eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ალექსანდრე სუდაძე
ვახტანგ ჩხენკელი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ინფორმაციული სისტემების მაგისტრი, II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ინფორმაციულ სისტემებში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT - მინიმალური ქულა 80. • IELTS - მინიმალური ქულა 6.5. • PTE General - მინიმალური დონე B2. • FCE - მინიმალური დონე B. • CPE - საკმარისია ჩაბარება. • CAE - საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი 

პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივების და დეცენტრალიზებული ფინანსების მიმართულებით ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების (დეველოპერები, სისტემური არქიტექტორები, კონსულტანტები, ანალიტიკოსები და IT პროექტ მენეჯერები) მომზადება, რომლებიც შეძლებენ განაწილებული აღრიცხვის სისტემების, კრიპტოეკონომიკისა და დეცენტრალიზებული ინტერნეტის ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებადი ეკოსისტემის პირობებში, უახლესი ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზის საფუძველზე, ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროდუქტების, პლატფორმებისა და სერვისების შექმნას, განვითარებას და მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც დაეფუძნება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპეტენციებს და შეუწყობს ხელს საქართველოში ბლოკჩეინ-ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიურ სექტორში საექსპორტო პროდუქტების ზრდასა და ქვეყნის ­პოზიციონირებას რეგიონის მასშტაბით ბლოკჩეინ ინოვაციების ერთ-ერთ ცენტრად.

 

II ნაწილი 

პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია განუვითაროს სტუდენტს ღრმა ანალიტიკური, აკადემიური და კვლევითი კომპეტენციები, მისცეს დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობისა და სისტემური მოდელირების უნარი, რომლის საფუძველზეც პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივებისა და დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში, როგორიცაა კრიპტობირჟები (CEX და DEX), საინფორმაციო კვლევითი ანალიტიკური საიტები, საერთაშორისო WEB 3.0 პროექტები და Smartcontract ებზე დაფუძნებული აპლიკაციები. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, განვითარებული კვლევითი უნარებისა და სამაგისტრო პროექტის ფარგლებში, პრაქტიკულად მოახდინონ ინოვაციების რეალიზება - განავითარონ საკუთარი სტარტაპები და ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • ლექცია-სემინარები;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, განაწილებული აღრიცხვის სისტემების და ვირტუალური აქტივების შესახებ სიღრმისეულ და სისტემურ ინფორმაციას;
    • აფასებს ბლოკჩეინ-ქსელების არქიტექტურის, კონსენსუსის ალგორითმების, გონივრული კონტრაქტების და ტოკენიზაციის პრინციპებს;
    • აფასებს კრიპტოგრაფიული პრიმიტივების (ჰეშირება, ციფრული ხელმოწერა, ასიმეტრიული კრიპტოგრაფია) მუშაობის საფუძვლებს;
    • აღწერს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), NFT და Web3 სისტემების ძირითადი ფუნქციონირების მოდელებს;~
    • აფასებს ბლოკჩეინ პროექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ეთიკურ, უსაფრთხოების და რეგულირების საკითხებს;

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • კრიტიკულად აანალიზებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების, დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემების, ვირტუალური აქტივების, DeFi/Web3 სისტემებისა და კრიპტოეკონომიკის სფეროში არსებულ თანამედროვე კვლევით მიმართულებებს.

  • უნარი
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს და განსაზღვრავს შესაბამის რისკებსა და დაცვის მექანიზმებს;
    • მართავს გუნდს ბლოკჩეინ პროექტის ფარგლებში და ასევე ეფექტურად თანამშრომლობს მრავალდარგობრივ ჯგუფებთან;
    • პროფესიულ საქმიანობაში მუდმივად აუმჯობესებს ცოდნას და უნარებს, ბლოკჩეინის სწრაფად ცვალებადი ეკოსისტემის პირობებში.

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • გეგმავს და ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევით ან კვლევით-ინოვაციურ პროექტს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების, ვირტუალური აქტივების, DeFi/Web3 სისტემების ან დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემების მიმართულებით;
    • ამუშავებს და აანალიზებს კვლევით მონაცემებს და ტექნიკურ მასალას და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
    • ქმნის კვლევით ან ტექნოლოგიურ პროტოტიპს, კონცეპტუალურ მოდელს, ტექნიკურ ანგარიშს ან სამაგისტრო პროექტს აკადემიური და პროფესიული სტანდარტების დაცვით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი 

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • თანმიმდევრულად და მრავალმხრივად აფასებს საკუთარ სწავლის პროცესს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და ვირტუალური აქტივების სფეროში;
    • დამოუკიდებლად აფასებს და გეგმავს საკუთარი პროფესიული განვითარების გზას ტექნოლოგიური სიახლეების გათვალისწინებით;
    • აფასებს საკუთარი პროფესიული განვითარების საჭიროებებს ბლოკჩეინ ეკოსისტემის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად და გეგმავს პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

    II ნაწილი

    პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, კვლევის ეთიკისა და მონაცემთა პასუხისმგებლიანი გამოყენების პრინციპებს;
    • აფასებს საკუთარი კვლევითი განვითარების საჭიროებებს და განსაზღვრავს აკადემიური ან კვლევითი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობებს, მათ შორის სადოქტორო საფეხურზე სწავლის პერსპექტივას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-02-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13PDC6065-01
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებს. კვლევით ეტაპზე გადასვლისას, პროგრამის ხელმძღვანელებთან კონსულტაციისა და გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება სტუდენტის საკვლევი თემა. აღნიშნული მიდგომა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, კურიკულუმით გათვალისწინებული  არჩევითი საგნები მიზნობრივად, საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის  სპეციფიკის გათვალისწინებით შეარჩიოს, რაც უზრუნველყოფს თემატური მიმართულების შესაბამისად დარგობრივი ცოდნის გაღრმავებას და ხელს უწყობს სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებას მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვით.  საბოლოოდ, ისინი ქმნიან საკუთარი სტარტაპის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემის ან სერვისის პროტოტიპს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS კრედიტს და შედგება ორი ნაწილისაგან: 

    I ნაწილი 60 ECTS -  ძირითადი საგნები 30 ECTS; არჩევითი საგნები 30 ECTS;

    II ნაწილი 60 ECTS - ძირითადი საგნები 36 ECTS,  მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS; არჩევითი საგნები 24 ECTS. 

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BLCH5111Eგანაწილებული აღრიცხვის სისტემების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა61
    INFO5600Eვირტუალური აქტივების სამართალი61
    BLCH5141Eბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები და რეალური აქტივების ტოკენიზაცია62
    BLCH5148Eუსაფრთხო კოდირება და კიბერუსაფრთხოება ბლოკჩეინ სისტემებში62
    BLCH5146Eუსაფრთხოების მეთოდები ბლოკჩეინში62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5249EAgile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO6130EAndroid პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6330EIT მენეჯმენტი6
    INFO6260EIT პროექტების მართვა6
    INFO5254EIT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5256EIT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5246EITIL4 შექმნა მიწოდება და მხარდაჭერა6
    BLCH5231Eბიზნეს-პროცესები6
    INFO5112Eდაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6
    INFO6263Eდიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6250Eინდუსტრიულ პლატფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    BLCH5117Eკრიპტო აქტივების სამართლებრივი რეგულაციები6
    INFO6271Eმონაცემთა ბაზების სისტემები6
    BLCH5147Eფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება, საერთაშორისო სანქციები და ვირტუალური აქტივები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    84

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110Eაკადემიური წერა და კვლევა63
    BLCH5400Eსამაგისტრო პროექტი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PHYZ2216კვლევითი სემინარი6
    BLCH5220Eკრიპტოგრაფია6
    INFO6340Eსისტემების სტრუქტურული ანალიზი6
    BLCH5321Eსმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები6
    MATH2203Eსტატისტიკური ანალიზი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი