში;
    • იყენებს სამართლებრივ და ნორმატიულ/რეგულატორულ მექანიზმებს სექტორული პოლიტიკის  განსაზღვრის დროს;
    • კრიტიკულად აფასებს სახელმწიფო ძლიერების ბერკეტებს სამხედრო ბერკეტის მნიშვნელობას, განმსაზღვრელ ფაქტორებს და გამოყენების ეფექტურობას;
    • განსაზღვრავს სტრატეგიულ მიდგომებს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სფეროში და იყენებს სტრატეგიის ძირითად პრინციპებს;
    • ამზადებს დასაბუთებულ ანალიტიკურ მოხსენებებსა და ანგარიშებს უსაფრთხოების სფეროს აქტუალურ საკითხებზე.

     

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ადგენს კონკრეტული ქეისის მიხედვით უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის კონკრეტული რესურსობრივი მოთხოვნების მოცულობას, მათ შორის პროგრამული ბიუჯეტის მოდელს;
    • კვლევის მიზნისა და ამოცანების შესაბამისად შეიმუშავებს და იყენებს კვლევის დიზაინსა და შესაბამის მეთოდოლოგიურ მიდგომებს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს;
    • სამეცნიერო და პროფესიული წყაროების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს;
    • წარადგენს კვლევის შედეგებს კომუნიკაციის შესაბამის ფორმატისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • იცავს პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს სასწავლო და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

     

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად გეგმავს და წარმართავს კვლევით საქმიანობას წყაროებთან მუშაობის სტანდარტებისა და კვლევის ზოგადი ეთიკის ნორმების დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:
    • უსაფრთხოების სწავლებების სამაგისტრო პროგრამის  I ნაწილი (60 ECTS) მოიცავს 36 კრედიტის სავალდებულო და    24 კრედიტის არჩევით სასწავლო კურსებს.
    • უსაფრთხოების სწავლებების სამაგისტრო პროგრამის II ნაწილი (60 ECTS) მოიცავს 48 კრედიტის სავალდებულო და 12 კრედიტის  არჩევით სასწავლო კურსებს.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6133აშშ-ს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები61
    IREL5310ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები61
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია61
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა62
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი62
    IREL5320სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა61
    IREL5360ომი და ომის სამართალი61
    IREL5325ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში62
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი62
    IREL5255დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება62
    IREL5326ტრანსნაციონალური მიგრაცია62
    IREL5380შესავალი საინფორმაციო უსაფრთხოებაში62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL5330თავდაცვის რესურსების მართვა63
    IREL6227კვლევის დიზაინი63
    IREL6228კვლევის მეთოდები63
    IREL6264სამაგისტრო ნაშრომი უსაფრთხოების სწავლებებში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ECON6052გლობალური ვაჭრობა63
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა63
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები63
    IREL5350სამხედრო სამრეწველო კომპლექსი63
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში63

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი