eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ინგლისური ენის მინიმალურ ზღვრად დადგენილია 74 % +1.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა, მომიჯნავე სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამის და მომიჯნავე სპეციალობებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • მონაცემთა ანალიზი
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • პრობლემაზე დაფუძნებული 
    სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა 
  • პრაქტიკული მუშაობა 
  • კრიტიკული ანალიზი 
  • ლიტერატურის მიმოხილვა 
  • როლური თამაშები 
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • ქმედებაზე ორიენტირებული 
    სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული 
    სწავლება
  • სწავლება კეთებით
  • ელექტრონული სწავლების 
    მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • მიმოიხილავს ენათმეცნიერებისა და ენათმეცნიერების ჩამოყალიბების ისტორიას, ძირითად ლინგვისტურ მოძღვრებებს, კონცეფციებს, თეორიებს, მეთოდებსა და პრინციპებს;
    • ასახელებს მსოფლიო ლიტერატურული პროცესის უმნიშვნელოვანეს ეპოქებსა და ძირითად ტენდენციებს, მხატვრული ლიტერატურის მეთოდოლოგიურ და თეორიულ საფუძვლებს;
    • ახასიათებს ინგლისური ენის განვითარების ისტორიულ და კულტურულ განზომილებებს, ბრიტანული და ამერიკული კულტურის თავისებურებებს;
    • განიხილავს თანამედროვე ლინგვისტიკის ძირითადი დარგებისა და მიმდინარეობების თავისებურებებს;
    • აღწერს ლიტერატურათმცოდენობის კონცეფციებისა და თეორიების, ლიტერატურის თეორიის სისტემის ფუნქციონირებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების სპეციფიკას;
    • აღწერს ინგლისური ენის კომპეტენტური, მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის რელევანტური გრამატიკული ნორმებისა და ლექსიკური მარაგის სპეციფიკას;
    • განმარტავს აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს. 

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ახდენს ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ტექსტის ჰერმენევტიკური ანალიზი და ლიტერატურული კრიტიციზმის პრინციპები და ა.შ.) გამოყენებით მიღებული შედეგების ანალიზსა და სინთეზს;
    • ახდენს ინგლისური ენის განვითარების ისტორიული და კულტურული განზომილებების, ბრიტანული და ამერიკული კულტურის დიფერენცირებას;  
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტურ საკითხებზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით აჯამებს სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ ინფორმაციას, ახდენს საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირებასა და პრეზენტაციას;
    • ინგლისურ ენაზე მკაფიოდ სტრუქტურირებული კომპლექსური ზეპირი და წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას იყენებს რელევანტურ კომუნიკაციურ სტრატეგიებს, აყალიბებს რელევანტურ არგუმენტებს და ლოგიკურად ასაბუთებს საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით, ახორციელებს ადეკვატურ კომუნიკაციურ ქმედებას სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში;
    • მეორე ევროპულ ენაზე თანმიმდევრულად აღწერს მოვლენებს, საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სინტაქსურად გამართული და აზრობრივად ჩამოყალიბებული წინადადებებით ნაცნობი თემატიკის ფარგლებში.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • ითვისებს რა ინგლისური ფილოლოგიის კომპლექსურ სააზროვნო სივრცეს, იღებს პასუხისმგებლობას პროფესიულ განვითარებაზე მის მიერ მომზადებულ ნაშრომებში (რეფერატი, მცირე კვლევითი პროექტი) მონაცემთა ანალოგიზაცია /კონტრასტირების, სინთეზირებისა და შედეგების რეპრეზენტაციის, ასევე აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვის გზით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-01-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 05/25
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი და სპეციალობის სავალდებულო ასარჩევი ( მეორე უცხო ენა) საგნების ბლოკი. ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტმა უნდა აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 126 ECTS;
    • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 24 ECTS (12 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEM ბლოკიდან),
    • სპეციალობის სავლდებულო ასარჩევ საგნებს (მეორე ევროპული ენა - 24 ECTS და ნებისმიერი საგანი პროგრამის არჩევითი საგების ბლოკიდან  - 6 ECTS)
    • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1,2,4
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2,4
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2,4
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,2,4
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2,4
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2,4
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2,4
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1,2,4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2,4
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2,4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 1
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1
    STEM0010ლოგიკა6 1
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1
    STEM0004თამაშთა თეორია6 1
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 2
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 2
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 2

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1115ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 1 (B2/1)6 1
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    ENGL1116ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 2 (B2/2)6 2
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 2
    PHIL1210შესავალი ფილოლოგიაში6 2
    BRAM1515ბრიტანული და ამერიკული კულტურა6 3
    ENGL1117ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 3 (B2+/1)6 3
    ENGL1125ინგლისური ლიტერატურა I6 3
    ENGL2110ინგლისური ენის სტილისტიკა6 3
    ENGL1118ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის 4 (B2+/2)6 4
    ENGL1225ინგლისური ლიტერატურა II6 4
    ENGL3220თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა (ინგლისური)6 4
    ENGL2212ლექსიკოლოგია (ინგლისური)6 5
    ENGL2243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (ბიზნესი)6 5
    ENGL3243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (პოლიტიკა)6 5
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 5
    ENGL3143ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (სამართალი)6 6
    ENGL4132ინგლისური ენა: ისტორიული და კულტურული განზომილებები6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LING3215ენა, ლიტერატურა და კულტურული კონტექსტი6 6
    LING3216ენა, საზოგადოება და იდეოლოგია6 6
    LING8896ენისა და აზროვნების სოციოკულტურული განზომილებები6 6
    LING8897მხატვრული ტექსტის ანალიზი და ინტერპრეტაცია6 6
    LING8898ენა, ცნობიერება და ასოციაციები6 6
    LING8899დისკურსის ენობრივი და კონტექსტუალური განზომილებები6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGN3221საგაზეთო სტატიების ანალიზი6
    INCM5310ინტერკულტურული კომუნიკაცია6
    KART1220აკადემიური წერა6
    LITH3412ერი და ეროვნული ლიტერატურის განვითარების ისტორია6
    LITS2123სიმბოლოები და სტილისტური მექანიზმები მხატვრულ ტესტში6
    UDLT3310უტოპიური და დისტოპიური ლიტერატურა6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    TRANS4110თარგმანის თეორია6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    AMST2123ამერიკული ლიტერატურის ისტორია6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    ORBC1223ზეპირი ბიზნესკომუნიკაცია6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    WRBC1223წერითი ბიზნესკომუნიკაცია6
    LITR2018ამერიკული და ინგლისური მოთხრობა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი