eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მევენახეობა და მეღვინეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ ხომასურიძე
გელა ჯავახიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი:

Პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მევენახეობის და მეღვინეობის სფეროს შესახებ, შეუქმნას წარმოდგენა დარგში თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს თეორიისა და მიდგომების კრიტიკულ გააზრებას; კურსდამთავრებულს შესძინოს კომპეტენციები და უნარები მევენახეობის და მეღვინეობის სფეროში არსებული პრობლმების ანალიზის, პრევენციის, მასზე რეაგირებისა თუ მათთან დაკავშირებული რისკების მართვისათვის; კურსდამთავრებულმა შეძლოს მევენახეობაში და მეღვინეობაში თანამედროვე და ტრადიციული მიდგომებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, პრაქტიკული პროექტების განხორციელება და პრეზენტაცია, მონაცემების შეგროვების საფუძველზე სიტუაციების ანალიზი და დასკვნების გაკეთება; კურსდამთავრებულმა შეძლოს, პროფესიული საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, პროფესიული და ეთიკის პრინციპების დაცვით, საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია სემინარი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • სასწავლო ტური
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება 
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

    • განმარტავს და მიმოიხილავს მევენახეობის და მეღვინეობის ძირითად და დამხმარე საკითხებს,  ფუნდამენტურ კონცეფციებს, პრინციპებსა და თეორიებს;
    • აღწერს მევენახეობის და მეღვინეობის დარგის ამოცანების/პროექტების განხორციელება-დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და უსადაგებს სათანადო აგროტექნიკურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ  ღონისძიებებს და საშუალებებს;
    • გადაამუშავებს და წარმოადგენს ინფორმაციას მევენახეობასა და მეღვინეობაში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ;

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

    • მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად მოიძიებს მუშაობის პროცესში გამოვლენილ პრობლემას, მისი წარმოქმნის მიზეზს და გამოსწორების გზას;
    • პრაქტიკაში იყენებს მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს, ტექნოლოგიებს, მოწყობილობებსა და სისტემებს;
    • მევენახეობასა და მეღვინეობაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ქმედით კომუნიკაციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

    • მსჯელობს პროფესიული და ეთიკური  (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
    • ხსნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, ისტორიასა და ტრადიცებზე დამკვიდრებულ ღირებულებებს;
    • მონაწილეობს დინამიურად განვითარებადი მევენახეობისა და მეღვინეობის ინდუსტრიისათვის საჭირო ახალი ღირებულებების ფორმირების პროცესში  და ხელს უწყობს მათ დამკვიდრებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-16-2024
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მევენახეობასა და მეღვინეობაში სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 180 ECTS, რაც გულისხმობს 156 ECTS პროგრამის ძირითად საგნებს; 24 ECTS პროგრამის ასარჩევი ბლოკიდან. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGW1215Eდარგობრივი ინგლისური მევენახეობა-მეღვინეობაში6 1
    INFO1115Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    MATH1119Eმათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლები6 1
    PHAR1210ზოგადი და არაორგანული ქიმია6 1
    EENG1105Eფიზიკის საფუძვლები6 2
    PHAR2110ორგანული ქიმია6 2
    VIEN1000Eზოგადი ბიოლოგია6 2
    VIEN1001Eვაზისა და ღვინის ბიოქიმია6 3
    VIEN1002Eმევენახეობა-მეღვინეობის ინჟინერია6 3
    VIEN1003Eვაზის ანატომია და ფიზიოლოგია6 3
    VIEN1004Eენოქიმია6 3
    VIEN1007Eღვინის მიკრობიოლოგია6 3
    VIEN1005Eმევენახეობა6 4
    VIEN1006Eღვინის ტექნოლოგია6 4
    VIEN1008Eამპელოგრაფია6 4
    VIEN1009Eტკბილისა და ღვინის ანალიზის მეთოდები6 4
    VIEN1010Eქვევრის ღვინო და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები6 5
    VIEN1011Eვაზის ინტეგრირებული დაცვა6 5
    VIEN1012Eცქრიალა ღვინის ტექნოლოგია6 5
    VIEN1014Eმსოფლიო მევენახეობა და მეღვინეობა6 5
    VIEN1015Eსასწავლო პრაქტიკა ვენახსა და მარანში I6 5
    VIEN1013Eღვინის დეგუსტაციის საფუძვლები6 6
    VIEN1016Eღვინის წარმოების რეგულირება6 6
    VIEN1017Eსასწავლო პრაქტიკა ვენახსა და მარანში II6 6
    VIEN1018Eსაბაკალავრო ნაშრომი12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT2210Eმმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    FRAN1147Eფრანგული ენა I (A1)6
    FRAN1247Eფრანგული ენა II (A2)6
    FRAN2147Eფრანგული ენა III (B1/1)6
    HIST1122Eმევენახეობა და მეღვინეობის ისტორია6
    HOST3215Eტურიზმის საფუძვლები6
    ITAL1147Eიტალიური ენა I (A1)6
    ITAL1247Eიტალიური ენა II (A2)6
    ITAL2147Eიტალიური ენა III (B1/1)6
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6
    MGMT2212Eმეწარმეობა6
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6
    STEM4000Eტექნიკური წერა6
    VIEN1019Eაგროეკოლოგია და კლიმატის ცვლილება6
    VIEN1020Eნიადაგმცოდნეობა6
    VIEN1021Eსასუფრე ყურძნის წარმოება6
    VIEN1022Eაგრონომიის საფუძვლები6
    VIEN1023Eბრენდის ტექნოლოგია6
    VIEN1024Eსურსათის უვნებლობა6
    VIEN1025Eშრომის უსაფრთხოება მეღვინეობა და მევენახეობაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი