
| პროგრამა: | განათლების ადმინისტრირება (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | შალვა დუნდუა რევაზ ტაბატაძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | I ნაწილი - განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; II ნაწილი - კვლევის მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | I ნაწილი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა კანდიდატმა, რომლებმაც მიიღო სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლა საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გასაუბრება სპეციალობაში. გასაუბრების თემატიკა ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ug.edu.ge. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72 - 80; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტირებას, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. II ნაწილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის #65/ნ (2026,15/V) ბრძანების შესაბამისად, განათლების ადმინისტრირების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე უგამოცდოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში არა უმეტეს ხუთი წლის წინ აქვთ გავლილი ამავე სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პირი 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე დაიშვება მხოლოდ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. გარდა ამისა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გასაუბრება სპეციალობაში. გასაუბრების თემატიკა ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ug.edu.ge. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით. ინგლისური ენის დონის დასადასტურებლად აპლიკანტს შეუძლია წარმოადგინოს შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები: TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72 - 80; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტირებას, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. იგივე წესი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი გავლილი აქვთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს განათლების ადმინისტრირების სფეროს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს საგანმანათლებლო ლიდერობის, მართვის, პოლიტიკის, სამართლებრივი რეგულაციების, ორგანიზაციული განვითარების, კურიკულუმის მართვის, განათლების დაფინანსებისა და კონფლიქტების მართვის შესახებ თანამედროვე თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ეფექტურ მართვას, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და რესურსების ეფექტურ გამოყენებას. პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა სტუდენტებში პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარების ფორმირება, რათა მათ შეძლონ საგანმანათლებლო გარემოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება საქმიანობა განახორციელოს მენეჯერულ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო პროექტებსა და საკონსულტაციო ცენტრებში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. II ნაწილი პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების ადმინისტრირების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც ექნება სფეროს სიღრმისეული ცოდნა, კვლევითი კომპეტენციები და დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო უნარები. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ თანამედროვე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის, მონაცემთა ანალიზის, აკადემიური წერისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაუფლებას, რაც მათ საშუალებას მისცემს დაგეგმონ, განახორციელონ და კრიტიკულად შეაფასონ განათლების სფეროში მიმდინარე კვლევები. პროგრამა ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენებისა და განათლების ადმინისტრირების აქტუალური საკითხების ანალიზის უნარების განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე, ჩაერთოს კვლევით პროექტებში და პროფესიული საქმიანობა განახორციელოს კვლევით, ანალიტიკურ და აკადემიურ პოზიციებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევით ცენტრებში, სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
უნარი I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა I ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
II ნაწილი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 09-10-2024 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | № 25-24 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 12PDC6045 - 9 - 26 |
| პროგრამის დეტალები: | I ნაწილი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა სწავლების პირველ სემესტრში უნდა აირჩიოს პროგრამით გათვალისწინებული პროგრამის სპეციალიზაციის 2 მოდულიდან (ზოგადი ან უმაღლესი განათლება) ერთ-ერთი. II ნაწილი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა უნდა გაიაროს პრაქტიკა სკოლაში ან უნივერსიტეტში, რაც განისაზღვრება მის მიერ გავლილი პროგრამის პირველი ნაწილით. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | I ნაწილი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად განათლების ადმინისტრირების პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 42 ECTS; II ნაწილი კვლევის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად განათლების ადმინისტრირების პროგრამაში განსაზღვრულია 60 ECTS, რაც მოიცავს: პროგრამის ძირითად კურსებს - 48 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის ან პროექტის მომზადება და დაცვა – 30 კრედიტი); |
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| EDMA5024 | საქართველოს განათლების ისტორია (XX-XXI სს.) | 6 | |
| EDUA5218 | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 6 | |
| EDUA5222 | პროექტების მართვა განათლებაში | 6 | |
| EDUA5224 | ბიზნეს კომუნიკაცია | 6 | |
| EDUA5225 | განათლების ფილოსოფია | 6 | |
| EDUA5226 | განათლების სოციოლოგია | 6 | |
| EDUA5227 | კლასის მართვა | 6 | |
| EDUA5237 | მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება | 6 | |
| EDUA5315 | ინკლუზიური განათლება | 6 | |
| EDUA5413 | შეფასება უმაღლეს განათლებაში | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 60 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUA5313 | პრაქტიკა სკოლაში | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUA5214 | ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა | 6 | 1 |
| EDUA5215 | ინსტრუქციული ლიდერობა და პროფესიული განვითარება სკოლაში | 6 | 2 |
| EDUA5228 | ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს დაგეგმვა და მართვა სკოლაში | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 18 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUA5314 | პრაქტიკა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUA5216 | უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა | 6 | 1 |
| EDUA5235 | აქტუალური საკითხები და გამოწვევები უმაღლეს განათლებაში | 6 | 2 |
| EDUA5236 | ბიზნეს პროცესები და ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 18 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| EDUA5111 | განათლების ლიდერობა და მართვა | 6 | 1 |
| EDUA5112 | განათლების პოლიტიკა და სამართლებრივი ასპექტები | 6 | 1 |
| EDUA5212 | ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლების მოტივირება | 6 | 1 |
| EDUA5213 | სწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები | 6 | 1 |
| EDUA5311 | განათლების დაფინანსება | 6 | 2 |
| EDUA5312 | კონფლიქტის მართვა და მედიაცია განათლებაში | 6 | 2 |
| EDMA5132 | კურიკულუმის დაგეგმვა, იმლეპენტაცია და შეფასება | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 42 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| AWED5215 | აკადემიური წერა და განათლების კვლევები | 6 | 3 |
| QRME5316 | თვისებრივი კვლევის დიზაინი და ანალიზი განათლებაში | 6 | 3 |
| QRME5317 | რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი განათლებაში | 6 | 3 |
| EDUA5411 | სამაგისტრო ნაშრომი ან პროექტი | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |