
| პროგრამა: | საქართველოს ისტორია (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | მანანა სანაძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - საქართველოს ისტორიის მაგისტრი II ნაწილი - კვლევის მაგისტრი საქართველოს ისტორიაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის პირველ ნაწილზე დაიშვება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს: ჰუმანიტარულ (უცხო ენების მიმართულების გარდა), სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის, ინტერდისციპლინური (ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მართვის) ან სამართლის მიმართულებით. კანდიდატის ჩარიცხვა განხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის პირველ ნაწილზე ჩარიცხვის მსურველი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ინგლისური ენის ფლობის დონის დასადგენი (წერითი) და სპეციალობაში - საქართველოს ისტორია (ზეპირი) - გამოცდისაგან. გამოცდების სავარაუდო თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე. აპლიკანტი გათავისუფლდება ინგლისურ ენაში გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს ან დიპლომს/დანართს/ცნობას საბაკალავრო პროგრამის დასრულების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას B2-ის დონეზე. დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე დაშვებისა და ჩარიცხვის შესახებ განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე:www.ug.edu.ge რუბრიკაში: სამაგისტრო სწავლების დებულება” (https://www.ug.edu.ge/storage/documentations/May2018/k3uNR2Nr3SSLKuErcsvd.pdff II ნაწილი სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს პირმა, ვისაც დასრულებული აქვს სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილი. ა. არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. ბ. ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. გ. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე ჩაბარების ( თუ მას პროგრამის პირველი ნაწილი გავლილი აქვს სხვა უნივერსიტეტში) მსურველს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა B/2 დონეზე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენით. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია საქართველოს ისტორიის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. პროგრამა, ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და დისციპლინის უახლეს ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის პირველი ნაწილის შესაბამისი ღრმა და სისტემური ცოდნის, პროფესიული და აკადემიური კომპეტენციების მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელიც ფლობს საქართველოს ისტორიის საკითხების კრიტიკული გააზრების, ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზისა და პროფესიულ საქმიანობაში ისტორიული ცოდნის გამოყენებისათვის აუცილებელ საფუძვლებს და მზად არის სწავლის გასაგრძელებლად პროგრამის კვლევით ნაწილზე ან პროფესიული საქმიანობისათვის. საქართველოს ისტორიის მაგისტრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის მეორე ნაწილზე ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ბიბლიოთეკები, საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტურიზმისა და მასმედიის სფერო, გამომცემლობები და სხვა. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია საქართველოს ისტორიის სფეროში მაღალკვალიფიციური მკვლევრის მომზადება, რომელსაც აქვს საქართველოს ისტორიის რთული და ნაკლებად შესწავლილი საკითხების კრიტიკული გააზრების, ისტორიოგრაფიული დებატების შეფასების, პირველწყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ღრმა და სისტემური ცოდნა და პრაქტიკული კვლევითი კომპეტენციები. პროგრამა ეფუძნება კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპს, რომლის შესაბამისადაც სასწავლო კომპონენტები ინტეგრირებულია დამოუკიდებელი სამაგისტრო კვლევის განხორციელების პროცესთან და უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ საქართველოს ისტორიის კვლევაში ორიგინალური წვლილის შეტანისა და პროფესიული პრაქტიკის განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას. კვლევის მაგისტრი საქართველოს ისტორიაში შეძლებს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტურანტურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ბიბლიოთეკები, საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტურიზმისა და მასმედიის სფერო, გამომცემლობები და სხვა. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი კვალიფიკაციის - საქართვლოს ისტორიის მაგისტრი - მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 კრედიტი, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებული საგნებს - 36 ECTS და პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო არჩევითი მოდულების (საქართველოს ანტიკური და შუა საუკენეების ისტორია; საქართველოს ახალი და უახლესი) საგნებს - 24 ECTS. II ნაწილი კვალიფიკაციის - კვლევის მაგისტრი საქართველოს ისტორიაში - მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 კრედიტი, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კომპონენტებს - 30 ECTS და კვლევითი კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს საქართველოს ისტორიაში 30 ECTS. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST6115 | კავკასიისა და საქართველოს გეოგრაფია და ისტორიული გეოგრაფია | 6 | 1 |
| HIST6151 | ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი | 6 | 1 |
| HIST6110 | ქართული სამართლის ძეგლები და პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
| HIST5145 | რელიგიები საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე | 6 | 2 |
| HIST5250 | საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია | 6 | 2 |
| HIST5255 | შემაჯამებელი სემინარი | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 36 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST5125 | ანტიკური და შუა საუკუნეების ნარატიული წყაროები საქართველოს შესახებ (უცხოენოვანი და ქართული) | 6 | 1 |
| HIST5175 | საქართველო უძველესი დროიდან ბაგრაგრატ I კურაპალატამდე | 6 | 1 |
| HIST5180 | საქართველო 975-1555 | 6 | 2 |
| PALE5105 | ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია და დიპლომატიკა | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST5190 | საქართველო 1555-1801 წლებში | 6 | 1 |
| HIST5185 | საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის წყაროები | 6 | 1 |
| HIST5195 | საქართველო რუსეთის იმპერიულ სივრცეში (მეფის რუსეთი, საბჭოთა პერიოდი) | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 18 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST5265 | საქართველო და დასავლეთის სამყარო (ევროპა-ამერიკა) | 6 | 2 |
| HIST5260 | საქართველო და სამეზობლო პოლიტიკა (თურქეთი, ირანი, არაბული ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი) | 6 | 2 |
| HIST5241 | ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარების ისტორია (XVIII-XXI სს) | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| HIST6125 | თემატური სემინარი საქართველოს ისტორიაში | 12 | 3 |
| HIST6105 | ისტორიული კვლევის მეთოდები; არქივებში, მუზეუმებსა და ხელნაწერთა ცენტრებში მუშაობის მეთოდიკა და პრაქტიკა | 6 | 3 |
| HIST6135 | სამაგისტრო კვლევის სემინარი | 12 | 3 |
| HIST6220 | სამაგისტრო ნაშრომი საქართველოს ისტორიაში | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 36 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |