eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კიბერუსაფრთხოება (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
კახა ჩხარტიშვილი
კიმ ტრეისი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - კიბერუსაფრთხოების მაგისტრი, II ნაწილი - კვლევის მაგისტრი კიბერუსართხოებაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში ზეპირი და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. IELTS – მინიმალური ქულა 6.5. PTE General – მინიმალური დონე B2. FCE – მინიმალური დონე B. CPE – საკმარისია ჩაბარება. CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) სპეციალობაში ზეპირი და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში; ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი

პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს კიბერუსაფრთხოების სფეროს ფუნდამენტური თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი, ქსელური და ფიზიკური უსაფრთხოების მიმართულებებით. პროგრამა უზრუნველყოფს აუდიტის, რისკების შეფასების, სისტემური მიდგომების, უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმებისა და შეღწევადობის ტესტირების მეთოდების შესწავლას, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს დაგეგმოს და განახორციელოს უსაფრთხოების პროცესები, მართოს კიბერსაფრთხეები და პროფესიული ეთიკის დაცვით მიიღოს დამოუკიდებელი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

II ნაწილი

პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს კიბერუსაფრთხოების სფეროში ანალიტიკური, პროფესიული და ინოვაციური საქმიანობისათვის აუცილებელი კომპეტენციები. პროგრამა ორიენტირებულია კიბერსაფრთხეების იდენტიფიკაციის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შეფასებაზე, ასევე ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაზე თანამედროვე კვლევითი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე, რაც კურსდამთავრებულს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად მართოს უსაფრთხოების პროცესები როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ გარემოში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი;
  • ინტერაქტიული ლექციები;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პრობლემის გადაჭრაზე; ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
  • სწავლება კეთებით;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • ვერბალური (ზეპირსიტყვიერი) მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
    სიმულაცია;
  • როლური თამაშები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • პრეზენტაციების წარდგენა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აანალიზებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების მოთხოვნებსა და შესაბამის კიბერსაფრთხეებს;
    • სისტემურად აფასებს აუდიტის როლს, ფუნქციებს და რისკების შეფასების მეთოდებს;
    • აანალიზებს ფიზიკური უსაფრთხოების პრინციპებს, კომპონენტებსა და უსაფრთხოების კონტროლის მექნიზმებს;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს სისტემების თეორიისა და სისტემური მიდგომის ძირითად პრინციპებს, ასევე რთული სისტემების მუშაობის უნარიანობის და საიმედოობის შეფასების პროცესებს;

  • უნარი
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • სისტემურად შეიმუშავებს უსაფრთხოების მოთხოვნებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის;
    • უზრუნველყოფს ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ქსელების, მართებულ იდენტობისა და დაშვების კონფიგურაციის, ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა  უსაფრთხოება/დაცვას;
    • გეგმავს და ახორციელებს ინფორმაციული სისტემების აუდიტს - წარადგენს შედეგებს  ანგარიშისა და პრეზენტაციის ფორმატში;
    • დამოუკიდებლად ახორციელებს შეღწევადობის ტესტირებას სრულ ციკლში - დაზვერვიდან, პრივილეგიების ესკალაციასა თუ კვალის დაფარვამდე - შესაბამისი მეთოდებისა და ხელსაწყოების გამოყენებით;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • უზრუნველყოფს ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ქსელების, მართებულ იდენტობისა და დაშვების კონფიგურაციის, ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა უსაფრთხოება/დაცვას;
    • დამოუკიდებლად ახორციელებს შეღწევადობის ტესტირებას სრულ ციკლში - დაზვერვიდან, პრივილეგიების ესკალაციასა თუ კვალის დაფარვამდე - შესაბამისი მეთოდებისა და ხელსაწყოების გამოყენებით;
    • იყენებს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს კიბერსაფრთხეების იდენტიფიკაციისთვის;
    • კრიტიკულად აანალიზებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებსა და მიგნებებს, აფასებს კვლევის შეზღუდვებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
    • ამზადებს კვლევით ან ტექნიკურ ანგარიშს/ნაშრომს აკადემიური წერის, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით და ახორციელებს შედეგების პრეზენტაციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, იღებს დამოუკიდებელ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ეთიკური პრინციპების შესაბამისად კიბერსაფრთხეებზე რეაგირების, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, იღებს დამოუკიდებელ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ეთიკური პრინციპების შესაბამისად კიბერსაფრთხეებზე რეაგირების, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში;
    • ავითარებს კიბერუსაფრთხოების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს დარგობრივ კონტექსტში, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-28-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PCD6067-01 
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და კვლევაზე ორიენტირებულ კომპონენტებს. პროგრამის კვლევით ეტაპზე გადასვლისას, პროგრამის ხელმძღვანელებთან კონსულტაციისა და გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება სტუდენტის საკვლევი თემა. აღნიშნული მიდგომა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, კურიკულუმით გათვალისწინებული  არჩევითი საგნები მიზნობრივად, საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის  სპეციფიკის გათვალისწინებით შეარჩიოს, რაც უზრუნველყოფს თემატური მიმართულების შესაბამისად დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას და ხელს უწყობს სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებას მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვით. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS კრედიტს და შედგება ორი ნაწილისაგან: 

    I ნაწილი 60 ECTS -  ძირითადი საგნები 48 ECTS; არჩევითი საგნები 12 ECTS;

    II ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 54 ECTS,  მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 6 ECTS.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    CYBR5005Eინფორმაციული უსაფრთხოების მართვა - მმართველობა, რისკი და შესაბამისობა61
    CYBR5016Eკიბერუსაფრთხოება კომპიუტერულ სისტემებში61
    CYBR5018Eფიზიკური უსაფრთხოება61
    CYBR5001Eაპლიკაციების უსაფრთხოება62
    CYBR5019Eპროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირება და ავტომატიზაცია62
    CYBR5017Eქსელის უსაფრთხოება62
    CYBR5002Eღრუბლოვანი უსაფრთხოება62
    CYBR5004Eშეტევითი კიბერუსაფრთხოება62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5249EAgile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    CYBR5009EAWS-ის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება6
    INFO5226EFlask6
    CYBR5010EIAC (ინფრასტრუქტურა, როგორც კოდი) Terraform6
    CYBR5011EIAC (ინფრასტრუქტუტრა, როგორც კოდი) Bicep6
    INFO6260EIT პროექტების მართვა6
    INFO5254EIT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256EIT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO6263Eდიდ მონაცემთა სისტემები6
    CYBR5008Eკიბერუსაფრთხოების არქიტექტურა და მენეჯმენტი Microsoft-ის ეკოსისტემაში 6
    CYBR5015Eლოგირება და მონიტორინგი6
    CYBR5020Eოპერაციული სისტემა Linux6
    INFO6212Eპირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    78

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    CYBR5014Eკიბერსაფრთხეების ანალიზი63
    CYBR5006Eკიბერსაფრთხეების ანალიზი, კვლევა და სწავლება63
    MATH3345Eმათემატიკური სტატისტიკა63
    INFO6340Eსისტემების სტრუქტურული ანალიზი63
    CYBR0007Eსამაგისტრო პროექტი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110Eაკადემიური წერა და კვლევა6
    CYBR5012Eინციდენტზე რეაგირება და ციფრული ექსპერტიზა6
    PHYZ2216Eკვლევითი სემინარი6
    MATH4119Eკრიპტოლოგია6
    BLCH5145Eუსაფრთხოების მეთოდები ბლოკჩეინში და კრიპტოვალუტების სისტემებში6
    INFO6270Eხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი