
| პროგრამა: | ინგლისური ფილოლოგია (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | მაია ჩხეიძე |
| სწავლების ენა: | ინგლისური |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი ; - II ნაწილი -კვლევის მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ეკვივალენტი, ან/და ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80; IELTS – მინიმალური ქულა 6; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე C. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა“. II ნაწილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის #65/ნ (2026,15/V) ბრძანების შესაბამისად, ინგლისური ფილოლოგიის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე უგამოცდოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში არა უმეტეს ხუთი წლის წინ აქვთ გავლილი ამავე სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პირი 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე დაიშვება მხოლოდ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. გარდა ამისა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გასაუბრება სპეციალობაში. გასაუბრების თემატიკა ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ug.edu.ge. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად აპლიკანტს შეუძლია წარმოადგინოს შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72 - 80; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე C. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტირებას, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. იგივე წესი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი გავლილი აქვთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი პროგრამის მიზანია მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროში კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს ინგლისური ენის, ლიტერატურის, კულტურისა და კომუნიკაციის თანამედროვე თეორიებსა და მიდგომებს, შეუძლია მათი კრიტიკული გააზრება და გამოყენება აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ინგლისური ენის ისტორიული განვითარების, თანამედროვე ლინგვისტური პარადიგმების, ლიტერატურული პროცესებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის სიღრმისეულ შესწავლას, აკადემიური და პროფესიული კომუნიკაციის უნარების განვითარებას. II ნაწილი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებში თანამედროვე ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის მეთოდების ფლობას, აკადემიური კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და კვლევის შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენის უნარების განვითარებას. სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების საშუალებით პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას დამოუკიდებელი და გუნდური კვლევითი საქმიანობისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პროექტების დაგეგმვისა და მართვისთვის, ასევე პროფესიული და აკადემიური პრობლემების მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზისა და გადაჭრისთვის. თანამედროვე ინგლისური ფილოლოგიისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი სპეციალისტის მომზადებაზე, რომელიც ფლობს კვლევით და ანალიტიკურ უნარებს, ეთიკური პასუხისმგებლობის გრძნობას და ეფექტური კომუნიკაციის კომპეტენციას. პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება წვლილის შეტანა ფილოლოგიური ცოდნის განვითარებაში, საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებაში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-19-2022 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 01/22 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 12PDC161 - 05 - 26 |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისურ ფილოლოგიაში პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 54 ECTS;
კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 54 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი); |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ACWR5110E | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | 1 |
| MOLG5110E | თანამედროვე ლინგვისტიკა | 6 | 1 |
| ELTS5210E | ინგლისური ენა დროსა და სივრცეში | 6 | 1 |
| INCM5310E | ინტერკულტურული კომუნიკაცია | 6 | 1 |
| LITH5210E | ლიტერატურის თეორია: კრიტიკა და ისტორია I | 6 | 1 |
| BSCM5320E | ბიზნესკომუნიკაცია | 6 | 2 |
| LCUS5210E | ენა, კულტურა და საზოგადოება | 6 | 2 |
| LITH5310E | ლიტერატურის თეორია: კრიტიკა და ისტორია II | 6 | 2 |
| PTML5210E | პარადიგმები და ტენდენციები თანამედროვე ლინგვისტიკაში | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| APLG5310E | გამოყენებითი ლინგვისტიკა | 6 | |
| LAGD5320E | ენა და გენდერი | 6 | |
| ENGL5214E | ინგლისური ენა C1/1 | 6 | |
| ENGL5215E | ინგლისური ენა C1/2 | 6 | |
| TELG5420E | ტექსტის ლინგვისტიკა | 6 | |
| UDLT5410E | უტოპიური და დისტოპიური ლიტერატურა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 36 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| RMLG5322E | ლინგვისტური კვლევის მეთოდები | 6 | 3 |
| LALT5217E | მხატვრული ტექსტის ანალიზი | 6 | 3 |
| PMHU5214E | პროექტების მართვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში | 6 | 3 |
| TECT5128E | ტექსტი და კონტექსტი: კვლევითი პერსპექტივები | 6 | 3 |
| ENGL6113E | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 54 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LING5116E | აბსტრაქტირება და სემანტიკური მეფინგი | 6 | |
| DSAN5310E | დისკურსის ანალიზი | 6 | |
| PRRE5214E | პრაგმატიკა თანამედროვე ლინგვისტიკაში: თეორია და კვლევა | 6 | |
| SOLG5318E | სოციოლინგვისტიკა: კვლევითი მიდგომები და ანალიზი | 6 | |
| UDLT5410E | უტოპიური და დისტოპიური ლიტერატურა | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 30 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |