eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გრაფიკული დიზაინი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნინო ლაღიძე
ნინო საყვარელიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკულ დიზაინში
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტების ჩარიცხვის წესის შესაბამისად პროგრამაზე სტუდენტების მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად. პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვას უნივერსიტეტი ახორციელებს შიდა რეგულაციების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად სტუდენტის ჩარიცხვისას, ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL IBT – მინიმალური ქულა 72; IELTS – მინიმალური ქულა 5.5.; PTE General – მინიმალური დონე B2; FCE – მინიმალური დონე B) ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებულად ჩაბარებით (კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალური შეფასების 70-%-ის გადალახვა). პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულოა შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლა (კონკრეტული თემატიკის ნამუშევრის წარდგენა) და ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ცოდნის დადასტურება.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერები, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე შეძლებენ ვიზუალური და კომუნიკაციური პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტას, თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, შექმნიან მაღალი ხარისხის სარეკლამო, მხატვრულ, ბეჭდვით პროდუქტებს, მათ შორის ვებ დიზაინს, მოძრავ გრაფიკასა და სოციალური მედიისთვის განკუთვნილ ვიზუალურ კონტენტს. კურსდამთავრებულები პროგრამის სპეციფიკაზე მორგებული თეორიული კურსებისა და პრაქტიკული მუშაობის სინთეზით განავითარებენ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის უნარებს და სრულად ადაპტირდებიან დინამიურ ციფრულ ბაზარზე, რაც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად იმუშაონ ვებ სტუდიებში, ციფრულ სააგენტოებსა და მულტიმედია კომპანიებში. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • პრაქტიკული მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება
  • ლექცია-სემინარი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • სიახლეთა გარჩევა
  • გუნდური მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • აღწერს და აანალიზებს გრაფიკული დიზაინისა და  ვიზუალური კომუნიკაციის/მედიახელოვნების ფორმირებისა და განვითარების ძირითად ეტაპებსა და თეორიულ პრინციპებს და აკავშირებს მათ თანამედროვე კულტურულ და ტექნოლოგიურ ტენდენციებთან;
    • აღწერს გრაფიკული დიზაინის სფეროში არსებულ  შემოქმედებით პრინციპებს, მეთოდებს და ტერმინოლოგიას; მიმოიხილავს ამ პრინციპებს კლასიკურ სახვითი ხელოვნების პრინციპებთან მიმართებაში, გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებთან ერთად;
    • განსაზღვრავს და განასხვავებს კომპიუტერული გრაფიკის ძირითად ციფრულ-ტექნოლოგიურ ჯგუფებსა და კომპიუტერის შემადგენელი მოწყობილობების მუშაობის პრინციპს;
    • განიხილავს სარეკლამო/საკომუნიკაციო „კრეატიულ“ ინდუსტრიაში მიმდინარე მხატვრულ-შემოქმედებით პროცესებს/ტენდენციებს, გრაფიკული დიზანის ფორმებს და ტექნოლოგიებს.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • ქმნის ბეჭდურ და ციფრულ დიზაინ პროექტებს თანამედროვე მხატვრულ-შემოქმედებითი ტენდენციების შესაბამისად, ტექნიკური და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, დასახული კომუნიკაციური ამოცანის გათვალისწინებით,  პორთფოლოისთვის, ონლაინ და ოფლაინ პლატფორმებზე;
    • ამოიცნობს მხატვრულ-ტექნოლოგიურ პრობლემებს და ბეჭდურ თავისებურებებს, აანალიზებს მათ და აღმოფხვრის ციფრული ან ბეჭდური შემოქმედებითი პროექტის შესრულების პროცესში;
    • მულტიმედიური პროექტების ფარგლებში აგებს კონსტრუქციულ ნახატს, მართავს სივრცობრივ კომპოზიციას და უზრუნველყოფს ვიზუალური ბალანსისა და თანმიმდევრულობის მიღწევას კომპოზიციური ელემენტების გააზრებული გამოყენებით;
    • ამუშავებს გრაფიკულ დიზაინის ტიპოგრაფიულ და ვიზუალურ კომპონენტებს, მათ შორის ბრენდინგს, ლოგოს, პოსტერებსა და წიგნების დიზაინს, უზრუნველყოფს კომპოზიციის, სტილისა და ვიზუალური იერარქიის თანმიმდევრულობას სხვადასხვა პროექტში;
    • წარადგენს და განიხილავს პროექტებს, არგუმენტირებულად განმარტავს დიზაინ გადაწყვეტილებებს პროფესიულ აუდიტორიასთან.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • პრაქტიკული საქმიანობისას განსაზღვრავს პროფესიულ როლს და იცავს პროფესიული ეთიკის პრინციპებს;
    • მუშაობს, როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე;
    • მიღებული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ინტეგრირებით სფეროს უახლეს  ტენდენციებთან   უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-19-2025
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    გრაფიკული დიზაინის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითადი - 144 ECTS

    პროგრამის ასარჩევი -  18 ECTS

    თავისუფალი კრედიტები - 18 ECTS

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARTS1110Eმსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ARTS3133Eაკადემიური ხატვის  საფუძვლები6 1
    GRDS1010Eკომპიუტერული გრაფიკა Adobe Illustrator6 1
    GRDS1011Eგრაფიკული დიზაინის საფუძვლები6 1
    GRDS1012Eკომპოზიცია გრაფიკულ დიზაინში6 2
    GRDS1013Eკომპიუტერული გრაფიკა Adobe Photoshop6 2
    GRDS1014Eფოტოგრაფიის საფუძვლები​6 2
    GRDS1015Eკომპიუტერული გრაფიკა Adobe Indesign6 2
    GRDS1016Eპოლიგრაფიული მასალები და ტექნოლოგიები6 3
    GRDS1017Eვიზუალური ბრენდინგი6 3
    GRDS1018Eკომპიუტერული გრაფიკა Adobe Premiere Pro6 3
    GRDS1019Eტიპოგრაფიის საფუძვლები6 3
    GRDS1020Eკომპიუტერული გრაფიკა CorelDraw6 4
    GRDS1021Eპოლიგრაფიული პროდუქციის პროექტირება6 4
    GRDS1022Eშესავალი ანიმაციაში6 4
    GRDS1023Eგამოყენებითი გრაფიკა: პოსტერის ხელოვნება​6 4
    GRDS1024Eხელოვნური ინტელექტი გრაფიკულ დიზაინში6 5
    GRDS1025Eმოძრავი გრაფიკა (After Effects)6 5
    GRDS1026EFigma: თანამშრომლობითი ინტერფეისის დიზაინის ინსტრუმენტი6 5
    GRDS1027Eარტ მარკეტინგი6 5
    GRDS1028Eპორტფოლიოს შექმნის ტექნიკები6 6
    GRDS1029Eპრაქტიკა გრაფიკულ დიზაინში6 6
    GRDS1030Eსაბაკალავრო პროექტი გრაფიკულ დიზაინში12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARCT1120Eრეკლამის დიზაინი6
    ARTS3217Eშორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6
    ARTS4120Eთანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6
    INFO1112Eსაოფისე სისტემები6
    INFO3030EWEB ტექნოლოგიების საფუძვლები6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი