
| პროგრამა: | საერთაშორისო ურთიერთობები (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | შალვა ძებისაშვილი |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი II ნაწილი - კვლევის მაგისტრი დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება: · ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე; · ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პირი, რომელიც დაასრულებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილს უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს II ნაწილზე, რა დროსაც გასათვალისწინებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №65/ნ (2026 წლის 15 მაისი) ბრძანებით განსაზღვრული დათქმა: არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. დამატებით, იმ პირების ჩარიცხვა, ვინც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი (60 ECTS), ხორციელდება: · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გასაუბრების წარმატების გავლის საფუძველზე. ინგლისური ენის კომპეტენცია პროგრამაზე დაშვებისათვის ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომელიც დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარებით (მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში); ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სერტიფიკატით: · IELTS: 5.5-6.5; · TOEFL iBT: 87-109; · Cambridge English: 160-179; გ) ბაკალავრიატის საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მისცეს სისტემური და სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმების შესახებ, განუვითაროს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური პროცესების, საერთაშორისო კონფლიქტების, საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისა და რეგიონული და ტრანსრეგიონული პოლიტიკური პროცესების კრიტიკული გააზრების, ანალიზისა და შეფასების უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საქმიანობა საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში, დიპლომატიურ მისიებში, არასამთავრობო, ანალიტიკურ ცენტრებში, ასევე სხვა ორგანიზაციებში, სადაც საჭირო იქნება საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში ანალიტიკური და პროფესიული კომპეტენციების გამოყენება.
II ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში დამოუკიდებელი მკვლევრის მომზადება, რომელიც ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის თეორიულ, კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და შეუძლია მათი გამოყენება საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების კვლევისა და კრიტიკული ანალიზისათვის. პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულმა შეძლოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პოლიტიკის თემატური საკითხების კომპლექსური ანალიზი, დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნისა და ამოცანების შესაბამისად მეთოდოლოგიური მიდგომებისა და კვლევის ტექნიკების შერჩევა და გამოყენება, ასევე საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე დასაბუთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საქმიანობა საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში, დიპლომატიურ მისიებში, ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში, ასევე აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებში, სადაც საჭირო იქნება საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ანალიზი და კვლევა . |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: |
|
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| IREL5230 | დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა | 6 | 1 |
| IREL5220 | საერთაშორისო ორგანიზაციები | 6 | 1 |
| IREL5110 | საერთაშორისო ურთიერთობების თეორია | 6 | 1 |
| IREL6110 | საგარეო პოლიტიკის ანალიზი | 6 | 2 |
| IREL6120 | საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| IREL6131 | აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა | 6 | 1 |
| IREL5352 | ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა | 6 | 1 |
| IREL5310 | ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები | 6 | 1 |
| IREL5126 | ბირთვული გაუვრცელებლობა | 6 | 2 |
| IREL6153 | გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი | 6 | 2 |
| IREL5130 | ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები | 6 | 2 |
| IREL5120 | თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 42 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| IREL5240 | ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა | 6 | 3 |
| IREL6225 | კვლევის დიზაინი და თვისებრივი მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობებში | 6 | 3 |
| IREL5235 | სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში | 6 | 3 |
| IREL6220 | სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | 3 |
| IREL5340 | კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები | 6 | 3 |
| IREL5360 | ომი და ომის სამართალი | 6 | 3 |
| IREL5131 | ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა | 6 | 3 |
| IREL5320 | სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |