
| პროგრამა: | ჯანდაცვის ადმინისტრირება |
| განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
| ხელმძღვანელი: | თამარ ლობჯანიძე ოთარ ვასაძე |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მენეჯმენტის ბაკალავრი |
| პროგრამის მოცულობა: | 180 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჩაბარებული და დაძლეული აქვთ ბარიერი შემდეგ საგნებში: • ინგლისური ენა; • ქართული ენა და ლიტერატურა; • მათემატიკა/ისტორია პროგრამაზე დაშვების წინაპირობები ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას და სწავლის შედეგებს. |
| პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს გამოიყენოს ცოდნა ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის, ორგანიზაციული მართვისა და პაციენტორიენტირებული მიდგომის შესახებ პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰოსპიტალურ, სადაზვევო და ფარმაცევტულ სექტორებში. პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ამზადებს ადმინისტრატორებს (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა), რომლებიც მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფენ ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას; თავიანთი პროფესიული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისის, ან ორგანიზაციის გამართულ მუშაობას; ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას და მისი მთავარი მიზნის მიღწევის ხელშეწყობას - მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროგრამა უზრუნველყოფს კონკურენტული ორგანიზაციული სტრატეგიებისა და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების შესწავლას ფინანსური, ადმინისტრაციული, ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების ბაზარზე ეფექტურად ოპერირებას უზრუნველყოფს ისეთი დარგობრივი საკითხების ცოდნა, როგორიცაა სამედიცინო სერვისების ორგანიზება, მიწოდება, მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ხარისხის პრინციპები, საინფორმაციო სისტემები, ჯანდაცვის პროგრამების მართვა-ფორმირება, შედეგების შეფასება, პროგნოზირების მეთოდები, ეთიკა, ბიოეთიკა და სხვ. აგრეთვე, ცოდნა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი პროცესების, სამედიცინო მანიპულაციების, დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო ენისა და სხვათა შესახებ; საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერაციულ პოზიციებზე. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის კურსდამთავრებული:
უნარი პროგრამის კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის კურსდამთავრებული:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-11-2010 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 14-12 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 39 |
| პროგრამის დეტალები: | ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი წერს რეფერატებსა და პროექტებს, ასრულებს საბაკალავრო პროექტი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს, გადის სტაჟირებას საქართველოს უნივერსიტეტის კონტრაქტორ ჯანდაცვით ორგანიზაციებში. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა აუცილებელია დააგროვოს 180 ECTS კრედიტი, რაც მოიცავს:
|
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1 |
| COIN1515 | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 6 | 1 |
| HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
| HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 1 |
| LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
| LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
| LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
| MUSI0011 | სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება | 6 | 1 |
| POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 12 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 3 |
| STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 3 |
| STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 3 |
| STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 3 |
| STEM0010 | ლოგიკა | 6 | 3 |
| STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 12 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 2 |
| STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
| STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 2 |
| STEM0014 | ლაშქრობა - საველე პრაქტიკა | 6 | 2 |
| STEM0018 | ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
| ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
| HELM1160 | შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებასა და პროფესიაში | 6 | 1 |
| HELM1170 | ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინოლოგია მედიცინაში I | 6 | 1 |
| MATH1126 | მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის | 6 | 1 |
| ACCT2125 | ფინანსური აღრიცხვა | 6 | 2 |
| HELM1270 | ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინოლოგია მედიცინაში II | 6 | 2 |
| KART1515 | სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 6 | 2 |
| STAT2222 | ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები | 6 | 2 |
| ACCT2210 | მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები | 6 | 3 |
| HELM2380 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემები და პოლიტიკის საფუძვლები | 6 | 3 |
| HELM2210 | ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 4 |
| HELM2430 | ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები | 6 | 4 |
| MGMT2210 | სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 4 |
| HELM2320 | შესავალი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ეკონომიკაში | 6 | 5 |
| HELM3511 | ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები, ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკის საფუძვლები | 6 | 5 |
| HELM3611 | ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და მათი ორგანიზაცია | 6 | 5 |
| HELM4720 | ჯანმრთელობის დაცვის კვლევის მეთოდები და პროგრამების მართვა | 6 | 5 |
| MGMT3110 | ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 5 |
| HELM3680 | პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში | 6 | 6 |
| HELM4110 | ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის საფუძვლები | 6 | 6 |
| HELM4210 | სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები | 6 | 5 |
| HELM3690 | საბაკალავრო პროექტი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში | 6 | 6 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 138 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| FINA2159 | აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | |
| HELM4140 | მართული დახმარების საფუძვლები | 6 | |
| HELM4151 | SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში | 6 | |
| HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | |
| HOST3215 | ტურიზმის საფუძვლები | 6 | |
| INFO1115 | საოფისე კომპიუტერული პროგრამები | 6 | |
| INFO1220 | გეოინფორმატიკა | 6 | |
| JMMB3140 | მასმედია და საზოგადოება | 6 | |
| KART1220 | აკადემიური წერა | 6 | |
| LAWB1135 | შესავალი სამართალმცოდნეობაში | 6 | |
| PHHS1011 | კლიმატის ცვლილებების გავლენა დაავადებების გავრცელებაზე | 3 | |
| PHHS1012 | ხელოვნება ჯანდაცვაში | 3 | |
| PSYC1265 | შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში | 6 | |
| PUBL3212 | შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში | 6 | |
| SOCL2525 | დემოკრატია და მოქალაქეობა | 6 | |
| ECON1290 | მიკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
| COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | |
| PUBL3120 | შესავალი პოლიტიკის პროცესში, ინსტიტუტებსა და მართვაში | 6 | |
| LAWB1240 | შესავალი სამოქალაქო სამართალში | 6 | |
| MGMT4220 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
| COMM4315 | ივენთ მენეჯმენტი | 6 | |
| PSYC1225 | შესავალი ფსიქოლოგიაში | 6 | |
| SOCL3110 | სოციოლოგიის საფუძვლები | 6 | |
| ECON2190 | მაკროეკონომიკის პრინციპები | 6 | |
| POLI1220 | პოლიტიკის შესავალი | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 12 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |