eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
ნოდარ ხერხეულიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - საჯარო მმართველობის მაგისტრი; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი საჯარო მმართველობაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა გამჭვირვალეა, მათ შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. II ნაწილი: სამაგისტრო პროგრამის II ნაწილზე დაშვების წინაპირობაა პროგრამის I ნაწილის წარმატებით გავლა. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №65/ნ (2026 წლის 15 მაისი) ბრძანების შესაბამისად, მოქმედებს შემდეგი წესები: ა) თუ პირის სამაგისტრო პროგრამის I ნაწილზე ჩარიცხვიდან გასულია 5 წელი, II ნაწილზე დაშვებისთვის იგი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა; ბ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი - საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველების მომზადება, ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებსაც პოლიტიკის ცვლილების, ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში. დღეს, საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

 

II ნაწილი - მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმები თუ საჯარო პოლიტიკური ცვლილებები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი თუ საჯარო სერვისების დასავლური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა მართვის მრავალ კონცეპტუალურ და პრაქტიკულ სირთულეს იწვევს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი სწორედ მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებმა უნდა უზრუნველყონ. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო პოლიტიკის შეფასების, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების მიმართულებით, ჩამოუყალიბოს კრიტიკული ანალიზის უნარი და განავითაროს მათი კვლევითი კომპეტენცია. პროგრამის ეს ნაწილი უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მომზადებას მაღალი დონის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობისთვის, რაც მას მისცემს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას შრომის ბაზარზე და შესაძლებლობას, საჯარო პოლიტიკის კვლევის და შეფასების საფუძველზე წვლილი შეიტანოს მტიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ფორმირების,  საჯარო პოლიტიკის პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებულისწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
  • კურსდამთავრებული:

    პროგრამის I წლის დასრულების შემდეგ:

    • დასაბუთებულად მსჯელობს, აანალიზებს და აფასებს საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე  პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ პროცესებსა და მიმდინარე რეფორმებს  სიღრმისეული თეორიული ცოდნის საფუძველზე; ასევე დამოუკიდებლად იძენს პროფესიულ ცოდნას საჯარო ადმინისტრირებისა და მომიჯნავე მიმართულებებში;
    • კრიტიკულად აფასებს საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივ ბაზისს: მმართველობის კონსტიტუციური საფუძვლების, მუნიციპალური და ადმინისტრაციული სამართლის, საჯარო სამსახურის სისტემისა და საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების შესახებ,  და  არგუმენტირებულად მსჯელობს საჯარო ადმინისტრირების სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
    • აიდენტიფიცირებს და აანალიზებს პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების, ასევე მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და კანონზომიერებების ურთიერთკავშირს, გავლენასა და ზემოქმედებას საჯარო პოლიტიკისა და მმართველობით პროცესებთან;
    • მიმოიხილავს საჯარო ადმინისტრირების ორგანიზაციულ კონტექსტს, მსჯელობს და სისტემურად აანალიზებს საჯარო/სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოებრივი და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის თავისებურებებს ;
    • მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე  პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანიმოქმედების კურსის განსაზღვრის პროცესში; შეიმუშავებს და პროფესიული აუდიტორიის წინაშე იცავს  პოლიტიკის დოკუმენტს;
    • საჯარო მმართველობის სფეროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად  გეგმავს და ახორციელებს პროექტს,  ასევე, უზრუნველყოფს მის მონიტორინსა და შეფასებას;
    • საჯარო სერვისების წარმოქმნის, მიწოდების პოლიტიკისა და განხორციელების თავისებურებების სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, განსაზღვრავს და გეგმავს საჯარო სერვისის პოლიტიკას, უზრუნველყოფს  პროცესის მართვასა და შეფასებას;
    • საჯარო მმართველობის ეთიკისა და პრინციპების, პოლიტიკური მიუკერძოებლობის, ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულების, პატიოსნების და სამართლიანობის ღირებულებებზე დაყრდნობით ხსნის და ასაბუთებს ღია, შედეგზე ორიენტირებული და კარგი მმართველობის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობას;

    პროგრამის II წლის დასრულების შემდეგ:

    • საჯარო ადმინისტრირების და მომიჯნავე მიმართულებებში დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევით პროექტს,  რაც მოიცავს კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით აკადემიური და გამოყენებითი კვლევის წარმოებას, კვლევის შედეგების ანალიზსა და პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენას; ასევე კრიტიკულად აფასებს სფეროში განხორციელებული კვლევითი პროექტების მეთოდოლოგიასს და შედეგებს;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-12-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 4
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/26
    პროგრამის დეტალები:

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს თემატური ბლოკებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.

    გამოკვეთილი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგნები საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის ბლოკებიდან. შესაძლებელია საგნების არჩევა როგორც ერთი, ასევე სამივე ბლოკიდან, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს სპეციფიკური ცოდნა არჩეული მიმართულებით ან შეარჩიოს მისთვის საინტერესო საგანთა კომბინაცია.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    I ნაწილი: საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, კერძოდ, 48 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 12 კრედიტის აღების საშუალება აქვს საჯარო მმართველობის ასარჩევი თემატური ბლოკებიდან. პროგრამაში გათვალისწინებულია საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის თემატური ბლოკები, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს 144 კრედიტს.

    II ნაწილი: საჯარო მმართველობის კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, კერძოდ, 54 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 6 კრედიტის აღების საშუალება აქვს საჯარო მმართველობის ასარჩევი საგნების ბლოკიდან.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ECON6580ეკონომიკა61
    PUBL5110სახელმწიფო მართვა61
    PUBL2020საჯარო ადმინისტრირების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები61
    PUBL6220საჯარო პოლიტიკის ანალიზი61
    PUBL2040საჯარო სერვისების პოლიტიკა და მენეჯმენტი61
    PUBL2050პროექტის მართვა საჯარო სექტორში62
    PUBL2030საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არაკომერციული მენეჯმენტი62
    PUBL2060საჯარო პროექტების მონიტორინგი და შეფასება62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    I ნაწილი - არჩევითი მოდული - საჯარო ადმინისტრირებისა და მართვის ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6
    BLCH5110ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა6
    PUBL5111დეცენტრალიზაცია და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში6
    PUBL6112კრიზისის მენეჯმენტი საჯარო ორგანიზაციებში6
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6
    MGMT6110ორგანიზაციული ქცევა6
    PUBL5050პრაქტიკა საჯარო სექტორში6
    PUBL5240საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    I ნაწილი - არჩევითი მოდული - სამართლის ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6
    LAWB6190ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა6
    LAWP5510პოლიტიკური პარტიების სამართალი6
    LAWP5460სამოხელეო სამართალი6
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია6
    LAWP5260შედარებითი კონსტიტუციური სამართალი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - არჩევითი მოდული - პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა6
    IREL5321გლობალიზაცია, მედია და მმართველობა6
    IREL5353გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა6
    IREL5322გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება6
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა6
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6
    IREL5220საერთაშორისო ორგანიზაციები6
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PUBL2026თვისებრივი კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში61
    PUBL7777მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია61
    PUBL2027რაოდენობრივი კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში61
    PUBL2121საჯარო პოლიტიკის და პროგრამების შეფასება61
    PUBL6300სამაგისტრო ნაშრომი საჯარო მმართველობაში302

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PUBL5279ადმინისტრაციული ლიდერობა საჯარო სექტორში6
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6
    PUBL0101კვლევითი პრაქტიკა საჯარო მმართველობაში6
    PUBL5225საგრანტო განაცხადის შემუშავება და წერა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი