eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ნაწილაკების ექპერიმენტული ფიზიკა (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: მირიანი ტაბიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ფიზიკის მაგისტრი; II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ფიზიკაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B2 (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, (ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას), სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამა სამაგისტრო სწავლების საფეხურზე დაუშვებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკის ბაკალავრი; ფიზიკური მეცნიერებების ბაკალავრი; საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B2 (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, (ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას), სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამა სამაგისტრო სწავლების საფეხურზე დაუშვებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკის ბაკალავრი; ფიზიკური მეცნიერებების ბაკალავრი; საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი

პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია სტუდენტებისთვის ნაწილაკების ფიზიკის სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნის გადაცემა, რომელიც გამყარებულია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტებით. აღნიშნულ ეტაპზე მიღებული კომპეტენციები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევართა ეფექტურ ინტეგრაციას წამყვანი მსოფლიო სამეცნიერო ცენტრების (CERN, FZJ, GSI) მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმდინარე კვლევით პროექტებში. ამასთანავე, პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს მყარ ფუნდამენტურ ბაზას პედაგოგიური მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად და დარგობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის.

II ნაწილი

პროგრამის მეორე ნაწილში, შეძენილ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები გამოიმუშავებენ დარგობრივ კვლევით უნარ-ჩვევებს, რაც მათ საკუთარი პროფესიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას მისცემს. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს სწავლა გააგრძელოს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე, ჩაერთოს დარგის შესაბამის საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და დასაქმდეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • სიახლეთა გარჩევა
  • ინდუქცია, დედუქცია ანალიზი და სინთეზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ჩამოთვლის და ახასიათებს ფუნდამენტური ნაწილაკების ძირითად თვისებებს;
    • აღწერს ნაწილაკების ფიზიკის ფუნდამენტური კონცეფციების ისტორიულ ევოლუციას და მიმოიხილავს თანამედროვე მდგომარეობას;
    • მიმოიხილავს ნაწილაკთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის საკითხებს;
    • ახდენს არსებული დეტექტორების შექმნის ტექნოლოგიების დიფერენცირებას;
    • არგუმენტირებულად მსჯელობს თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზების და ტექნოლოგიების საკითხებზე;
    • ჩამოთვლის და აფასებს სტატისტიკის ძირითად ელემენტებს და მონაცემთა დამუშავების საბაზისო საკითხებს;
    • ჩამოთვლის და ახასიათებს ჰიპოთეზების ტესტების, პარამეტრების შეფასების და სხვა ძირითად მეთოდებს;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთრებული:

    • აღწერს სპეციფიკურ მათემატიკური მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება როგორც სტანდარტულ მოდელში, ისე სხვა არააბელურ ყალიბულ თეორიებში;
    • ჩამოთვლის და აღწერს სტანდარტული მოდელის ლაგრანჟიანის სიმეტრიებს, სტანდარტული მოდელის მიღმა მოდელების პარამეტრებს და მათი ცდომილებების შეფასების მეთოდებს;
    • მიმოიხილავს ნეიტრინოს ფიზიკის და ბარიოგენეზის საკითხებს, ახდენს დამატებითი განზომილებების ინტერპრეტირებას;
    • მიმოიხილავს მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტული დანადგარების მოწყობის და მუშაობის პრინციპებს;
    • ჩამოთვლის მაქანური სწავლებით მულტივარიაციული ანალიზის მეთოდებს და აღწერს მათი გამოყენების მეთოდებს მონაცემთა ანალიზის დროს;
    • ჩამოთვლის და ახასიათებს ფიზიკური პროცესების მოდელირების და ანალიზის ძირითადი პროგრამულ პაკეტებს.
    • კვლევის ზოგად მეთოდებზე დაყრდნობით, კრიტიკულად აფასებს ფიზიკის თანამედროვე პრობლემებსა და მათი გადაჭრის მეთოდოლოგიურ მიდგომებს;
    • ამუშავებს სამეცნიერო ლიტერატურას;

  • უნარი
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აკავშირებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებსა და ელემენტარული ნაწილაკების თვისებებს;
    • აჩვენებს და აფასებს ნაწილაკების ფიზიკაში თეორიულ და ექსპერიმენტულ მიღწევებს შორის მჭიდრო კავშირს;
    • აჩვენებს თეორიისა და ექსპერიმენტის შესაძლებლობებს და კრიტიკულად აფასებს მათ საზღვრებს;
      აფასებს ექსპერიმენტული მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა თეორიულ მოდელებს და  ირჩევს ოპტიმალურ მოდელს;
    • ახორციელებს არსებული დეტექტორის პრაქტიკულ გამოყენებას და ასევე, შეიმუშავებს ახალი ტიპის დეტექტორს;
    • აანალიზებს სიტუაციას და წყვეტს რომელი ახალი დეტექტორის შემუშავების პროცესში შეუძლია ჩაერთოს;
    • ოპერირებს ამაჩქარებელზე მოქმედ ექსპერიმენტულ დანადგარებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში;
    • ექსპერიმენტის მუშაობის პროცესში ეფექტურად იყენებს ამაჩქარებლის პარამეტრებს და კრიტიკულად აანალიზებს ახალი ექსპერიმენტების მომზადებაში მონაწილეობის შესაძლებლობებს;
    • აანალიზებს მონაცემებს, სვამს ამოცანას, ირჩევს მისი გადაჭრის მეთოდებს და იყენებს მას პრაქტიკაში;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთრებული:

    • სტანდარტული მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასების საფუძველზე, ახდენს მისი ალტერნატიული მოდელების პარამეტრებისა და ცდომილებების შეფასებას და აგებს ახალ მოდელებს;
    • პრაქტიკაში იყენებს ნეტერის თეორემას;
    • აკავშირებს ერთმანეთთან ყალიბური სიმეტრიის ჯგუფისა და ფუნდამენტური ნაწილაკების ურთიერთქმედების თვისებებს;
    • პრაქტიკაში იყენებს სტატისტიკური ანალიზისათვის საჭირო პროგრამულ პაკეტებს;
    • აკეთებს სწორ დასკვნებს სტატისტიკური ჰიპოტეზების შემოწმების კრიტერიუმების გამოყენებით;
    • დამოუკიდებლად აწარმოებს ინოვაციურ კვლევებს ნაწილაკების ფიზიკაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-21-2022
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 22/22
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    ნაწილაკების ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს სტუდენტის სპეციალიზაციას კონკრეტული მიმართულებით, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის, შრომის ბაზარზე ორიენტირებულ და კონკურენტუნარიან კომპეტენციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS კრედიტს და შედგება ორი ნაწილისაგან: 

    I ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 36 ECTS; არჩევითი საგნები 24 ECTS;

    II ნაწილი 60 ECTS  - ძირითადი საგნები 48 ECTS,  მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 12 ECTS.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ52201ელემენტარულ ნაწილაკთა ამაჩქარებლები61
    PHYZ52202ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები I61
    PHYZ52213ნაწილაკების ურთიერთქმედების რელატივისტური კინემატიკა61
    PHYZ52222ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები II62
    PHYZ52205მონაცემთა ანალიზის მეთოდები62
    PHYZ52206ნაწილაკების ფიზიკა62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ52207C++ პროგრამირება I6
    PHYZ52208C++ პროგრამირება II6
    PHYZ52203გამოყენებითი ელექტრონიკა I6
    PHYZ52204გამოყენებითი ელექტრონიკა II6
    PHYZ52218კვლევითი პროექტების მართვა6
    PHYZ52212ჯგუფთა თეორია და სიმეტრიები ნაწილაკთა ფიზიკაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ2216კვლევითი სემინარი63
    PHYZ52217მონაცემთა გაღრმავებული ანალიზი63
    PHYZ52209სტანდარტული მოდელი და მის მიღმა63
    PHYZ52219სამსამაგისტრო ნაშრომი ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ4444ელექტრონიკა ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში6
    PHYZ52211ველის ყალიბური თეორიები და სტანდარტული მოდელი6
    ENGP5212მიზნობრივი ინგლისური ენა (ფიზიკა)6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი