eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: გიორგი ალიმბარაშვილი
ნინო მახათაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი ქორეოგრაფიაში
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა : აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩასარიცხად ასევე საჭიროა შემოქმედებითი ტურების გადალახვა. ტურები გაიმართება ორ ეტაპად, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე. (I ტური - 31 მაისი, 11:00 საათი; კონსულტაციები - 2-6 ივნისის ჩათვლით; II ტური - 7 ივნისი). მოთხოვნების სანახავად გადადით მარცხნივ, მონიშნეთ პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და ჩამოტვირთეთ დოკუმენტი.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სადადგმო ხელოვნების საფუძვლების, ცეკვის სადადგმო ხერხებისა და მეთოდების ცოდნასთან ერთად, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების ეროვნული საცეკვაო კულტურა, მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მანერით, ხასიათით, სტილით, ცეკვის მუსიკალური შინაარსით, ქორეოგრაფიული ლექსიკის მრავალფეროვნებით, საცეკვაო ტერმინოლოგიითა და შესრულების ტრადიციული წესებით, რაც დარგის მომავალ სპეციალისტს ჩამოუყალიბებს პროფესიულ კომპეტენციებს, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლოს ისეთი ქორეოგრაფიული პრაქტიკულ-შემოქმედებითი  საქმიანობა, როგორიცაა: სადადგმო, სარეპეტიციო, საკონცერტო-საშემსრულებლო, ფოლკლორული-საექსპედიციო და სხვ.  სხვადასხვა დონისა და ასაკობრივი კატეგორიის შემსრულებლებთან, მსახიობ-მოცეკვავეებთან დამოუკიდებლად დაგეგმოს-წარმართოს ქორეოგრაფიული სადადგმო და სარეპეტიციო პროცესი; მოცეკვავეების ფსიქო-ფიზიოლოგიური ფაქტორების, სქესობრივი რეგლამენტაციისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, სწორად შეადგინოს/დადგას საცეკვაო კომბინირებული მოძრაობები, ქორეოგრაფიული ეტიუდი, საცეკვაო ნომერი  და ქორეოგრაფიული რეპერტუარი.  

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

 

  • ვერბალური სწავლების მეთოდი (ახსნა-განმარტება, თხრობა, საუბარი, ლექცია და სხვ.)
  • პრაქტიკული მეთოდები (ვიზუალიზაციის მეთოდი, სისტემატური შეგნებული ვარჯიშები და მოქმედებები)
  • აუდიო-ვიზუალური მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი
  • განმეორებადობისა და სისტემურობის მეთოდი
  • დემონსტრაციის მეთოდი
  • იმპროვიზაცია
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • თანამშრომლობითი სწავლება
  • ინდივიდუალიზაციასთან შერწყმული ჯგუფური სამუშაოები
  • სწავლება  კეთებით
  • ელექტრონული/ციფრული სწავლების მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • აქტიური სწავლების მეთოდი (პრობლემური ლექცია; ევრისტიკული საუბარი, კვლევითი ლაბორატორიული სამუშაოები; დამოუკიდებელი სამუშაოები და ა.შ.)
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • განსაზღვრავს საცეკვაო ხელოვნების საშემსრულებლო, სარეპეტიციო და სადადგმო ხერხებს, ეტიუდისა და სიუჟეტური ნომრის შედგენა-დადგმის პრინციპებს, აგრეთვე დრამატურგიის კანონებზე დაფუძნებულ ლიბრეტო-პროგრამის თხზვის ეტაპებს;
    • განმარტავს ქორეოგრაფიული სადადგმო, ხალხური, სასცენო-ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო, ისტორიულ-ყოფითი და თანამედროვე ცეკვების თეორიულ-მეთოდურ საფუძვლებსა და დარგობრივ ტერმინოლოგიას;
    • ახასიათებს ქართული და მსოფლიო ხალხთა საცეკვაო/საფერხულო ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში, ჟანრულ თავისებურებებსა და ეთნოქორეოგრაფიულ კონტექსტს;
    • აანალიზებს ნაწარმოების მუსიკალურ შინაარსსა და მხატვრულ გაფორმებას, დრამატურგიის კანონების, მუსიკის თეორია-სოლფეჯიოსა და მოძრაობათა ანატომიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლის გათვალისწინებით, ადგენს კომბინირებულ მოძრაობებსა და ცეკვის ნახაზებს;
    • აიდენტიფიცირებს ცეკვის ჩაწერის სისტემებს და ფოლკლორულ ექსპედიციაში მუშაობის მეთოდებს.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • მასალის მოძიება-სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე, მხატვრული საშუალებების, ცეკვის ნახაზისა და მუსიკა-ლექსიკის კორელაციის გამოყენებით ქმნის ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს (ეტიუდი, ფრაგმენტი, ნომერი, სიუიტა) და განსაზღვრავს მოცეკვავეთა სცენურ განლაგება-პარტნიორობასა და საშემსრულებლო-იმპროვიზაციულ ოსტატობას;
    • ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აანალიზებს ნაწარმოების თემას, დრამატურგიულ წყობასა და სირთულის ხარისხს და მხატვრული არგუმენტაციით ახდენს მის კრიტიკულ დახვეწას;
    • მოცეკვავეთა ასაკობრივი, სქესობრივი და ფსიქო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით მართავს სარეპეტიციო პროცესს — ადგენს და გადასცემს შესაბამის ქორეოგრაფიულ ლექსიკას, კომბინირებულ მოძრაობებსა და მათ ხასიათ-მანერას, ტექნიკურ-სტილისტური შეცდომების გამოსწორების ჩათვლით;
    • აღადგენს, კითხულობს და დგამს გრაფიკული და ვერბალური მეთოდით ჩაწერილ ნიმუშებს, იმავე მეთოდით თავად ჩაწერს მარტივ საცეკვაო/საფერხულო ნიმუშებს;
    • თანამშრომლობს ინტერდისციპლინურ ჯგუფებთან (რეჟისორი, კომპოზიტორი, დირიჟორი, მხატვარი, რეპეტიტორი, აკომპანიატორი, სცენისა და განათების რეჟისორი) საერთო მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად;
    • საბიბლიოთეკო, ელექტრონული და კინოფოტო-ფონოდოკუმენტების საარქივო რესურსების გამოყენებით ამუშავებს წყაროებს კვლევითი პროექტისა და არგუმენტირებული მსჯელობისთვის.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი:

    • აფასებს ქართული და მსოფლიო ცეკვების კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას და საკუთარი წვლილით უწყობს ხელს დარგის განვითარებას;
    • უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეთიკურ გარემოს, რეკვიზიტების უსაფრთხო გამოყენებისა და ტრავმის პრევენციის წესების დაცვით და განმარტავს პირველადი დახმარების ძირითად პრინციპებს;
    • ავლენს პროფესიულ მოტივაციას მუდმივი განვითარებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების ძიების მიმართ.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ხელოვნების ბაკალავრი ქორეოგრაფიაში  აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითად კურსებს –126 ECTS,

     რომელიმე კონცენტრაციიდან - (ქართული ცეკვის/მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი) - 24 ECTS);

     პროგრამის არჩევით კურსებს - 12 ECTS;

    საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების კურსებს - 18 ECTS (6 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან, 6 ECTS STEAM ბლოკიდან და  6 ECTS უნარების ბლოკიდან).

    პროგრამის თავისუფალი კომპონენტი მოიცავს საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევით ბლოკებს (18 ECTS) და პროგრამის არჩევით კურსებს (12 ECTS). თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო ნაწილს წარმოადგენს საუნივერსიტეტო ბლოკებიდან თითოეული მიმართულებიდან (სოციალურ/ჰუმანიტარული, STEAM, უნარების) სავალდებულოდ ასათვისებელი 6-6 ECTS, ასევე ძირითად კომპონენტში შეტანილი ზოგადი კურსები (სახელმწიფო ენის სპეც. კურსი და ინგლისური ენა B2). არჩევითი ნაწილის კრედიტების ასათვისებლად პროგრამა სტუდენტს რეკომენდაციას უწევს პროფესიული და დამხმარე კურსების არჩევას (სასცენო მოძრაობა, მსახიობის ოსტატობა, ცეკვის ჩაწერა/ფოლკლორული ექსპედიცია, ბალეტის ისტორია და სხვ.).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 3
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 3
    LITR1212დიადი წიგნები6 3
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 4
    STEM0010ლოგიკა6 4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 4
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 4
    STEM0004თამაშთა თეორია6 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - მოდული

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3022მსოფლიო ხალხთა ცეკვა III6 3
    CHOR3023მსოფლიო ხალხთა ცეკვა IV6 4
    CHOR3024მსოფლიო ხალხთა ცეკვა V6 5
    CHOR3025მსოფლიო ხალხთა ცეკვა VI6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24

    ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - მოდული

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3018ქართული ხალხური ცეკვა III6 3
    CHOR3019ქართული ხალხური ცეკვა IV6 4
    CHOR3020ქართული ხალხური ცეკვა V6 5
    CHOR3021ქართული ხალხური ცეკვა VI6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 6
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 6
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 6
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 6
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CHOR3000ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება I6 1
    CHOR3001ქართული ხალხური ცეკვა I6 1
    CHOR3002მსოფლიო ხალხთა ცეკვა I6 1
    CHOR3004მუსიკის ელემენტარული თეორია და სოლფეჯიო6 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1
    CHOR3005ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება II6 2
    CHOR3006ქართული ხალხური ცეკვა II6 2
    CHOR3007მსოფლიო ხალხთა ცეკვა II6 2
    CHOR3008კლასიკური ცეკვა I6 2
    ENGL1214ინგლისური ენა B26 2
    CHOR3010ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება III6 3
    CHOR3011კლასიკური ცეკვა II6 3
    CHOR3012მსოფლიო და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია6 3
    ANAT3233ადამიანის ანატომია, ფიზიოლოგია6 4
    CHOR3009რეჟისურის საფუძვლები6 5
    CHOR3013ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება IV6 4
    CHOR3014კლასიკური ცეკვა III და ისტორიულ ყოფითი ცეკვა6 4
    CHOR3015ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება V6 5
    CHOR3016სამეჯლისო სპორტული და თანამედროვე ცეკვები6 5
    CHOR3017ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება VI9 6
    CHOR3042თეატრალური ვიზაჟის ხელოვნება3 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    126

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6
    ARTS5110მსოფლიო ხელოვნების ისტორია6
    CHOR3026ქართული ხალხური ცეკვა6
    CHOR3027მსოფლიო ხალხთა ცეკვა6
    CHOR3028XX საუკუნის გამოჩენილი ქორეოგრაფების შემოქმედებითი მემკვიდრეობის ანალიზი6
    CHOR3029სასცენო მოძრაობა6
    CHOR3030სამეჯლისო სპორტული ცეკვა6
    CHOR3031ცეკვის ჩაწერა და ფოლკლორულ ექსპედიციაში ქორეოგრაფიული ნიმუშების შეგროვება-ჩაწერის მეთოდიკა6
    CHOR3032ბალეტის ისტორია6
    CHOR3033ქართული სამუსიკო ფოლკლორი (პრაქტიკა და თეორია)6
    CHOR3034მსამსახიობის ოსტატობა6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    KART3117ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    PEDP2125პედაგოგიკის ფსიქოლოგია6
    PHIL2210ხელოვნების ფილოსოფია6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    პრაქტიკულ აქტივობებზე უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების/სტანდარტების დოკუმენტი


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    ≤40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი