
| პროგრამა: | ხელოვნებათმცოდნეობა |
| განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
| ხელმძღვანელი: | თინა ღუდუშაური მარიამ გველესიანი |
| სწავლების ენა: | ქართული |
| მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი |
| პროგრამის მოცულობა: | 180 |
| პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
| პროგრამის მიზანი: | საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. დამატებითი სპეციალობის ალტერნატივად სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმეტში და მიიღოს ისეთი სპეციფიური ცოდნა ( არტმარკეტინგსა და მენეჯმენტში, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის მართვის პრინციპებში , კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტში, საგამოფენო საქმის საფუძვლებში და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია ქვეყანაში და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. |
| სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
| სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული ახასიათებს:
ასახელებს და განმარტავს:
უნარი კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:
|
| პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-15-2007 |
| პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 13 |
| პროგრამის განახლების თარიღი: | |
| პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 14/19 |
| პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების სამი: სოციალურ/ჰუმანიტარული, უნარების და STEAM ბლოკი. სპეციალიზაციის არჩევითი მოდული(კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი) და/ან სპეციალობის არჩევითი საგნები . კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის არჩევითი მოდული სტუდენტს აძლევს იმ საბაზისო ცოდნას და უნარებს, რაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისთვის საშუალო რგოლის მენეჯერის დონეზე. |
| სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელოვნებათმცოდნეობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:
|
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| COIN1515 | შედარებითი და საერთაშორისო განათლება | 6 | 1 |
| HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 1 |
| MUSI0011 | სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება | 6 | 1 |
| LAWB1177 | აზროვნება და მორალი | 6 | 1 |
| POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1 |
| BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1 |
| HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1 |
| LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1 |
| ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1 |
| LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| STEM1009 | დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები | 6 | 3 |
| STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 3 |
| STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 3 |
| STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 3 |
| STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0012 | ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა | 6 | 3 |
| MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 3 |
| STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 3 |
| STEM0010 | ლოგიკა | 6 | 3 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 2 |
| STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 2 |
| STEM0013 | კიბერ ჰიგიენის საფუძვლები | 6 | 2 |
| STEM0014 | ლაშქრობა - საველე პრაქტიკა | 6 | 2 |
| STEM0018 | ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში | 6 | 2 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 6 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ARTS1110 | მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი | 6 | 1 |
| ENGL1214 | ინგლისური ენა B2 | 6 | 1 |
| HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1 |
| KART1515 | სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 6 | 1 |
| ARTS1210 | დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა | 6 | 2 |
| ARTS1212 | არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები | 6 | 2 |
| ARTS1217 | ანტიკური ეპოქის ხელოვნება (საბერძნეთი, რომი) | 6 | 2 |
| ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | 2 |
| ARCH2115 | არქიტექტურის ისტორია და თეორია | 6 | 3 |
| ARTS2131 | ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და რელიეფური ქანდაკება | 6 | 3 |
| ARTS2237 | ხატვა | 6 | 3 |
| ARTS3130 | შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება | 6 | 3 |
| ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 4 |
| ARTS3220 | აღორძინების ეპოქის ხელოვნება | 6 | 4 |
| ARTS3250 | ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა | 6 | 4 |
| PHIL2210 | ხელოვნების ფილოსოფია | 6 | 4 |
| ARTS3135 | ახალი ეპოქის დასავლური ხელოვნება (მარენიზმიდან - იმპრესიონიზმამდე) | 6 | 5 |
| ARTS3230 | თანამედროვე ქართული ხელოვნება | 6 | 5 |
| ARTS4117 | ქართული ლითონმქანდაკებლობა | 6 | 5 |
| ARTS0105 | პრაქტიკა და საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში | 12 | 6 |
| ARTS3110 | ისლამური ხელოვნება | 6 | 6 |
| ARTS4120 | თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება | 6 | 6 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 138 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | |
| ARCT2130 | არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები | 6 | |
| ARTM1110 | კრეატიული მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
| ARTS1717 | იუდაიზმი ხელოვნებაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა | 6 | |
| ARTS2757 | მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია | 6 | |
| ARTS3157 | მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია | 6 | |
| KART3228 | ქართული მითოლოგია და ფოლკლორი | 6 | |
| ORST2525 | ახლო აღმოსავლეთის რელიგიები (ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა) | 6 | |
| PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
| ARTS2221 | საგამოფენო საქმის საფუძვლები და საქართველოს სამუზეუმო კოლექციები | 6 | 4 |
| ARTS3132 | არტმარკეტინგი და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი | 6 | 5 |
| CULT3137 | კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა | 6 | 5 |
| CULT3235 | კულტურული მემკვიდრეობის პროექტების მენეჯმენტი | 6 | 6 |
| გასავლელი კრედიტების ჯამი: | 24 | ||
| შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
| 97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
| 94-96 | 3,75 | A | ||
| 91-93 | 3,50 | A- | ||
| 87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
| 84-86 | 3,00 | B | B | |
| 81-83 | 2,75 | B- | ||
| 77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
| 74-76 | 2,25 | C | ||
| 71-73 | 2,00 | C- | ||
| 67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
| 64-66 | 1,50 | D | ||
| 61-63 | 1,25 | D- | ||
| 51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
| უარყოფითი შეფასება | ||||
| 41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
| <40 | F | F | ჩაიჭრა | |