eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: აღმოსავლეთმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ალექსანდრე ჭულუხაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს  ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის  კვლევების კვალიფიციური სპეციალისტი  ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული, სპარსული, თურქული) ერთ-ერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელსაც ექნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემის მზაობა; აღზარდოს / ჩამოაყალიბოს მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით; სტუდენტს მისცეს ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის, პოლიტიკური ტენდენციებისა და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის   განმაპირობებლი ფაქტორების შესახებ რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან  პოლიტიკური ურთიერთობის დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით.  განუვითაროს სტუდენტს  ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი;  ზოგადად , ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირების უნარი და რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას მიღებული კომპეტენციების კვალობაზე პროგრამის კურსდამტავრებული დასაქმებას თითქმის ყველა სფეროში შეძლებს: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო / ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი;
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
• ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება;
• ინტერაქტიული მეცადინეობები;
• სიახლეთა გარჩევა;
• გუნდური მუშაობა;
• პრაქტიკული მუშაობა;
• წერითი მუშაობა;
• პრეზენტაციის წარდგენა;
• ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• დისკუსია-დებატები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული აღწერს და ახასიათებს:

    • აღმოსავლეთმცოდნეობის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარების ისტორიას, სხვადასხვა მიმდინარეობების, ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომათა თავისებურებებს და აღმოსავლეთმცოდნეობის როგორც ქართული, ისე უცხოური სკოლების მიღწევებს;
    • ახლო აღმოსავლეთის უძველესი, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ეპოქების ისტორიას, წარსულის ზოგად დიაქრონულ ჩარჩოს და მრავალეროვნული და მრავალკონფესიური საზოგადოებებისა და ცივილიზაციების დამახასიათებელ და ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა ძირითად ასპექტებს;
    • თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, პოლიტიკური ტენდენციების, იდეოლოგიების, უსაფრთხოების, მედია პოლიტიკის, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების კონტექსტში;
    • რელიგიის ადგილს, მნიშვნელობასა და გავლენას თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის საზოგადოების განვითარების პროცესში;
    • მედიისა და პოლიტიკის თავისებურებებს ახლო აღმოსავლეთში.

     

    ასახელებს და გამნარტავს:

    • ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებს და მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი მოწყობის ძირითად სახეობებსა და განვითარების ეტაპებს;
    • ახლო აღმოსავლეთის ხალხებისა და ქვეყნების ზოგად და საერთო კულტურულ მემკვიდრეობას; მათ შორის, ისლამის, როგორც რელიგიისა და კულტურული ფენომენის წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორიასა და ძირითად დოგმებს;
    • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის თავისებურებებს და საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის საკვანძო საკითხებს;
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისა და პერსპექტივების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს;
    • ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებს, სალიტერატურო ენის ნორმალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სტილისტიკისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის საკითხებს.

     


  • უნარი
  • კურსდამთავრებული ადასტურებს:

    • ზეპირი და/ან წერილობითი კომუნიკაციისას, ასევე, ტექსტის გააზრებისა და ინტერპრეტაციის პროცესში ინგლისური ენის  ცოდნას B/2 დონეზე;
    • მის მიერ შესწავლილ აღმოსავლურ ენაზე (სპარსული /თურქული/ არაბული) გამართული კომუნიკაციის უნარს;
    • აღმოსავლური (არაბული / თურქული / სპარსული) ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური (პირველადი და მეორადი) და სხვა ტიპის წყაროების / მასალების / ინფორმაციის თანმიმდევრულად ორგანიზების, გააზრებისა და ადეკვატური დამოწმების , ასევე, სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიული, საარქივო მასალების, ელექტრონული მონაცემების / რეფერენციების მოძიების, სტატისტიკური მონაცემების მოპოვების და მათი გამოყენებით საკვლევი საკითხის / პრობლემის იდენტიფიცირების  და წარდგენის უნარს;
    • თანამედროვე სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმებისა და პრაქტიკული სტილისტიკის მოთხოვნების დაცვის უნარს.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული განსაზღვრავს:

    • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური და / ან არაბული, სპარსული და თურქული ენების სფეროში საბაკალავრო კვლევისთვის რელევანტურ პრობლემას, გეგმავს და აწარმოებს კვლევას და ახდენს მიღებული შედეგების ტრანსფორმაციას საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი - STEM და უნარების, სავალდებულო-ასარჩევი აღმოსავლური ენებისა და არჩევითი საგნების ბლოკები.

    აღმოსავლური ენების ბლოკიდან სტუდენტი ირჩევს ერთ-ერთს.

    საბაკალავრო ნაშრომს სტუდენტი ასრულებს ბოლო, მე-6 სემესტრში. მასზე დასარეგისტრირებლად სტუდენტს პროგრამის ფარგლებში დაგროვილი უნდა ჰქონდეს 144 ECTS.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა პროგრამის ფარგლებში უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც მოიცავს:

    • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს – 120 ECTS (მათ შორის, ინგლისური ენა B2 - 6 ECTS; სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი - 6 ECTS);
    • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 12 ECTS (6 ECTS STEM ბლოკიდან და 6  ECTS უნარების ბლოკიდან);
    • სავალდებულო-არჩევითი აღმოსავლური ენების ბლოკს- 36 ECTS;
    • არჩევითი საგნების ბლოკს - 12 ECTS.

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 1
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1
    STEM0004თამაშთა თეორია6 1
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1
    STEM0010ლოგიკა6 1

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    ORST2526შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში: ისტორია, მეთოდოლოგია და თეორია6 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    ORST2527ახლო აღმოსავლეთის რელიგიები (ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა)6 2
    IREL4013შესავალი პოლიტიკურ ეკონომიკაში6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    ORST2120ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია)6 3
    ORST2222ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა6 3
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6 4
    ORST1115ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გეოპოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში6 4
    ORST2132ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია6 4
    ORST1116თანამედროვე საზოგადოება და რელიგია ახლო აღმოსავლეთში6 5
    ORST2524ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსების პოლიტიკური ეკონომია6 5
    ORST4210თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი (იდეოლოგია, პოლიტიკა, უსაფრთხოება)6 5
    ORST1117საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ურთიერთოებები6 6
    ORST2217ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო წყობილება და სამართალი6 6
    ORST4232საბაკალავრო ნაშრომი ახლო ან / და შუა აღმოსავლეთის კვლევებში12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARAB4142საკომუნიკაციო არაბული ენა (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    ARAB4242საკომუნიკაციო არაბული ენა (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    JMMB1210მედიის შინაარსი და მნიშვნელობა6
    KART1220აკადემიური წერა6
    PERS4142საკომუნიკაციო სპარსული ენა (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    PERS4242საკომუნიკაციო სპარსული ენა (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6
    TURK4142საკომუნიკაციო თურქული ენა (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    TURK4242საკომუნიკაციო თურქული ენა (თარგმანის თეორია და პრაქტიკა)6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    არაბული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARAB1140არაბული ენა I (A1)61
    ARAB1240არაბული ენა II (A2)62
    ARAB2141არაბული ენა III (B1/1)63
    ARAB2241არაბული ენა IV(B1/2)64
    ARAB3142არაბული ენა V (B2/1)65
    ARAB3242არაბული ენა VI (B2/2)66

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    თურქული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    TURK1140თურქული ენა I (A1)61
    TURK1240თურქული ენა II (A2)62
    TURK2141თურქული ენა III(B1/1)63
    TURK2241თურქული ენა IV (B1/2)64
    TURK3142თურქული ენა V (B2/1)65
    TURK3242თურქული ენა VI (B2/2)66

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    სპარსული ენის ბლოკი - სავალდებულო ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PERS1140სპარსული ენა I (A1)61
    PERS1240სპარსული ენა II (A2)62
    PERS2141სპარსული ენა III(B1/1)63
    PERS2241სპარსული ენა IV(B1/2)64
    PERS3142სპარსული ენა V (B2/1)65
    PERS3242სპარსული ენა VI (B2/2)66

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი