eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნანა შავთვალაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, კურსადამთავრებულს მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის შექმნა; უზრუნველყოს იგი ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების ცოდნით, გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება, მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია; მისცეს ინგლისური ენის ცოდნა, რათა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია; გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროებში; დაეხმაროს, გაიაზროს ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. აგრეთვე, პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრმა შეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიური განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, ესეს შესრულება და ა.შ.
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატსა ან ბიბლიოთეკაში;
  • რეფერატის მომზადება;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული

    აღწერს და განიხილავს:

    • ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ არსებულ თეორიებსა და ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს; ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხებს; ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიების (კომპარატივისტული, ტექსტის რელევანტური ანალიზის, ენის დიაქრონული და შედარებითი ანალიზის, ფუქსის, ქოსბის მეთოდები ...) პრინციპებისა და კვლევის (შედარება-შეპირისპირება, ტექსტის ლინგვისტურ-სტატისტიკური ანალიზი, ქრონოლოგიურ-სტრუქტურული ანალიზი, კონოტაციის დომინანტურობა...) მეთოდებს; ლიტერატურის თეორიის საფუძვლებს; ქართული ენის განვითარების ძირითად ეტაპებს, ენაში მიმდინარე ძირითად ენობრივ მოვლენებსა და ენობრივ ცვლილებათა ხასიათსა და ქრონოლოგიას;
    • ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეტაპებს, ჟანრებს, მნიშვნელოვანი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების კონცეპტუალურ და სტილისტურ მახასიათებლებს; ზეპირსიტყვიერი შემოქმედების სპეციფიკას, ქართული ფოლკლორისა და მითოლოგიური ტექსტების სტრუქტურას, ძირითად პრობლემატიკასა და მითოლოგემების სისტემას.
    • მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ლიტერატურული პერიოდიზაციის პრინციპების გათვალისწინებით;
    • ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებს; ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შექმნის მნიშვნელობასა და მეთოდებს.
    • აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ (APA) აკადემიური სტილის სტანდარტს;

    ახდენს

    • ინგლისური ენის B2/2 დონეზე ცოდნის დადასტურებას;

     

    განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • თანამედროვე ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსსა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თეორიებს; ქართული ენის სტილისტიკისა და სალიტერატურო ქართულის ნორმალიზაციის საკითხებს; ქართული ენისა და ლექსიკოლოგიის საკვანძო საკითხებს; ძველი ქართული ენის ლექსიკურ-ფრაზეოლოგიურ თავისებურებებს;
    • ძველი ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის საკვანძო საკითხებს, რუსთველოლოგიის ძირითად პრობლემატიკას; XII-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შემოქმედების შესახებ ძირითად ინფორმაციას; XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ძირითად ტენდენციებს, ქართულ რომანტიზმსა და მის სპეციფიკას; XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითდ საკითხებს (ქართული პროზისა და პოეზიის ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს; 20-იანი წლების ლიტერატურულ სკოლებსა და დაჯგუფებებს, ქართულ ინტელექტუალურ ემიგრაციას);

  • უნარი
  • კურსდამთავრებული ავლენს:

    • ფილოლოგიური ცნებებით ოპერირების, მიზნის ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევისა და აკადემიურ გარემოში ქართულ ენაზე სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შექმნის უნარს; მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების უნარს საშუალო სირთულის ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების წასაკითხად;
    • ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების (ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი, სინთეზი და ახსნა-განმარტება) გამოყენებით წყაროების დამუშავებისა და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების უნარს წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; წინასწარ მიცემული მითითების საფუძველზე ავტორის შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის და/ან კონკრეტული ნაწარმოების (ზეპირად ან წერილობით) შესწავლისათვის იყენებს ადეკვატურ მეთოდებს;
    • ქართული ფილოლოგიის სფეროში (ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურა, ლიტერატურათმცოდნეობა, ზეპირსიტყვიერება) არსებული მკაფიოდ გამოკვეთილი საშუალო სირთულის პრობლემატიკის ამოცნობის, მისი ანალიზისათვის საჭირო მონაცემების იდენტიფიცირების, სტანდარტული მეთოდებით გაანალიზებისა და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარს; სწავლებისა და კვლევის პროცესში იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ქართული ფილოლოგიისა და ზოგადად ფილოლოგიურ მეცნიერებებში არსებულ უახლეს ელექტრონულ რესურსებს, თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით ახდენს ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას ქართული ენისა და ლიტერატურის არსებითი საკითხების შესახებ როგორც სპეციალისტთა (ფილოლოგი, ფოლკლორისტი), ასევე, არასპეციალისტთა (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) წრეში;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    • ქართული ფილოლოგიის სფეროში განსაზღვრავს კვლევისთვის რელევანტურ პრობლემას, ახდენს მის იდენტიფიცირებას, გეგმავს კვლევას, მიღებულ შედეგებს აგენერირებს საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში; იცავს აკადემიური ურთიერთობისა და კეთილსინდისიერების ნორმებს;
    • განსაზღვრავს თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფო ენისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-12-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების სამი ბლოკი; სოციალურ/ჰუმანიტარული, STEM და Skills/უნარები და პედაგოგიკის მოდული; მისი გავლა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში აღრმავებს სტუდენტის დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს -126 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B /2 -6ECTS და სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი-6ECTS;)
    • საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 24 ECTS (12 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან,  6 ECTS STEM ბლოკიდან და 6 ECTS Skills/უნარების ბლოკიდან);
    • პედაგოგიკის მოდული 30 ECTS.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COIN1515შედარებითი და საერთაშორისო განათლება6 1,3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1,3
    MUSI0011სამყაროს „წაკითხვა“ ხელოვნებით და მუსიკით: ესთეტიკა, პოლიტიკა და ძალაუფლება6 1,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,3
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 4
    STEM0010ლოგიკა6 4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 4
    STEM0004თამაშთა თეორია6 4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 4
    STEM1009დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტები6 4

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    უნარების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 3
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 3
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 3
    STEM0014ლაშქრობა - საველე პრაქტიკა6 3
    STEM0018ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში6 3

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    6

    პედაგოგიკის მოდული

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EDUC 3110განათლების ისტორია და ფილოსოფია6
    EDUC3130სწავლების მეთოდიკა6
    EDUC3145ინკლუზიური განათლების საფუძვლები6
    EDUC4130კლასის მართვა6
    PSYC3111განათლების ფსიქოლოგია6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    30

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1214ინგლისური ენა B26 1
    KART1140ქართული ენა I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    KART1230ქართული ლიტერატურის ისტორია I6 2
    KART1240ქართული ენა II6 2
    KART1515სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი6 2
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 2
    PHIL1217შესავალი ქართულ ფილოლოგიაში6 2
    KART2131ქართული ლიტერატურის ისტორია II6 3
    KART2140ქართული ენა III6 3
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 3
    KART2230ქართული ლიტერატურის ისტორია III6 4
    KART2240ქართული ენა IV6 4
    KART3117ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია6 4
    KART3131ქართული ლიტერატურის ისტორია IV6 5
    KART4138რუსთველოლოგია6 5
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6 5
    KART3147ქართული სალიტერატურო ენის ისტორია6 6
    KART4240საბაკალავრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში12 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი