
| პროგრამა: | ბიზნესის ადმინისტრირება (60+60) |
| განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
| ხელმძღვანელი: | მაია ამაშუკელი ნათია გოლიაძე ეკა გეგეშიძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ნაწილი II: კვლევის მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში |
| პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: | 60 |
| პროგრამის მოცულობა II ნაწილი: | 60 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ნაწილი I ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამაზე, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის, ზეპირი გასაუბრების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: ● TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. ● IELTS – მინიმალური ქულა 6.5. ● PTE General – მინიმალური დონე B2. ● FCE – მინიმალური დონე B. ● CPE – საკმაირისია ჩაბარება. ● CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა. ნაწილი II არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის 60-კრედიტიანი პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში გასაუბრების წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: OEFL IBT – მინიმალური ქულა 80; IELTS – მინიმალური ქულა 6.5; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B; CPE - საკმაირისია ჩაბარება; CAE - საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე. სტუდენტებს,რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% გადალახვა. |
| პროგრამის მიზანი: | I ნაწილი - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამედროვე, ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში. პროგრამა ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მზადყოფნას საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობისათვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში. II ნაწილი - პროგრამის II ნაწილის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციის უნარები. პროგრამა ორიენტირებულია იმ კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც სტუდენტს საშუალებას მისცემს მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, შეისწავლოს ბიზნესთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხები და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად შექმნას სამეცნიერო ან პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომი. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-23-2004 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 52-19 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
| პროგრამის დეტალები: | |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრის კვალიფიკაცია, დაგროვილი კრედიტების შესაბამისად. პროგრამის მოცულობა შეადგენს 120 ECTS და შედგება ორი ნაწილისაგან: ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – 60 ECTS; პროგრამა მოიცავს ბიზნეს მენეჯმენტის ყველა ძირითადი ფუნქციური მიმართულების პრაქტიკულ კომპეტენციებს. ნაწილი II: ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი - 60 ECTS, პროგრამა მოიცავს კვლევით კომპეტენციებს, როგორიცაა დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად (ნაწილი I: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS. მათ შორის: 48 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 12 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად (ნაწილი II ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი), სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS, მათ შორის: 48 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 12 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. |
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| BUSN5210 | ბიზნეს-კომუნიკაციები | 6 | 1 |
| MKTG5110 | მარკეტინგის მენეჯმენტი | 6 | 1 |
| ECON5110 | მენეჯერული ეკონომიკა | 6 | 1 |
| FINA5110 | ფინანსური აღრიცხვა | 6 | 1 |
| ACCT5210 | მმართველობითი აღრიცხვა | 6 | 2 |
| MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | 2 |
| MGMT5230 | სტრატეგიული მენეჯმენტი | 6 | 2 |
| FINA5250 | ფინანსების მენეჯმენტი | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MGMT5210 | ადამიანური რესურსების მართვა | 6 | |
| FINA6239 | ბანკის მენეჯმენტი | 6 | |
| BLCH5230 | ბიზნეს-პროცესები | 6 | |
| MKTG6130 | ბრენდის მენეჯმენტი | 6 | |
| MKTG6515 | გაყიდვების მენეჯმენტი | 6 | |
| FINA5210 | დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი | 6 | |
| LAWB6190 | ეკონომიკური საქმიანობა და გადასახადებით დაბეგვრა | 6 | |
| MKTG6155 | ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი | 6 | |
| LAWC5131 | კომერციული მედიაცია მაგისტრებისთვის | 6 | |
| MGMT4550 | ლიდერობა | 6 | |
| MKTG5161 | მარკეტინგული კომუნიკაციები | 6 | |
| COMM5140 | მედია დაგეგმარება და გაყიდვები | 6 | |
| BUSN5668 | მეწარმეობა | 6 | |
| MKTG5210 | მომხმარებელთა ქცევა | 6 | |
| COMM6155 | ონლაინ კომუნიკაციები | 6 | |
| MGMT5110 | ოპერაციათა მენეჯმენტი | 6 | |
| MGMT6110 | ორგანიზაციული ქცევა | 6 | |
| ADVM5215 | რეკლამა | 6 | |
| MGMT6120 | საერთაშორისო ბიზნესი | 6 | |
| COMM5111 | საზოგადოებასთან ურთიერთობა | 6 | |
| LAWB6313 | საქართველოს გადასახადების სისტემა | 6 | |
| BUSN6015 | სტრატეგიული დაგეგმვა | 6 | |
| PHMA5210 | ჯანდაცვის მენეჯმენტი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 138 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | 3 |
| STAT5111 | ბიზნეს სტატისტიკა | 6 | 3 |
| BUSN6550 | კვლევის მეთოდები | 6 | 3 |
| BUSN6200 | სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში | 30 | 4 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| BUSN6120 | ბიზნეს ეთიკა | 6 | |
| BUSN5110 | ბიზნესის სტრუქტურირება და გადაწყვეტილების მიღება | 6 | |
| INFO5277 | გადაწყვეტილებათა მოდელირება MS Excel-ში | 6 | |
| FINA6160 | ინვესტმენტი | 6 | |
| BLCH5140 | ინოვაციური ბიზნეს-მოდელები | 6 | |
| MKTG6110 | მარკეტინგული კვლევა | 6 | |
| ECON6270 | საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა | 6 | |
| FINA6159 | საერთაშორისო ფინანსები | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 48 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |