eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
სალომე ხაინდრავა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი, II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60-კრედიტიანი პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი

პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სფეროში სიღრმისეული დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და პროფესიული კომპეტენციები. აღნიშნული ნაწილი ორიენტირებულია IT მენეჯმენტის, IT ინფრასტრუქტურის დიზაინის, მონაცემთა დაცვის, დეცენტრალიზებული სისტემების, IT პროექტების მართვისა და ორგანიზაციულ გარემოში ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანი მართვის უნარების განვითარებაზე.

II ნაწილი

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ტექნოლოგიური ინოვაციების ორგანიზაციულ გარემოში ეფექტურად დანერგვას, კომპლექსური პრობლემების კრიტიკულ ანალიზსა და გადაწყვეტას.

აღნიშნული ნაწილი ორიენტირებულია IT მენეჯმენტთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და მმართველობითი პრობლემების კვლევაზე, რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებაზე, სისტემური ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და სამაგისტრო ნაშრომის მომზადებაზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე
  • ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • სიღრმისეულად აანალიზებს და აფასებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და დეცენტრალიზებული სისტემების პრინციპებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებსა და კანონმდებლობას;
    • სისტემურად ახასიათებს IT მენეჯმენტის სტრატეგიებს და მართვის ჩარჩოებს (ITIL, COBIT და სხვ.);
    • მიმოიხილავს ინფრასტრუქტურის დიზაინის პრინციპებს, მათ შორის ქსელურ არქიტექტურას და სერვერების მართვას;
    • განიხილავს პროექტების მართვის ინსტრუმენტებს და აფასებს Agile/Waterfall მეთოდოლოგიებს.

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთრებული:

    • სიღრმისეულად აანალიზებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ პრობლემებს და შესაბამის თეორიულ ჩარჩოებს;
    • სიღრმისეულად აანალიზებს სისტემების სტრუქტურულ კომპონენტებს და კრიტიკულად აფასებს კვლევის შედეგებს მათი პრაქტიკულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
    • აცნობიერებს სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობას ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში.

  • უნარი
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ორგანიზაციულ დონეზე;
    • დამოუკიდებლად შეიმუშავებს დეცენტრალიზებულ სისტემებს ბლოკჩეინ პლატფორმებზე;
    • დამოუკიდებლად მართავს პროექტებს დროულად და ეფექტურად;
    • კრიტიკულად აფასებს და ავითარებს IT ინფრასტრუქტურას;
    • წარმართავს გუნდებს შორის თანამშრომლობის პროცესს საერთო მიზნების ეფექტურად მისაღწევად.

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთრებული:

    • დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევის პროცესს დაგეგმილი მეთოდოლოგიის საფუძველზე;
    • ამუშავებს და აანალიზებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს;
    • ამზადებს სამაგისტრო ნაშრომს აკადემიური წერის სტანდარტების შესაბამისად და ახორციელებს მის საჯარო დაცვას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად გეგმავს და აწარმოებს პროექტებს, უზრუნველყოფს მათ ეფექტურ მართვას;
    • იცავს ეთიკურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მართვას;
    • დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ცვალებად და არასტაბილურ გარემოში.

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად მართავს კვლევის სრულ პროცესს იდეიდან საბოლოო შედეგამდე;
    • იცავს აკადემიურ ეთიკასა და კვლევის კეთილსინდისიერების პრინციპებს;
    • იღებს პასუხისმგებლობას მიღებული შედეგების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაზე. 
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-19-2019
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 26/19
    პროგრამის დეტალები:

    ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და კვლევაზე ორიენტირებულ კომპონენტებს. პროგრამის კვლევით ეტაპზე მაგისტრანტი პირველივე სემესტრიდან ერთვება აკადემიურ კვლევით საქმიანობაში. მაგისტრატურაზე მიღების პროცესში ჩატარებული გასაუბრებისას იკვეთება კანდიდატის კვლევითი ინტერესები და შესაძლო თემატური მიმართულებები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა.

    შერჩეული საკვლევი თემის სპეციფიკისა და სტუდენტის კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით, მას ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს შესაბამისი სასწავლო კურსები, რომლებიც უზრუნველყოფს თემატური მიმართულების შესაბამისად დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას და ხელს უწყობს სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებას მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS  და შედგება ორი ნაწილისაგან: 

    I ნაწილი 60 ECTS -  ძირითადი საგნები 36 ECTS; არჩევითი საგნები 24 ECTS;

    II ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 42 ECTS,  მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 18 ECTS.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO6350IT ინფრასტრუქტურის დიზაინი61
    INFO6330IT მენეჯმენტი61
    BLCH5111განაწილებული აღრიცხვის სისტემების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა61
    INFO6212პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში61
    INFO6260IT პროექტების მართვა62
    INFO5224მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები C და C++ ენებზე62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5249Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO6130Android პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6
    INFO5226Flask6
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5246ITIL4 შექმნა მიწოდება და მხარდაჭერა6
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I6
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II6
    INFO3369React Native: Cross-Platform Mobile Development6
    INFO6262Spring ფრეიმვორკი6
    INFO6135Web პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    BUSN5210ბიზნეს-კომუნიკაციები6
    BLCH5231ბიზნეს-პროცესები6
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6250ინდუსტრიულ პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    BLCH5117კრიპტო აქტივების სამართლებრივი რეგულაციები6
    MGMT4550ლიდერობა6
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO6363მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი IOS პლატფორმაზე6
    INFO6271მონაცემთა ბაზების სისტემები6
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6
    INFO6222უსადენო ქსელები და ავტომატიზაციის საფუძვლები6
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    156

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HRDT5028რაოდენობრივი და სტატისტიკური კვლევის მეთოდები63
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი63
    INFO6241სამაგისტრო ნაშრომი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BLCH5141ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები და რეალური აქტივების ტოკენიზაცია6
    INFO5600ვირტუალური აქტივების სამართალი6
    INFO5225ინფორმაციული სისტემების აუდიტი6
    MATH4119კრიპტოლოგია6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    BLCH5321სმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები6
    INFO5229ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი