eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქეოლოგია (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: დავით ბერიკაშვილი
ლევან ჭაბაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - არქეოლოგიის მაგისტრი II ნაწილი - კვლევის მაგისტრი არქეოლოგიაში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს პირმა, ვისაც დასრულებული აქვს სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილი. ა. არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. ბ. ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. გ. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიან იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე ჩაბარების ( თუ მას პროგრამის პირველი ნაწილი გავლილი აქვს სხვა უნივერსიტეტში) მსურველს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა B/2 დონეზე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენით.
პროგრამის მიზანი:

I ნაწილი

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი არქეოლოგი, რომელსაც ექნება არქეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების ( ქვის ხანის, ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის, ანტიკური და შუა საუკუნეების არქეოლოგიის)თეორიებისა და კონცეფციების საფუძვლიანი ცოდნა; თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ინსტრუმენტების ცოდნა და   მიზნობრივი გამოყენების უნარი; განუვითაროს სტუდენტს  კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სფეროში პროფესიული საქმიანობისათვის და  საველე-არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელებისთვის   საჭირო ძირითადი კომპეტენციები და პრაქტიკული უნარები.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე მომუშავე სხვა საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ან სწავლა განაგრძოს მაგისტრატურის მეორე საფეხურზე სამეცნიერო კვლევითი უნარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით.

II ნაწილი

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარი, რომელიც ფლობს არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე თეორიებს, მეთოდოლოგიასა და ინტერდისციპლინურ მიდგომებს, შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს, განახორციელოს და მართოს სამეცნიერო კვლევა, კრიტიკულად გააანალიზოს არქეოლოგიური მონაცემები და შექმნას სამეცნიერო სიახლის შემცველი კვლევითი ნაშრომი.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას სამეცნიერო ინსტიტუტებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე მომუშავე სხვა საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში; განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობა  ან სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ლექცია - სემინარი;
  • წერითი მუშაობა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინტერდისციპლინური კვლევები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • საფუძვლიანად ხსნის არქეოლოგიის ძირითადი მიმართულებების თეორიებს, კონცეფციებსა და განვითარების ეტაპებს;
    • სისტემურად განასხვავებს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის არქეოლოგიური მასალის მახასიათებლებს;
    • სიღრმისეულად აღწერს ზოოარქეოლოგიური, ბიოარქეოლოგიური და გეოინფორმაციული კვლევის ძირითად მეთოდებს;
    • აანალიზებს არქეოლოგიურ მონაცემებს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურისა და წყაროების საფუძველზე.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • სიღრმისეულად  აანალიზებს არქეოლოგიის თანამედროვე თეორიებს, კვლევით პარადიგმებსა და ინტერდისციპლინურ მიდგომებს;
    • აღწერს და საფუძვლიანად განიხილავს სხვადასხვა კვლევითი მეთოდოლოგიის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს;
    • აჯამებს და ამუშავებს სხვადასხვა დარგის ცოდნას არქეოლოგიური პრობლემების კვლევისას;
    • კრიტიკულად გაიაზრებს  არსებულ  სამეცნიერო ლიტერატურას და აყალიბებს დამოუკიდებელ მეცნიერულ პოზიციას.

  • უნარი
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • იყენებს საველე- არქეოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს;
    • ახდენს გათხრების შედეგედ მოპოვებული არქეოლოგიური, ზოოარქეოლოგიური და ბიოარქეოლოგიური მასალის იდენტიფიცირებას, კლასიფიცირებასა და აღწერას;
    • იყენებს GIS-სა და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს არქეოლოგიური მონაცემების დამუშავებისათვის;
    • აანალიზებს საველე სამუშაოების შედეგებს და აყალიბებს შესაბამის დასკვნებს;
    • იყენებს ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას პროფესიული ამოცანების გადასაჭრელად;
    • წარადგენს პროფესიულ ინფორმაციას წერილობით და ზეპირად და/ან  ერთვება აკადემიურ თუ პროფიესიულ საზოგადოებასთან სამეცნიერო დისკუსიებში.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აყალიბებს კვლევის პრობლემას და გეგმავს დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევას;
    • აგროვებს, ამუშავებს, აანალიზებს, ინტერპრეტირებს და სინთეზირებს საველე, ლაბორატორიულ, საარქივო და ციფრულ მონაცემებს;
    • იყენებს ინტერდისციპლინურ კვლევის მეთოდებსა და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს;
    • ქმნის სამეცნიერო სიახლის შემცველ სამაგისტრო ნაშრომს;
    • წარადგენს და იცავს კვლევის შედეგებს ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის ნორმებს;
    • იღებს პასუხისმგებლობას პროფესიული საქმიანობის შედეგებზე;
    • აფასებს საკუთარი ცოდნის განვითარების საჭიროებებს და გეგმავს შემდგომ პროფესიულ და აკადემიურ განვითარებას.

    II ნაწილი

    პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • მართავს დამოუკიდებელ კვლევით საქმიანობას;
    • იღებს პასუხისმგებლობას კვლევის მეცნიერულ სანდოობასა და ეთიკურ განხორციელებაზე;
    • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის საერთაშორისო პრინციპებს;
    • განსაზღვრავს სამომავლო კვლევის მიმართულებებს და გეგმავს სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას ან დამოუკიდებელი კვლევითი პროექტების განხორციელებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა ორგანიზებულია თანმიმდევრული აკადემიური ლოგიკით და ორ ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს მოიცავს.

    I ნაწილი მოიცავს არქეოლოგიის ოთხივე ძირითად ქრონოლოგიურ ეპოქას — ქვის ხანას, ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს, რითაც სტუდენტს უყალიბებს დარგის განვითარების სრულყოფილ ხედვას. ამასთანავე, იგი მოიცავს კვლევის თანამედროვე მეთოდებს, დამხმარე დისციპლინებსა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ქმნის საერთო პროფესიულ საფუძველს ყველა სტუდენტისთვის.

    II ნაწილი კი ამ საფუძველზე ორიენტირებულია კონკრეტული ქრონოლოგიური და თემატური მიმართულებების სიღრმისეულ შესწავლაზე, სპეციალიზაციის განვითარებასა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის განხორციელებისთვის მომზადებაზე, რაც სრულდება სამაგისტრო ნაშრომის შესრულებით.

    I ნაწილი

    არქეოლოგიის მაგისტრის  კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    • პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებული საგნებს - 54 ECTS (მათ შორის სავალდებულო არქეოლოგიური საველე პრაქტიკა -6 ECTS) ;
    • პროგრამის ასარჩევ საგანს - 6 ECTS.

    II ნაწილი

    კვლევის მაგისტრი არქეოლოგიაში კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა  დააგროვოს 60 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    • პროგრამის ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო საგნებს - 18 ECTS;
    • სპეციალობის სავალდებულო არჩევით მოდულს- 12 ECTS;
    • სამაგისტრო ნაშრომს  არქეოლოგიაში 30  ECTS.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ANTH 5112ბიოლოგიური ანთროპოლოგია61
    ARCH5135ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის არქეოლოგია61
    ARCH 5130ზოოარქეოლოგია61
    ARCH5250საველე პრაქტიკული კვლევის მეთოდები არქეოლოგიაში61
    ARCH5125ქვის ხანის არქეოლოგიური კულტურები და ადრეული ჰომოს ევოლუცია61
    ARCH5150ანტიკური არქეოლოგია62
    ARCH6151არქეოლოგიური პრაქტიკა62
    INFO 5222გეოინფორმაციული ტექნოლოგიები არქეოლოგიაში62
    ARCH5165საქართველოს შუა საუკუნეების ლანდშაფტი და მატერიალური კულტურა62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5210არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაცია მუზეუმებში62
    ARCH 6110არქეოლოგიური პროექტის მართვა62
    ARCH5252პალეოპათოლოგია62
    ARCH 5131პალინოლოგია62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა63
    ARCH 5220არქეოლოგიური მასალის კამერალური დამუშავება, კვლევა და დოკუმენტირება63
    ARCH6215ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში63
    ARCH6150სამაგისტრო ნაშრომი არქეოლოგიაში304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    II ნაწილი - მოდული - ანტიკური ხანა

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5240ანტიკური ხანის საქართველო და გარე სამყარო I (კოლხეთი)63
    ARCH 6130საქართველო და გარე სამყარო ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში II (ქართლის სამეფო)63

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    II ნაწილი - მოდული - ქალკოლითი და ნეოლითი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 6140ნეოლითის არქეოლოგია63
    ARCH 5250ქალკოლითური კულტურების არქეოლოგია63

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    II ნაწილი - მოდული - ქვისა და ბრინაჯოს ხანის არქეოლოგია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5230პრეისტორიული არქეოლოგია63
    ARCH 6120წინა აზიის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია63

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი