eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გლობალური მმართველობა (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი II ნაწილი - კვლევის მაგისტრი დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება: · ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე; · ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პირი, რომელიც დაასრულებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (სამაგისტრო პროგრამების) I ნაწილს უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს II ნაწილზე, რა დროსაც გასათვალისწინებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №65/ნ (2026 წლის 15 მაისი) ბრძანებით განსაზღვრული დათქმა: არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. დამატებით, იმ პირების ჩარიცხვა, ვინც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი (60 ECTS), ხორციელდება: · ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ინგლისურ ენაზე ზეპირი) გასაუბრების წარმატების გავლის საფუძველზე. ინგლისური ენის კომპეტენცია პროგრამაზე დაშვებისათვის ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომელიც დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარებით (მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში); ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სერტიფიკატით: · IELTS: 5.5-6.5; · TOEFL iBT: 87-109; · Cambridge English: 160-179; გ) ბაკალავრიატის საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი 

გლობალური მმართველობის პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია კურსდამთავრებულებს საერთაშორისო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მისცეს გლობალური პროცესებისა და მათი განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ სისტემური ცოდნა, განუვითაროს  სფეროს აქტუალური საკითხების კრიტიკული გააზრების,  ინტერდისციპლინური საკითხების ანალიზის, ინფორმაციის სინთეზისა და  აკადემიური არგუმენტირების უნარი. პროგრამა მიზნად ისახავს  კურსდამთავრებულებს შეასწავლოს საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციური ჩარჩოებისა და სამართლებრივ-ნორმატიული მექანიზმების, მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი და შეფასება, რაც მათ პროფესიული  საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციებით უზრუნველყოფს.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ადგილობრივ საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლობებში, დიპლომატიურ მისიებსა და  საელჩოებში, ასევე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრებში.   

 

II ნაწილი

გლობალური მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია გლობალური მმართველობის სფეროში დამოუკიდებელი მკვლევრის მომზადება, რომელიც ფლობს საერთაშორისო პოლიტიკისა და გლობალური პროცესების კვლევის თეორიულ, კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და შეუძლია მათი გამოყენება აქტუალური საერთაშორისო საკითხების შესასწავლად. პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულმა შეძლოს თემატური საკითხების  კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის სინთეზი, დასაბუთებული არგუმენტაციისა და დასკვნების ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნისა და ამოცანების შესაბამისად კვლევის დიზაინის,  მეთოდოლოგიური მიდგომებისა და მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის  მეთოდების შერჩევა და გამოყენება, ასევე სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული გააზრების საფუძველზე  დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება გლობალური მმართველობის  აქტუალურ საკითხებზე.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო უწყებებში, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში, დიპლომატიურ მისიებში, ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში, აგრეთვე აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო პოლიტიკისა და გლობალური მმართველობის  საკითხების კვლევასთან და ანალიზთან.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • სიმულაცია
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • მოკლე ანალიტიკური ნაშრომები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • სიღრმისეულად განიხილავს ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების  ინსტიტუციურ მნიშვნელობას, ორგანიზაციულ სტრუქტურას,         განხორციელებულ პოლიტიკას, ორგანიზაციულ ეფექტურობას;
    • საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ანალიზისას განსაზღვრავს და  იყენებს  საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი თეორიების შესაბამის ჩარჩოს;
    • ადგენს გლობალური მმართველობის ინსტიტუცური ჩარჩოებისა და   გლობალურ Სოციო-პოლიტიკური პროცესებში მედიის და მედიასაშუალებების როლსა და მექანიზმებს;
    • სიღრმისეულად ახასიათებს საერთაშორისო სამართლებრივ და  ნორმატიულ რეჟიმებს გლობალური მმართველობის სისტემის ჩარჩოებში,  მათ შორის,  დიპლომატიურ პრაქტიკასა და ბერკეტებს.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • სისტემურად და სიღრმისეულად ხსნის გლობალური პროცესების,  მდგრადი განვითარებისა და გამჭვირვალეობის თემატურ პრობლემატიკას;
    • ხსნის გლობალური პროცესების ინსტიტუციურ კავშირს კონკრეტულ  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მართვის მექანიზმების  ეფექტურობათან;
    • აფასებს საერთაშორისო პოლიტიკის თემატურ საკითხებს შესაბამის  ანალიტიკურ მიდგომებთან და მეთოდოლოგიურ ჩარჩოებთან მიმართებაში;
    • სიღრმისეულად ხსნის საერთაშორისო პოლიტიკისა და გლობალური  მმართველობის კვლევის თეორიულ, კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ  ასპექტებს.

  • უნარი
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აფასებს გლობალური მმართველობის თემატური საკითხის აქტუალობას  შესაბამის ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ფორმატში;
    • იყენებს შესაბამის სამართლებრივ და ნორმატიულ/რეგულატორულ ჩარჩოებს ადამიანის უფლებების, ევროკავშირის ეკონომიკური და გლობალური სავაჭრო-ფინანსური პოლიტიკის საკითხებში;
    • გლობალური ინსტიტუციური ჩარჩოების კვლევის კონტექსტში აფასებს  ინტერდისციპლინარული მიდგომის უპირატესობას;
    • ადგენს და იყენებს დიპლომატიის და საჯარო კომუნიკაციის შესაბამის  ფორმატს კონკრეტული ქეისის მიხედვით;
    • გეგმავს და წარმართავს თემატურ მოლაპარაკებებს შესაბამისი   ორგანიზაციული ფორმატის გამოყენებით;

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აფასებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და რეჟიმების  გამოყენების ეფექტურობას გლობალური მმართველობის სხვადასხვა  სფეროში და ასაბუთებს მათი გამოყენების შესაძლებლობას კონკრეტული  პოლიტიკისა და კვლევითი პრობლემების კონტექსტში;
    • აფასებს გლობალური "კარგი მმართველობის" ინსტიტუციურ და  ორგანიზაციულ ჩარჩოებს და ბერკეტებს, და მათ ეფექტურობას, მათ შორის  გლობალური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მიზნით;
    • სამეცნიერო ლიტერატურისა და კვლევის შედეგების კრიტიკული  ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს პოლიტიკის ალტერნატივებს, აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს არსებული  პრობლემური საკითხების გადასაჭრელად;
    • კვლევის მიზნისა და ამოცანების შესაბამისად შეიმუშავებს და იყენებს კვლევის დიზაინს, შესაბამის მეთოდოლოგიურ მიდგომებს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს გლობალური მმართველობის საკითხების კვლევის პროცესში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • იცავს პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების  პრინციპებს სასწავლო და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად გეგმავს და წარმართავს კვლევით საქმიანობას  წყაროებთან მუშაობის სტანდარტებისა და კვლევის ზოგადი ეთიკის  ნორმების დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:
    • გლობალური მმართველობის სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი (60 ECTS) მოიცავს 42 კრედიტის სავალდებულო და 18 კრედიტის არჩევით სასწავლო კურსებს.
    • გლობალური მმართველობის სამაგისტრო პროგრამის II ნაწილი (60 ECTS) მოიცავს 54 კრედიტის სავალდებულო და 6 კრედიტის არჩევით სასწავლო კურსებს.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6144გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ცივი ომის შემდეგ61
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა61
    IREL5221საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა61
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია61
    IREL5321გლობალიზაცია, მედია და მმართველობა62
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა62
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი61
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში61
    IREL5325ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში62
    IREL5255დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება62
    IREL5326ტრანსნაციონალური მიგრაცია62
    IREL5380შესავალი საინფორმაციო უსაფრთხოებაში62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL5353გლობალური მმართველობა და გამჭვირვალობა63
    IREL5322გლობალური მმართველობა და მდგრადი განვითარება63
    IREL6227კვლევის დიზაინი63
    IREL6228კვლევის მეთოდები63
    IREL6266სამაგისტრო ნაშრომი გლობალურ სწავლებებში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ECON6053ახალი ბაზრები და გლობალური ეკონომიკა63
    ECON6051ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო საფინანსო სისტემა63
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა63
    ECON6052გლობალური ვაჭრობა63
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა63

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი