eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
ნიკოლოზ კაციტაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი, II ნაწილი - კვლევის მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60-კრედიტიანი პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დან სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი
პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს კომპიუტერული მეცნიერების სფეროსთვის აუცილებელი დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და პროფესიული კომპეტენციები. აღნიშნული ნაწილი მოიცავს მონაცემთა მეცნიერების, ალგორითმული აზროვნების, პროგრამული სისტემების არქიტექტურის, მონაცემთა ბაზების, ქსელური ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს. პროგრამის პირველი ნაწილი ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე თანამედროვე ტექნოლოგიური ამოცანების გააზრების, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებისა და პრაქტიკული/პროფესიული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრისათვის.

II ნაწილი

პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს კომპიუტერული მეცნიერების სფეროში დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების კრიტიკული ანალიზის უნარები. აღნიშნული ნაწილი ორიენტირებულია კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებაზე, აკადემიური სტანდარტების დაცვით სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაზე, კვლევის შედეგების არგუმენტირებულად წარდგენასა და პროფესიული/აკადემიური გადაწყვეტილებების მიღებაზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის საფუძველზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში; 
     
სწავლის შედეგი:
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს კომპიუტერული მეცნიერების ძირითად თეორიულ პრინციპებს;
    • აფასებს კომპლექსურ პრობლემებს და შეიმუშავებს შესაბამის ალგორითმულ ან სისტემურ გადაწყვეტას;
    • პროფესიულ საქმიანობაში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
    • აანალიზებს პროფესიული გადაწყვეტილებების სამართლებრივ და ეთიკურ პრინციპებს;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთრებული:

    • აყალიბებს კომპიუტერული მეცნიერების სფეროში აქტუალურ საკვლევ პრობლემას, კვლევის მიზნებსა და ამოცანებს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე;
    • კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ქმნის და წარადგენს ტექნოლოგიურ პროექტს;
    • აანალიზებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებსა და მიგნებებს, აფასებს კვლევის შეზღუდვებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს
    • ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევას კომპიუტერული მეცნიერების სფეროში და ამზადებს სამაგისტრო ნაშრომს აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-15-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PDC6062-01
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და კვლევაზე ორიენტირებულ კომპონენტებს. პროგრამის კვლევით ეტაპზე მაგისტრანტი პირველივე სემესტრიდან ერთვება აკადემიურ კვლევით საქმიანობაში. მაგისტრატურაზე მიღების პროცესში ჩატარებული გასაუბრებისას იკვეთება კანდიდატის კვლევითი ინტერესები და შესაძლო თემატური მიმართულებები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა.

    შერჩეული საკვლევი თემის სპეციფიკისა და სტუდენტის კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით, მას ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს შესაბამისი სასწავლო კურსები, რომლებიც უზრუნველყოფს თემატური მიმართულების შესაბამისად დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას და ხელს უწყობს სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებას მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS  და შედგება ორი ნაწილისაგან: 

    I ნაწილი 60 ECTS -  ძირითადი საგნები 54 ECTS; არჩევითი საგნები 6 ECTS;

    II ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 48 ECTS,  მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 12 ECTS.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO3369React Native: Cross-Platform Mobile Development61
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის61
    INFO6250ინდუსტრიულ პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი61
    CYBR5016კიბერუსაფრთხოება კომპიუტერულ სისტემებში61
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა61
    INFO6260IT პროექტების მართვა62
    INFO1134გამოთვლის თეორია, რიცხვითი ანალიზი და ალგორითმები62
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები62
    INFO1131მონაცემთა მეცნიერება: მანქანური და ღრმა სწავლება62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5249Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO6130Android პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6
    INFO5226Flask6
    INFO6350IT ინფრასტრუქტურის დიზაინი6
    INFO6330IT მენეჯმენტი6
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5246ITIL4 შექმნა მიწოდება და მხარდაჭერა6
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I6
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II6
    INFO6135Web პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    BLCH5231ბიზნეს-პროცესები6
    BLCH5141ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები და რეალური აქტივების ტოკენიზაცია6
    BLCH5111განაწილებული აღრიცხვის სისტემების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა6
    INFO5600ვირტუალური აქტივების სამართალი6
    BLCH5117კრიპტო აქტივების სამართლებრივი რეგულაციები6
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO6363მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი IOS პლატფორმაზე6
    INFO6212პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6
    INFO6222უსადენო ქსელები და ავტომატიზაციის საფუძვლები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    126

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა63
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი63
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი63
    INFO6241სამაგისტრო ნაშრომი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ2216კვლევითი სემინარი6
    MATH4119კრიპტოლოგია6
    INFO6899მანქანური სწავლების მათემატიკური მეთოდები6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    BLCH5321სმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები6
    MATH2203სტატისტიკური ანალიზი 6
    INFO5229ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი