
| პროგრამა: | ინგლისური ფილოლოგია (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | მაია ჩხეიძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი ; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე (ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით). სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ენა ქართულია, თუმცა მოიცავს ინგლისური ენის კომპონენტს (რიგი სასწავლო დისციპლინების მუშაობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე). II ნაწილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის #65/ნ (2026,15/V) ბრძანების შესაბამისად, ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე უგამოცდოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში არა უმეტეს ხუთი წლის წინ აქვთ გავლილი ამავე სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პირი 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე დაიშვება მხოლოდ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. გარდა ამისა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გასაუბრება სპეციალობაში. გასაუბრების თემატიკა ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ug.edu.ge. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად აპლიკანტს შეუძლია წარმოადგინოს შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72 - 80; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე C. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტირებას, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. იგივე წესი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი გავლილი აქვთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი სამაგისტრო პროგრამის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტს თანამედროვე ფილოლოგიის ძირითადი დარგების, მიმდინარეობების, თეორიების, აზროვნების პარადიგმების ადეკვატური ხედვა, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე ფილოლოგიის სააზროვნო სივრცის პოლიპარადგიმულობისა და ინტერდიციპლინარულობის გააზრების, თეორიის ექსპლონატორული პოტენციალისა და პრაქტიკული ღირებულების გაცნობიერების, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსპოზიციის კომპეტენციას. II ნაწილი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებში თანამედროვე ლინგვისტური, სოციოლინგვისტური, დისკურსული, ლიტერატურათმცოდნეობითი და კონტრასტული კვლევის მეთოდების ფლობას, აკადემიური კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და კვლევის შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენის უნარების განვითარებას. სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების საშუალებით პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობისთვის. თანამედროვე ინგლისური ფილოლოგიისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი სპეციალისტის მომზადებაზე, რომელიც ფლობს კვლევით და ანალიტიკურ უნარებს, ეთიკური პასუხისმგებლობის გრძნობას და ეფექტური კომუნიკაციის კომპეტენციას. პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება წვლილის შეტანა ფილოლოგიური ცოდნის განვითარებაში, საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებაში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-06-2008 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 50 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 12PDC161 - 05 - 26 |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისურ ფილოლოგიაში პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 54 ECTS;
კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 54 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი); |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ACWR5123 | აკადემიური წერა ფილოლოგებისათვის (ინგ.) | 6 | 1 |
| ENGL5136 | ინგლისური ენა I | 6 | 1 |
| ENLT5325 | ინგლისური ლიტერატურის ისტორია (ინგ.) | 6 | 1 |
| LING5112 | ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები | 6 | 1 |
| LING5217 | ტექსტის ლინგვისტიკა | 6 | 1 |
| AMLT5321 | ამერიკული ლიტერატურის ისტორია (ინგ.) | 6 | 2 |
| ENGL5337 | ინგლისური ენა II | 6 | 2 |
| ENGL6232 | რეფერირება (ინგ.) | 6 | 2 |
| SEMN5219 | სემანტიკა (ინგ.) | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| APLG5310 | გამოყენებითი ლინგვისტიკა | 6 | |
| DSAN5310 | დისკურსის ანალიზი | 6 | |
| LING5115 | ენა და კულტურა | 6 | |
| LAHL5232 | ინგლისური ენა და ისტორიული ლინგვისტიკა | 6 | |
| UDLT5410 | უტოპიური და დისტოპიური ლიტერატურა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LACO5216 | ენისა და კომუნიკაციის დისკურსული და სოციალური განზომილებები | 6 | 3 |
| CONL5216 | კონტრასტივიკა: თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები | 6 | 3 |
| LILI5217 | ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის მეთოდები | 6 | 3 |
| SOLI5215 | სოციოლინგვისტიკა: კვლევითი მიდგომები და ანალიზი | 6 | 3 |
| ENGL6113 | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LING5146 | აბსტრაქტირება და სემანტიკური მეფინგი | 6 | |
| LAGL5217 | ენა, გენდერი და ლიტერატურა: კვლევითი პერსპექტივები | 6 | |
| PTML5210 | პარადიგმები და ტენდენციები თანამედროვე ლინგვისტიკაში | 6 | |
| PRRE5214 | პრაგმატიკა თანამედროვე ლინგვისტიკაში: თეორია და კვლევა | 6 | |
| PMHU5214 | პროექტების მართვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |